შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ №N40 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების, კომისიის 2011 წლის 15 ივლისის №357/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების და შპს „კავკასიის ციფრული ქსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-15 / 332

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2021 16:08

მიღების თარიღი ივნისი 10, 2021

შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ №N40 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების, კომისიის  2011 წლის 15 ივლისის №357/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების და შპს „კავკასიის ციფრული ქსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/2457, 03.06.2021) და მოითხოვა №N40 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება და ასევე ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის   ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას არათანმიმდევრული ბლოკისგან შემდგარ 1000 სააბონენტო ნომერზე (255XXXX) №N40 ლიცენზიის მოქმედების ვადით (2021 წლის 20 ივლისამდე). შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ კომისიაში   წარმოდგენილი განცხადებით ითხოვს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას არა 1000 არათანმიმდევრულ ბლოკზე არამედ იგივე ბლოკებში შემავალ 10000 თანმიმდევრულ სააბონენტო ნომერზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი  დაშვების  (სადენიანი)  ქსელითა  და/ან (სადენიანი)  ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3.  ძირითადი    საკომუტაციო    ქსელის    შესაბამისი    ელემენტებითა    და    საშუალებებით უზრუნველყოფა:

არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.4  მაგისტრალური   საკომუნიკაციო   ციფრული   სისტემის   სახაზო   (სადენიანი)   გატარების საშუალებებით და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

ოპტიკურ-ბოჭკოვანი   მაგისტრალური   სახაზო   საშუალებების   ფუნქციური   რესურსებითა   და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი   მაგისტრალური   საკომუნიკაციო   ციფრული   სისტემების   ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

სპილენძის  წყვილების  მაგისტრალური    სახაზო  საშუალებების  ფუნქციური  რესურსებითა  და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.7   ელექტრონული   საკომუნიკაციო   ქსელის   ელემენტების   გაფართოებული   რესურსებით უზრუნველყოფა:

ელექტრონული   პაკეტური   საკომუნიკაციო   ქსელების   საოპერაციო   პროგრამული   მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის  გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის   (IP   TV,   IP ტელეფონია)  ფუნქციური   რესურსებითა   და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.S.1  თანამგზავრული  საკომუნიკაციო  ქსელის  შესაბამისი  ელემენტებითა  და  საშუალებებით უზრუნველყოფა:

თანამგზავრული   საკომუნიკაციო  სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1.  ფიქსირებული  საკომუნიკაციო  სისტემის  აბონენტების   სატელეფონო   ხმოვანი  კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

WiFi;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-19  მუხლის  მე-3 პუნქტის  შესაბამისად,  პირებს,  რომლებზედაც  2012  წლის  1  თებერვლამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”   საქართველოს კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, უფლება აქვთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე  მიმართონ  კომისიას  მათ სარგებლობაში  არსებულ ნუმერაციის  რესურსზე უფლების მინიჭების მოთხოვნით. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება ხორციელდება - გეოგრაფიული ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; ნუმერაციის

რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ  ბლოკზე;ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და  ამ ქსელების აბონენტების  ტერმინალური     მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე;

კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა      კომისიის     2012   წლის   21   თებერვლის   №2   დადგენილებით   დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და რესურსით სარგებლობის საფასურის - 1000 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი. შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ დაცულია აგრეთვე კომისიის 2012 წლის 21  თებერვლის  №2  დადგენილებით  დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა  განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს  შპს  „კავკასიის  ციფრული  ქსელის“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  №N40 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2011 წლის 15 ივლისის №357/6 გადაწყვეტილება;

2.  მიენიჭოს შპს  „კავკასიის  ციფრული  ქსელს“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  №  N583 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა)   ნუმერაციის    რესურსი: 322550000-322559999, 10000 (ათი    ათასი)    სააბონენტო    ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ  ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2021 წლის 10 ივნისიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4.  ეცნობოს შპს „კავკასიის ციფრული ქსელს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასიის ციფრული ქსელისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „კავკასიის ციფრული ქსელისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე              წევრი

ეკატერინე იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები