შპს „ეკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2022 12:04
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2021
შპს „ეკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ეკომმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №შ-21-7/5525, 21.12.21) ქ. ლაგოდეხში მდებარე სატელევიზიო სტუდიიდან სატელევიზიო გადამცემამდე (სატელევიზიო ანძა), რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ეკომი“ ფლობს ავტორიზაციას მაუწყებლობის სფეროში და ახორციელებს კერძო საერთო ტელემაუწყებლობას, ასევე წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა;
B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი.
კომპანიას რადიოსარელეო სიხშირე ესაჭიროება ქ. ლაგოდეხში მდებარე სატელევიზიო სტუდიიდან სატელევიზიო გადამცემამდე (სატელევიზიო ანძა) მაუწყებლობის სიგნალის გადასაცემად, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს.
კომისიის 2005წლის12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მაუწყებელს (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი), რომელსაც დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ესაჭიროება რადიოსიხშირული სპექტრი, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის № 21-10-2368 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ეკომს“, შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირე სამსახურებრივ ბარათში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის № 21-10-2368 სამსახურებრივი ბარათში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (2021 წლის 24 დეკემბრის № 21-10-2381 სამსახურებრივი ბარათი) გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც 2022 წლის პირველი იანვრიდან სიხშირული რესურსის ერთი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 79.92 ლარი.
ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთი წლის ვადით მოთხოვნისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სრული საფასურის გადახდა ხორციელდება წინასწარ. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 21 დეკემბერს შპს „ეკომს“ გაეგზავნა წერილი №გ-21-03/3654, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა ერთი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (01.01.22-დან) 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე და შეადგენს 79.92 ლარს. წერილის თანახმად, კომპანიას თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2021 წლის 27 დეკემბრამდე. შპს „ეკომმა“ 2021 წლის 27 დეკემბერს კომისიის ბიუჯეტში გადაიხადა 80 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს „ეკომის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „ეკომისთვის“ არაკომერციული დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირით სარგებლობის უფლების მინიჭება ერთი წლის ვადით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ 71 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიენიჭოს შპს „ეკომს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება №F2662, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით (გადამცემის სიმძლავრე, არა უმეტეს - 1ვტ), შემდეგი ტექნიკური პირობებით:
პუნქტი A |
კოორდინატები |
პუნქტი B |
კოორდიტები |
|
ზოლის სიგანე (მჰც) |
|
A Tx (მჰც) |
||||||
სტუდია |
41°49'25"N |
სატელევიზიო ანძა |
41°48'43"N |
10280 |
28 |
|
(ლაგოდეხი) |
46°16'25"E |
(ლაგოდეხი) |
46°10'17"E |
2. შპს „ეკომის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ წერტილებს შორის მონაკვეთებზე ქ. ლაგოდეხში მდებარე სატელევიზიო სტუდიიდან სატელევიზიო გადამცემამდე (სატელევიზიო ანძა) სიგნალის გადასაცემად;
3. განესაზღვროს შპს „ეკომს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური - 79.92 (სამოცდაცხრამეტი ლარი და 92 თეთრი) ლარის ოდენობით;
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ეკომისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
5. დაევალოს შპს „ეკომს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
7. დაევალოს სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) შპს„ეკომისთვის“ მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ეკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
9. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „ეკომისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-11 პუნქტებისა) კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური
თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი