საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2021 11:22
მიღების თარიღი ივლისი 29, 2021
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (№0332;21. 07. 2021) რადიოკავშირის სხვადასხვა სახეობის გამოყენების უზრუნველყოფისთვის, კომისიის გადაწყვეტილებით (№გ-20-13/600; 30.07.2020) მინიჭებული სიხშირული ზოლების ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274-ე მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტებრის №507 დადგენილებით დამტკიცებული
„სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის ტ) პუნქტისა და V თავის 21-მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის, სიხშირეები, თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;
2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
4. აღირიცხოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული რადიოსიხშირული ზოლები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2021 წლის 30 ივლისიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, N64) ერთი თვის ვადაში;
8. გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
