სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2021 17:10
მიღების თარიღი ივნისი 03, 2021
სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯმა“ (ს/ნ 205355499) (კომისიაში რეგისტრაციის №№შ-21-7/2253, შ-21-7/2248 21.05.2021) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საუნივერსიტეტო რადიომაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ20 პუნქტის თანახმად საუნივერსიტეტო მაუწყებლობა არის ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირის ან არაკომერციული იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლის, სწავლების, სამეცნიერო კვლევებისა და უმაღლესი განათლების სტიმულირებას, საზოგადოებისათვის უნივერსიტეტში (უმაღლესი განათლების სფეროში) მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება. კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება №135, რომლის თანახმად სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს“ 6 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ასევე უფლებამოსილება განახორციელოს ამ გადაწყვეტილების დანართით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს“ შეტყობინება 2021 წლის 3 ივნისს სხდომის ჩატარების შესახებ გაეგზავნა 2021 წლის 31 მაისს (წერილი Nგ-21-03/1603). შეტყობინება ჩაბარდა ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კომისიის 2021 წლის 3 ივნისის სხდომას ესწრებოდა სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის“ დირექტორი ზურაბ ოშხნელი.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ20 პუნქტის თანახმად საუნივერსიტეტო მაუწყებლობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, ხოლო სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი“ წარმოადგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მქონე იურიდიულ პირს აღნიშნული შეუსაბამობაში მოდის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან და შესაბამისად კომისია ვერ განახორციელებს სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის“ ავტორიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ20 პუნქტის ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს“ (ს/ნ 205355499) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე წარმოდგენილი საავტორიზაციო დოკუმენტაციის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შეუსაბამობის გამო;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) სსიპ„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისთვის“ ჩაბარებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
