წვდომის მენიუ

შპს „რადიო პალიტრასთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-13 / 720

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2022 12:21

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2021

შპს „რადიო პალიტრასთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „რადიო პალიტრამ“ კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული № შ-21-7/5425, 15.12.21) რადიომაუწყებლობის ქსელის გამართული ფუნქციონირებისთვის სტუდია (იოსებიძის ქ.49) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, სიგნალის მისაწოდებლად სარელეო სიხშირის   5 წლის ვადით მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B51 ლიცენზიას, 2026 წლის 31 დეკემბრამდე. კომპანია რადიომაუწყებლობას ახორციელებს ქ. თბილისში სიხშირეზე 103.9 მჰც. შპს „რადიო პალიტრას“ რადიოსარელეო სიხშირე ესაჭიროება სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიო სიგნალის გადასაცემად, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისია   მაუწყებელს  რადიოსიხშირეებს  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის  ანიჭებს მაუწყებლობის    განხორციელების    ვადით.    მაუწყებელი    (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და   საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი)   რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს.

კომისიის  2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“  71  მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მაუწყებელს (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი   მაუწყებლის   აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი), რომელსაც დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ესაჭიროება რადიოსიხშირული სპექტრი, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2021 წლის 16 დეკემბრის № 21-10-2284 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „რადიო პალიტრას, შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირე სამსახურებრივ ბარათში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2021 წლის 16 დეკემბრის № 21-10-2284 სამსახურებრივი ბარათში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (2021 წლის 17 დეკემბრის № 21-10-2302 სამსახურებრივი ბარათი) გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც 2022 წლის პირველი იანვრიდან სიხშირული რესურსის ხუთი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 1,342.67 ლარი.

აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (01.01.22-დან) 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 383.62 ლარს;

მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 383.62 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 191.81 ლარს;

მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 191.81 ლარს; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 191.81 ლარს;

ამავე დადგენილების 71  მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის  ჩათვლით  პერიოდზე,  გადახდა  ხორციელდება  წინასწარ,  ხოლო  ყოველი  შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ   2021 წლის 15 დეკემბერს შპს „რადიო პალიტრას“   გაეგზავნა წერილი № გ-21-03/3588, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (01.01.22-დან) 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე და შეადგენს 383.62 ლარს. წერილის თანახმად, კომპანიას თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2021 წლის 27 დეკემბრამდე. შპს „რადიო პალიტრამ“ 2021 წლის 21 დეკემბერს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 383.62 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს „რადიო პალიტრის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „რადიო პალიტრისთვის“ არაკომერციული დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირით სარგებლობის უფლების მინიჭება ხუთი წლის ვადით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის  გამართვის  დებულების“ 71 მუხლის  პირველი  და  მე-4  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  მიენიჭოს შპს „რადიო პალიტრას“ რადიოსიხშირული   სპექტრით   სარგებლობის   უფლება № F2657, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით (გადამცემის სიმძლავრე, არა უმეტეს - 1ვტ), შემდეგი ტექნიკური პირობებით:

 

პუნქტი A

 

კოორდინატები

 

პუნქტი B

 

კოორდიტები

 

ზოლის სიგანე (მჰც)

 

A Tx

(მჰც)

 
 

 

სტუდია

 

41°43'30.8"N

 

მთაწმინდის

 

41°41'44.4"N

 

10168

 

28

 

(იოსებიძის ქ. 49)

44°46'22.9"E

სატელევიზიო ანძა

44°47'05.8"E

 


2.   შპს   „რადიო   პალიტრის“       მიერ   წინამდებარე   გადაწყვეტილების   პირველი  პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ წერტილებს შორის მონაკვეთებზე (სტუდია (იოსებიძის ქ. 49) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა) სიგნალის გადასაცემად;

3. განესაზღვროს შპს „რადიო პალიტრას“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური -1,342.67 (ათას სამას ორმოცდაორი ლარი და 67 თეთრი) ლარის ოდენობით;

4. უზრუნველყოს შპს „რადიო პალიტრამ“ ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 1,342.67 (ათას სამას ორმოცდაორი ლარი და 67 თეთრი) ლარის დარჩენილი ნაწილის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;

ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;

მიმღების ბანკი - სს თიბისი ბანკი;

მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;

დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.

მეორე კალენდარული წლის საფასური 383.62 ლარი - 2023 წლის 20 იანვრამდე; მესამე კალენდარული წლის საფასური 191.81 ლარი - 2024 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 191.81 ლარი - 2025 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 191.81 ლარი - 2026 წლის 20 იანვრამდე.

5. შპს „რადიო პალიტრის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „რადიო პალიტრასთვის“ სიხშირის  მინიჭების       საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

7. დაევალოს შპს „რადიო პალიტრას“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული  ინფორმაციის  ელექტრონული  წესით  ასახვა  (ვებ  მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

9. დაევალოს სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) შპს „რადიო პალიტრასთვის“ მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

10. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „რადიო პალიტრასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

11. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

12.  გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „რადიო პალიტრასთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტებისა) კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები