წვდომის მენიუ

შპს „იმპერიასთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-13 / 713

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2022 11:57

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2021

შპს „იმპერიასთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „იმპერიამ“ კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №შ-21-6/5549, 23.12.21) ქ. ახალციხეში მდებარე  სატელევიზიო   სტუდიიდან   სატელევიზიო   გადამცემამდე   (სატელევიზიო   ანძა), რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იმპერია“ ფლობს ავტორიზაციას მაუწყებლობის სფეროში და ახორციელებს  კერძო საერთო    ტელემაუწყებლობას,    ასევე    წარმოადგენს    ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და  საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა

  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და   საშუალებებით   ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა;

  კომპანიას რადიოსარელეო სიხშირე ესაჭიროება სატელევიზიო სტუდიიდან (ახალციხე) სატელევიზიო   გადამცემამდე  (ახალციხე)   მაუწყებლობის   სიგნალის   გადასაცემად,   რომელიც გამოყენებული უნდა იყოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და   საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი)   რადიოსიხშირული  სპექტრის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს.

კომისიის 2005 წლის  12  დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“  71      მუხლის მე-4 პუნქტის    თანახმად    მაუწყებელს    (გარდა    საზოგადოებრივი    მაუწყებლისა    და საზოგადოებრივი   მაუწყებლის   აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი), რომელსაც დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ესაჭიროება რადიოსიხშირული სპექტრი, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის № 21-10-2367 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „იმპერიას“ შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირე სამსახურებრივ ბარათში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის № 21-10-2367 სამსახურებრივი ბარათში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (2021 წლის 27 დეკემბრის № 21-10-2386 სამსახურებრივი ბარათი) გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც 2022 წლის პირველი იანვრიდან სიხშირული რესურსის ხუთი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 1,081.5 ლარი.

აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (01.01.22-დან) 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 309 ლარს;

მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 309 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 154.50 ლარს; მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 154.50 ლარს; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 154.50 ლარს;

ამავე დადგენილების 71  მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 23 დეკემბერს შპს „იმპერიას“ გაეგზავნა წერილი №გ-21-03/3665, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (01.01.22-დან) 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე და შეადგენს 309 ლარს. წერილის თანახმად, კომპანიას თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2021 წლის 27 დეკემბრამდე. შპს„იმპერიამ“ 2021 წლის 28 დეკემბერს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 309 ლარი.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  2021  წლის  30  დეკემბრის  სხდომაზე  კომისიამ  იმსჯელა  შპს „იმპერიას“ მოთხოვნასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „იმპერიასთვის“ არაკომერციული დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირით სარგებლობის უფლების მინიჭება ხუთი წლის ვადით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის  გამართვის  დებულების“   71 მუხლის  პირველი  და  მე-4  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  მიენიჭოს შპს „იმპერიას“ რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის  უფლება № F 2664, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, (თითოეული გადამცემის სიმძლავრე, არა უმეტეს - 1ვტ), რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, შემდეგი ტექნიკური პირობებით:

 

 

პუნქტი A

 

 

კოორდინატები

 

 

პუნქტი B

 

 

კოორდინატები

 

A Tx

 

ზოლის სიგანე (მჰც)

(მჰც)

სტუდია

41°38'26.54"N

სატელევიზიო ანძა

41°37'48.82"N

1441

28

(ახალციხე)

42°59'16.99"E

(ახალციხე)

42°57'28.63"E


2. შპს „იმპერიას“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ წერტილებს შორის მონაკვეთებზე (სტუდია (ახალციხე) - სატელევიზიო ანძა (ახალციხე) სიგნალის გადასაცემად;

3. განესაზღვროს შპს „იმპერიას“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური - 1,081.50 (ათას ოთხმოცდაერთი ლარი და 50 თეთრი) ლარის ოდენობით;

4. უზრუნველყოს შპს „იმპერიამ“ ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 1,081.50 (ათას ოთხმოცდაერთი ლარი და 50 თეთრი) ლარის დარჩენილი ნაწილის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;

ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;

მიმღების ბანკი - სს თიბისი ბანკი;

მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;

დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.

მეორე კალენდარული წლის საფასური 309 ლარი - 2023 წლის 20 იანვრამდე; მესამე კალენდარული წლის საფასური 154.50 ლარი - 2024 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 154.50 ლარი - 2025 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 154.50 ლარი - 2026 წლის 20 იანვრამდე.

5. შპს „იმპერიას“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „იმპერიასთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

7. დაევალოს შპს „იმპერიას“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს   კომისიის   რადიოელექტრონული   მოწყობილობების   რეესტრში,   ამავე რეესტრით გათვალისწინებული  ინფორმაციის  ელექტრონული  წესით  ასახვა  (ვებ  მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

9. დაევალოს სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) შპს „იმპერიასთვის“ მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

10. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „იმპერიასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

11. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „იმპერიასთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტებისა) კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები