წვდომის მენიუ

შპს „სსსო“-ს ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-21-12 / 139

გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2021 17:37

მიღების თარიღი მარტი 11, 2021

შპს „სსსო“-ს ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სსსო“-მ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/797, 22.02.2021) ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სსსო”-ს ავტორიზაციის დეკლარაცია არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ არ იყო შევსებული ვებ-გვერდის ველი და საწარმოს რეგისტრაციის პარამეტრებში არ იყო სწორად შევსებული საიდენტიფიკაციო კოდის ველი. ავტორიზაციის განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში კომპანიის მიერ არ იყო წარმოდგენილი ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიები.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2021 წლის 25 თებერვლის Nგ-21-22/100 გადაწყვეტილებით შპს „სსსო“-ს განესაზღვრა 5 დღე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების №შ-21-7/797, 22.02.2021) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით. შპს „სსსო“-ს კომისიის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2021 წლის პირველ მარტს ელექტრონულ მისამართზე, კომპანიას ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს „სსსო”-ს (ს/კ444960188) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/797, 22.02.2021);

2.   განემარტოს შპს „სსსო“-ს,   რომ   ავტორიზაციის   განუხორციელებლობა   არ   ართმევს   პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სსსო”-სთვის გაგზავნა;

ბ)  აღნიშნული    გადაწყვეტილების    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    (www.comcom.ge)

გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სსსო”-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „სსსო”-სთვის  ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები