წვდომის მენიუ

შპს „PC&I Networks“-ის (ს/კ 426518468) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

ნომერი: გ-21-12 / 265

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2021 15:39

მიღების თარიღი აპრილი 29, 2021

შპს „PC&I Networks“-ის (ს/კ 426518468) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს,  რომ  კომისიას 2021 წლის 19  აპრილს  განცხადებით  მიმართა  შპს  „PC&I Networks“-მა  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1769 19.04.2021), კომპანიის წილის 100%- ის ფიზიკური პირის ზაირა აფციაურის (პ/ნ 12001063257) მიერ შეძენაზე   წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „PC&I Networks“ 2011 წლის 1 აპრილიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

WiFi

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისიას დადგენილი წესით უნდა წარედგინოს შეტყობინება ავტორიზებული პირის წილის გასხვისების განზრახვის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი - შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.   ამავე მუხლის მე-7 პუნქტისა და

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით ზემოაღნიშნული შეტყობინება წარმოადგენს კომისიის მიერ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ შპს „PC&I Networks“-ის წილი უკვე გასხვისებულია  ვინაიდან  დადებულია  ნოტარიული  წესით  დამოწმებული ხელშეკრულება წილის გასხვისების თაობაზე. შესაბამისად, სახეზე არ არის კომისიის მიერ წილის გასხვისების თაობაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვის წინაპირობა. აქედან გამომდინარე, შპს „PC&I Networks“-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

გარდა ამისა, წინამდებარე საქმეზე გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის თაობაზე კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  შპს „PC&I Networks“-ის წილის 100%-ის ფიზიკური პირი ზაირა აფციაურის მიერ შეძენის თაობაზე  წარმოდგენილი  განცხადება  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-21-6/1769 19.04.2021) დარჩეს განუხილველად.

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „PC&I Networks“-ისათვის გაგზავნა (ო.ვოტ);

3.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს„PC&I Networks“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი,    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „PC&I Networks“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.  კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის   აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე           წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები