წვდომის მენიუ

შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ნირაკოს“ შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-16 / 239

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2021 17:01

მიღების თარიღი აპრილი 15, 2021

შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ნირაკოს“ შორის დავის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ 2021 წლის 16 მარტს, შპს „ნირაკომ“ საჩივრებით (კომისიაში რეგისტრაციის: 16.03.2021; Nშ-20-6/1241 და 16.03.2021; Nშ-20-6/1242) მომართა კომისიას შპს „ახტელის“ და შპს „ახალი ქსელების“ წინააღმდეგ. ვინაიდან, ზემოაღნიშნული საჩივრების ავტორი ერთი და იგივე იურიდიული  პირია,  შპს  „ნირაკო“,  მოწინააღმდეგე  მხარეები  კი  შპს  „ახტელი“  და  შპს „ახალი ქსელები“ აფილირებული იურიდიული პირები არიან და აღნიშნულ კომპანიებს კომისიაში წარმოადგენენ ერთი და იგივე პირები, საჩივრების დავის საგანი, ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნები არის იდენტური, საქმის სრულყოფილად შესწავლისა და დავების სწრაფად განხილვის მიზნით, კომისიის 2021 წლის 25 მარტის N გ-21-16/202 გადაწყვეტილებით ერთ ადმინისტრაციულ წარმოებად გაერთიანდა ზემოაღნიშნული საჩივრების განხილვა.

საჩივარში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 25 თებერვალს შპს „ნირაკომ“ წერილობით მიმართა შპს „ახტელს“ და შპს „ახალ ქსელებს“ და მოითხოვა გაფართოებული ურთიერთჩართვის მიზნით შპს „ახტელის“ და შპს „ახალი ქსელების“ შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვება 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად, რომლის მიღებაც კომპანიებმა იმავე თარიღზე დაადასტურეს. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ნირაკოს“ 2021 წლის 25 თებერვლის წერილზე შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ არ მომხდარა შპს „ნირაკოსთვის“ საპასუხო წერილის გაგზავნა, შპს „ნირაკომ“ კვლავ მიმართა კომპანიებს 2021 წლის 10 მარტს წერილით და დაუნიშნა კომპანიებს 2 სამუშაო დღე, რა ვადაშიც შპს „ახტელს“  და  შპს  „ახალ  ქსელებს“  უნდა დაედასტურებინათ  შესაბამისი  პასუხი  შპს „ნირაკოსთვის“ და აგრეთვე გადაედგათ შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები ურთიერთჩართვის უზრუნველსაყოფად. შპს „ნირაკომ“ კომპანიებს მოცემული წერილი ასევე გაუგზავნა 2021 წლის 11 მარტს ფოსტის საშუალებით.

საჩივარში აღნიშნულია, რომ მიუხედავად შპს „ნირაკოს“ მიერ შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელისათვის“ გაგზავნილი 2021 წლის 25 თებერვლისა და 10 მარტის წერილებისა, კომპანიების მიერ დღემდე არ ხდება შპს „ნირაკოსთვის“ შესაბამისი პასუხის დაბრუნება და მათი მხრიდან ურთერთჩართვისათვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. შპს „ნირაკო“ საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს საერთო სარგებლობის საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვება ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. შპს ,,ნირაკო“ საჩივარში აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის №608/9 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ გაფართოებული ურთიერთჩართვა ისევე, როგორც ხმოვანი   ურთიერთჩართვა, კანონით დადგენილი ვალდებულებაა, რომელიც ინტერნეტ პროვაიდერებმა უნდა უზრუნველყონ ერთმანეთისთვის კანონის მე-3 პუნქტის შესაბამისად.    კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ცხადყოფს, რომ ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის უფლება გაფართოებული ურთერთჩართვის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ არის დაუცველი და მოცემული    პუნქტი    სწორედ    მისი    დაცვის    სამართლებრივი    ბერკეტია,  კერძოდ,

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული  დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. კომისია აგრეთვე 2020 წლის 3 დეკემბრის Nგ-20-16/893 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, ურთიერთჩართვის მთავარი მიზანი არის ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის  ოპერატორის  მომსახურებით,  ხოლო  ეს  დაკავშირება  უნდა  განხორციელდეს ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული  ურთიერთდაშვებით.  ამდენად, ურთიერთჩართვა კანონმდებლის მიერ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით შექმნილი სიკეთეა, რომელიც ყველა ავტორიზებული  პირისთვის უნდა იყოს შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული. შპს ,,ნირაკო“ საჩივარში აღნიშნავს, რომ კომისიის ამავე გადაწყვეტილებით კომისიამ ერთხელ უკვე დაადგინა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ ურთერთჩართვის ვალდებულების დარღვევის ფაქტი, თუმცა აღნიშნული პრეცედენტის მიუხედავად, შპს „ახტელი“ და შპს „ახალი ქსელები“ დღემდე განაგრძნობენ მსურველი ავტორიზებული პირებისათვის გაფართოებული ურთერთჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევას. კერძოდ, საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ნირაკომ“ შპს „ახალი ქსელებს“ და შპს „ახტელს“, უკვე ორჯერ, 2021 წლის 25 თებერვლისა და 10 მარტის წერილებით მიმართა, გაფართოებული ურთერთჩართვის მოთხოვნით, თუმცა კომპანიების მხრიდან არცერთ წერილს დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია და მათი მხრიდან არ გადადგმულა ურთერთჩართვისათვის საჭირო ქმედითი ნაბიჯები. აღნიშნული ადასტურებს შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მხრიდან შპს „ნირაკოსთვის“ გაფართთოებულ ურთერთჩართვაზე გაცხადებულ უარს, რითაც კომპანიები უგულვებელყოფენ აბონენტების ინტერესებს, რომლის ეფექტური დაცვისთვის შექმნილ სიკეთესაც წარმოადგენს ურთერთჩართვა და შედეგად არღვევენ ,,ელექტრონული კომუნკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა   და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას.

შპს ,,ნირაკო“ საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკური და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირება, ხოლო ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურენციის რეგულირების მიზნებისთვის კომისიის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა.

ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   შპს   ,,ნირაკო“   ითხოვს:   1.   დაეკისროს შპს ,,ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შპს ,,ნირაკოსთვის“ გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევისთვის, რაც გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით. 2. დაევალოს შპს ,,ახალ  ქსელებს“  და შპს  „ახტელს“  გაფართოებული  ურთიერთჩართვის  მიზნით  შპს ,,ნირაკოს“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაშვება საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან 10 გბ/წმ   გამტარიანობის  არხით,   დანახარჯებზე  ორიენტირებული  ტარიფებით, შეუზღუდავად   და არადისკრიმინაციულად და აღნიშნულთან დაკავშირებით შპს ,,ნირაკოსთან“ შესაბამისი ხელშეკრულების დადება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ნირაკოს“ და შპს ,,ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“  შორის დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2021 წლის  25 მარტს, რის შესახებ შეტყობინებით ეცნობათ მხარეებს. შეტყობინებით, მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვნის უფლება. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2021 წლის 25 მარტის N გ-21-16/202 გადაწყვეტილებით შპს ,,ნირაკოს“ საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დავის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 8 აპრილს. აღნიშნულის თაობაზე მხარეები გაფრთხილდნენ კანონით დადგენილი წესით, 2021 წლის 25 მარტის კომისიის სხდომაზე.

2021 წლის 30 მარტს, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ წარმოდგენილ იქნა წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1515) შპს „ნირაკოს“ საჩივართან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა საჩივრის ავტორის რეალურ დაინტერესებას მოთხოვნილი მომსახურების მიღებაზე და ცალსახაა, რომ შპს „ნირაკოს“ პრაქტიკული დაინტერესება ურთერთჩართვის მომსახურების მიღებაზე არ გააჩნია. მოსამზადებელ სხდომაზე პოზიციის სათანდოდ წარმოჩენის შემთხვევაში, ცალსახად დადგინდებოდა, რომ კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, შპს „ნირაკო“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორეზებულ პირს, თუმცა კომისიის მოანაცემებით დასტურდება, რომ მას არ ჰყოლია/არ ჰყავს საკუთარი აბონენეტები, არ ეწეევა ავტორიზებად საქმიანობას და ურთერთჩართვა არ ემსახურება მომხმარებლების დაკავშირებას მომსახურების მიღების მიზნით.  წერილობით  პოზიციაში  ასევე  აღნიშნულია,  რომ  უდაოდ დასტურდება  შპს „ნირაკოს“ და შპს „სერვისბოქსის“, აგრეთვე შპს „მალტისოფტის კავშირი, მათი შეთანხმებული მოქმედება, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება თავისუფალი კონკურენციის განმაპირობებელ და ხელშემწყობ საკანონმდებლო რეგულაციებს და მავნე, უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე. ხსენებული კომპანიების ქმედება არამხოლოდ არსებითად უარყოფითად მოქმედებს მათ სამეწარმეო საქმიანობაზე, არამედ ქმნის მეტად საშიში პრაქტიკის დამკვირდების შესაძლებლობას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება კონკურენტუნარაინი გარემოსა და თავისუფალი კონკურენციის განვითარებაზე. ურთერთჩართვის მომსახურება ოპერატორებს შორის ქსელების ურთერთჩართვას მოიცავს, რომლის მიზანია ქსელში არსებული ინფორმაციის გაცვლა ლოკალური ინტერნეტის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ნირაკოს“ არ ჰყავს აბონენტები, არ გააჩნია პროდუქტი, შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიღებისა და მისი შემდგომი გამოყენების პრაქტიკურლი საჭიროება მას არ გააჩნია. წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე, რომელიც მიღებულ იქნა შპს „ახტელის“ და შპს „ახალი ქსელების“ მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც სასამართლოში გასაჩივრდა კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის Nგ-20-16/893 გადაწყვეტილება, რომლის მოქმედება შეჩერდა სასამართლოს განჩნებით. ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები, სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია განსახილველ დავის გარემოებებისთვის, მიიჩნევა, რომ დაუშვებელია სასამართლო გადაწვეტილების მიღებამდე არსებითად განხილულ იქნას შპს „ნირაკოს“ საჩივარი. აღნიშნულიდან  გამომდინარე,  წერილობით  პოზიციაში  აღნიშნულია,  რომ  დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების წესები არსებითად, მოსამზადებელი სხდომა არ ჩატარდა კანონით დადგენილი წესით, რაც არ აძლევს კომპანიებს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ ეტაპზე, კერძოდ, საკითხის არსებით განხილვაში.

2021 წლის 8 აპრილს შპს „ნირაკოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1643) შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წერილობით პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, შპს „ნირაკო“ ეთანხმება შპს „ახალი ქსელებს“ და შპს „ახტელს“ რომ კომპანიას ამჟამად არ ჰყავს აბონენტები, თუმცა მოცემული გარემობა ვერ გახდება ურთერთჩართვაზე უარის თქმის ლეგიტიმური საფუძველი. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ავტორიზებულ პირს ანიჭებს უფლებას მოსთხოვოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება. მოცემული მუხლით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის უფლებამოსილების გამოყენებაზე კანონი არ აწესებს შემზღუდველ წინაპირობებს, მაგალითად, რაზეც მიუთითებს მოპასუხე მხარე. კანონი იმპერატიულად არ ითხოვს ურთერთჩართვაზე მსურველი ავტორიზებული პირისაგან, რომ მან წერილობით თუ სხვა ფორმით დაასაბუთოს ურთერთჩართვის კანონიერი ინტერესი, რათა შეძლოს მოცემული სიკეთით სარგებლობა. ხოლო ამ უფლებით ეფექტურად სარგებლობისთვის კანონი არ შემოიფარგლება ავტორიზებული პირისთვის მხოლოდ მისი მინიჭებით, არამედ განსაზღვრას მეორე ავტორიზებული პირის ვალდებულებას, რომ მისთვის ურთერთჩართვის სურვილით მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყოს მსურველი ავტორიზებული პირისთვის საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახაჯებზე ორინეტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით ურთეთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „ნირაკო“ აქტიურად გეგმავს თავის ავტორიზაციაში შემავალი საქმიანობით ოპერირებას, მათ შორის კონტენტ პროვაიდერების აყვანას, მათთან შესაბამის ხელშკერულებების გაფორმებას და შესაბამისად, აბონენტების მოზიდვასაც. სწორედ ეს წარმოადგენს კომპანიის ინტერესს სხვა ავტორიზებულ პირთან გაფართოებულ ურთერთჩართვაზე და სწორედ ამ საფუძვლით მიმართეს შპს „ახტელს“ და შპს „ახალ ქსელებს“ შპს „ნირაკოსთან“ ურთერჩართვის ხელშკერულების დადებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზებულ პირს არ ევალება განუმარტოს ელექტორნული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს თუ რა მიზნით სურს მას ურთერთჩართვა, ზემოაღნიშნული საფუძვლით ნათლად იკვეთება, რომ შპს „ნირაკოს“ აქვს სრული უფლება მოსთხოვოს შპს „ახტელს“ და შპს „ახალ ქსელებს“ ურთერთჩართვის მიწოდება. ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად შპს „ნირაკოს“, შპს „მალტისოფტსა“ და შპს „სერვისბოქსს“ შორის  შესაძლო  ურთერთკავშირისა,  სამივე  კომპანია წარმოადგენს  ინდივდუალურად ავტორიზებულ პირს და მათ ურთერთჩართვის რესურსი, როგორც ტექნიკურად, ისე სამართლებრივად მიეწოდება ინდივიდუალურად. ის ფაქტი, რომ მოცემული კომპანიების მიერ მოხდა მიმართვა ურთერთჩართვის მოთხოვნით შპს „ახტელის“ და შპს „ახალ ქსელების“ მიმართ, ეს არ შეიძლება აღქმული იქნეს როგორც მიზანმიმართული ხელშეშლა შპს „ახტელის“ და შპს „ახალ ქსელების“ საქმიანობისათვის, რადგან თავად აღნიშნულ მოთხოვნას თავისი სამართლებრივი ბუნებიდან და მიზნიდან გამომდინარე ვერ ექნება არამართლზომიერი  ხასიათი.  ახსნა-განმარტებაში  ასევე  აღნიშნულია,  რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ახტელს“ და შპს „ახალ ქსელებს“ დაევალათ შპს „მალტისოფტის“ ურთერთჩართვით უზრუნველყოფა და მასთან შესაბამისი ხელშკერულების გაფორმება. შესაბამისად, ხსენებულ დავაში შპს „ახტელი“ და შპს „ახალ ქსელები“ შპს „მალტისოფტისათვის“ ურთერთჩართვაზე უარის თქმის სხვა საფუძველს უთითებენ, ხოლო შპს „ნირაკოს“ საჩივართან დაკავშირებულ პოზიციაში უარის თქმის მიზეზად არა იგივე საფუძველს, არამედ იმ გარემოებას ასახელებენ, რომ შპს „ნირაკო“ ვერ ასაბუთებს ურთერთჩართვის მიზანს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს შპს „ნირაკოსთვის“ ურთერთჩართვაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს შპს „ნირაკოს“ საჩივრებში მითითებულ გარემოებებისა და დაყენებული მოთხოვნების მიზანშეწონილობას.

კომისიის 2021 წლის 8 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „ნირაკოს“ წარმომადგენელი გ. სანებლიძე. სხდომას საკუთარი გადაწყვეტილებით არ ესწრებოდა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელი, რაც ასევე დაფიქსირებულ იქნა კომპანიების მიერ 2021 წლის 30 მარტს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1515) წარმოდგენილ წერილობით პოზიციაში. შპს „ნირაკოს“ წარმომადგენელმა გ. სანებლიძემ აღნიშნა, რომ ეთანხმება წერილობით პოზიციაში დაფიქსირებულ ახსნა-განმარტებას და დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან პასუხის გაუცემლბით შპს „ნირაკოს“ მოთხოვნაზე, მათთვის უკვე არის გაცხადებული უარი ურთიერთჩართვაზე. რაც შეეხება მხარის პოზიციას, რომ შპს „ნირაკოს“ არ ჰყავს აბონენტები და აქედან გამომდინარე, მხარემ ვერ დაინახა შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „ახტელთან“ შპს „ნირაკოს“ ურთიერთჩართვის კანონიერი მიზანი, მიაჩნია, რომ არ არის აუცილებელი ამ ეტაპზე კომპანიას ესახებოდეს აბონენტები. კომპანია გეგმავს აქტიურად შეუდგეს ავტორიზებულ საქმიანობას და არიან შესაბამისი რესურსის მოძიების პროცესში, მათ შორის უნდა დადონ ხელშეკრულებები და ავტორიზებული საქმიანობა უნდა უზრუნველყონ ურთიერთჩართვის რესურსით. ამ ნაწილში შპს „ნირაკო“ ვერ მიიღებს შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ პოზიციას, რომ მათი ინტერესი ურთიერთჩართვაზე არის დაუსაბუთებელი. მომხსენებელმა სხდომაზე წარმოადგინა შპს „ნირაკოს“ პოზიცია და თხოვნით მიმართავს კომისიას, გაითვალისწინოს იგი შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ პოზიციის მიმართ შპს „ნირაკოს“ არგუმენტად.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან სხდომას არ ესწრებოდა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელი, საკითხის განხილვა გადაიდო ერთი კვირით, 2021 წლის 15 აპრილს, 15:00 საათზე, რის შესახებაც სხდომაზე გაფრთხილდა შპს „ნირაკოს“ წარმომადგენელი, ხოლო შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ 2021 წლის 15 აპრილის სხდომის შესახებ ეცნობათ წერილობითი შეტყობინებით.

კომისიის 2021 წლის 15 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ნირაკოს“ წარმომადგენელი გ. სანებლიძე და შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელი ხ. ინჯია. გ. სანებლიძემ აღნიშნა, რომ მომხსენებლის მიერ ამომწურავად იქნა ჩამოაყალიბებული შპს „ნირაკოს“ პოზიცია და პრეტენზია, რაც გააჩნია კომპანიას ამ საჩივრიდან გამომდინარე და მოპასუხე მხარის მიერ პოზიციის დაფიქსირების შემდეგომ უპასუხებს მის არგუმენტებს, თუ ამის შესაძლებლობა ექნება. ხ. ინჯიამ აღნიშნა, რომ არ ერთვებიან განხილვის ახსნა- განმარტების ეტაპზე, აკეთებენ მხოლოდ განცხადებას საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით. ყველა წარმოება რამდენიმე ეტაპისგან შედგება და ერთი ეტაპის შეუსრულებლობა გამორიცხავს შემდეგ ეტაპზე გადასვლას. კერძოდ: პირველი ეტაპია განცხადების წარმოებაში მიღება და წარმოების დაწყება; შემდეგია მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც წარმოებაში მიღებული განცხადების დასაბუთებულობა მოწმდება და წყდება განცხადების დასაშვებობის საკითხი; მოსამზადებელ სხდომაზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად კომისია ისმენს მხარეთა მოსაზრებებს, შუამდგომლობებს, საპასუხო მოთხოვნის (აუცილებლობის შემთხვევაში) დაყენებას და საქმის იმდაგვარად მომზადებას, რომ შესაძლებელი გახდეს საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე - მთავარ სხდომაზე გადასვლა. ეს ის პროცესუალური ნორმებია, რომელიც მხარეს აძლევს საშუალებას სამართლებრივად დაიცვას საკუთარი უფლებები. მოსამზადებელ სხდომაზე ბატონი სხდომის თავმჯდომარის მიერ მისთვის გადაცემული სიტყვა მას შეაწყვეტინეს, რის შემდეგაც კომისიის სხდომაზე იხილებოდა საკითხი, რომ მისი (ხ. ინჯიას) მოსაზრება უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მხოლოდ კომისიის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხების განხილვის შესახებ. მოსამზადებელ სხდომაზე შუამდგომლობების დაყენების შესაძლებლობა საერთოდ არ მიეცა. რა იქნებოდა შუამდგომლობის შინაარსი და რამდენნაირი იქნებოდა შუამდგომლობა, ეს ცნობილი გახდებოდა კომისიისთვის და იმსჯელებდა, რამდენად დასაბუთებულია შუამდგომლობა. კომისიას, ასევე, არ უმსჯელია და არც საშუალება მიეცა მას, დაეყენებინა შეგებებული მოთხოვნა. კერძოდ, ჰქონდა თუ არა რამდენიმე ავტორიზებული პირის შეთანხმებულ მოქმედებას ადგილი, რომელიც კონკურენტული გარემოს ხელშემშლელ პირობას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ უარს აცხადებს წარმოდგენილი საკითხის განხილვის მთავარ სხდომაში მონაწილეობაზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მოსამზადებელი სხდომა არასათანადოდ ჩატარდა, არ მიეცათ საპროცესო უფლებების სრულყოფილად რეალიზების შესაძლებლობა.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.   შპს  „ნირაკოს“  საჩივარი  (კომისიაში  რეგისტრაციის:  16.03.2021;  Nშ-20-6/1241)  შპს „ახტელის“ წინააღმდეგ თანდართული დოკუმენტაციით.

2.   შპს  „ნირაკოს“  საჩივარი  (კომისიაში  რეგისტრაციის:  16.03.2021;  Nშ-20-6/1242)  შპს „ახალი ქსელების“  წინააღმდეგ თანდართული დოკუმენტაციით.

3.   2021 წლის 30 მარტს, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ წარმოდგენილი წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1515).

4.   2021 წლის 8 აპრილს შპს „ნირაკოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1643).

5.   შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 15 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

6. კომისიის სხდომებზე შპს „ნირაკოს“, შპს „ახტელის“ და შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლების განმარტებები გაკეთებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამართულ კომისიის სხდომებზე.

7. შპს „ნირაკოს“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან.

8.   შპს „ახტელის“ და შპს „ახალი ქსელების“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს „ახტელი“ და შპს „ახალი ქსელები“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და ავტორიზაცია გავლილი აქვთ სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და  სიმძლავრეებით     უზრუნველყოფაზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი  ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი     (სააბონენტო)     დაშვების     ქსელის     ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე და ა.შ.

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

2.   შპს „ნირაკოს“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი:08/02/2021) და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე; ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე; ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურებასა და ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურებაზე.

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

3.  2021 წლის 25 თებერვალს შპს „ნირაკომ“ წერილობით მიმართა შპს „ახტელს“ და მოითხოვა გაფართოებული ურთიერთჩართვის მიზნით შპს „ახტელის“ შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვება 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად, რომლის მიღებაც კომპანიამ იმავე თარიღზე დაადასტურა. შპს „ნირაკოს“ 2021 წლის 25 თებერვლის წერილზე შპს „ახტელის“ მიერ არ მომხდარა შპს „ნირაკოსთვის“ საპასუხო წერილის გაგზავნა. შპს „ნირაკომ“ კვლავ მიმართა კომპანიას 2021 წლის 10 მარტს წერილით და დაუნიშნა 2 სამუშაო დღე, რა ვადაშიც შპს „ახტელს“ უნდა დაედასტურებინა შესაბამისი პასუხი შპს „ნირაკოსთვის“ და აგრეთვე გადაედგა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები ურთიერთჩართვის უზრუნველსაყოფად. შპს „ნირაკომ“ კომპანიას მოცემული წერილი ასევე გაუგზავნა 2021 წლის 11 მარტს ფოსტის საშუალებით.

მტკიცებულება:  შპს  „ნირაკოს“  საჩივარი  (კომისიაში  რეგისტრაციის:  16.03.2021;  Nშ-20-6/1241)    თანდართული    მასალით;    კომისიის    სხდომებზე    წარმომადგენლის  მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები.

4.   2021 წლის 25 თებერვალს შპს „ნირაკომ“ წერილობით მიმართა შპს „ახალ ქსელებს“ და მოითხოვა გაფართოებული ურთიერთჩართვის მიზნით შპს „ახალი ქსელების“ შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვება 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად, რომლის მიღებაც კომპანიამ იმავე თარიღზე დაადასტურა. შპს „ნირაკოს“ 2021 წლის 25 თებერვლის წერილზე შპს „ახალი ქსელების“ მიერ არ მომხდარა შპს „ნირაკოსთვის“ საპასუხო წერილის გაგზავნა, შპს „ნირაკომ“ კვლავ მიმართა კომპანიას 2021 წლის 10 მარტს წერილით და დაუნიშნა 2 სამუშაო დღე, რა ვადაშიც შპს „ახალ ქსელებს“ უნდა დაედასტურებინათ     შესაბამისი     პასუხი     შპს     „ნირაკოსთვის“ და აგრეთვე გადაედგათშესაბამისი ქმედითი ნაბიჯები ურთიერთჩართვის უზრუნველსაყოფად. შპს „ნირაკომ“ კომპანიას მოცემული წერილი ასევე გაუგზავნა 2021 წლის 11 მარტს ფოსტის საშუალებით.

მტკიცებულება:  შპს  „ნირაკოს“  საჩივარი  (კომისიაში  რეგისტრაციის:  16.03.2021;  Nშ-20-6/1242 თანდართული მასალით.

5.   შპს „ნირაკოს“ ამჟამად არ ჰყავს აბონენტები.

მტკიცებულება: 2021 წლის 8 აპრილს, შპს „ნირაკოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ახსნა- განმარტება  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-21-6/1643);  შპს  „ახალი  ქსელების“  და  შპს „ახტელის“ წერილობით პოზიციასთან დაკავშირებით; შპს „ნირაკოს“ შესახებ კომისიაში არსებული მონაცემები.

6.   შპს    „ახტელს“    და    შპს    „ახალ    ქსელებს“    ბოლო    ერთი    წლის    განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაეკისრათ პასუხისმგებლობის სახით წერილობითი გაფრთხილება იდენტური დარღვევის, ურთიერთჩართვის მიწოდებაზე უარის თქმის გამო და დაევალათ ურთიერთჩართვა.

მტკიცებულება: შპს „მალტისოფტსა“ და შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „სისტემ ნეტს“ შორის დავის განხილვის შესახებ კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის N გ-20-16/893; 03/12/2020 გადაწყვტილება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის Nგ-20-16/893 გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერებულია.

მტკიცებულება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 თებერვლის განჩინება (საქმე N3/8328-20 (330310020004232872).

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი არის ავტორიზებული პირი,  რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას, ასევე მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; ამავე მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ერთიანი სისტემა, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებლისთვის საზოგადოებისათვის შეუზღუდავად ხელმისაწვდომი, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ29“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,    ურთიერთჩართვა    არის    ელექტრონული    საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური  და ლოგიკური  კავშირი,  რომელსაც  იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელსშესაძლებლობა      მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და   ისარგებლოს   სხვა   ელექტრონული   საკომუნიკაციო   ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების  შესაბამის    ელემენტებთან შეუზღუდავი,   სავალდებულო   და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად,     დაშვების     ან/და     ურთიერთჩართვის     მსურველი     არის ავტორიზებული პირი,   რომელიც    ელექტრონული  საკომუნიკაციო    ქსელის ოპერატორისაგან მოითხოვს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და   თავისუფალ   სიმძლავრეებთან   დაშვებას   და/ან   ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი განმარტებულია, როგორც ელექტრონული    საკომუნიკაციო  ქსელის  ოპერატორი, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, ან ამ   ქსელებითა და   საშუალებებით  განხორციელებულ  (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ოპერატორის დაშვება ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაშვება არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:

რ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის საკუთარი ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის     შესაბამისი     ელემენტებითა  და     ტექნიკური     საშუალებებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ბ) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებითა და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებითა და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.გ) თანალოკაციის ფართობით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.დ) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით) სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ე) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ზ) ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.თ)ელექტრონული    საკომუნიკაციო ქსელის  სხვა  შესაბამისი   ელემენტების ფუნქციონალური  რესურსებითა  და  სიმძლავრეებით ან საკომუნიკაციო  მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ15“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირდაპირი დაშვება არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის უშუალოდ დაშვება.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   არაპირდაპირი დაშვება არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან, ან მათი გამოყენებით განხორციელებულ (ან განხორციელებად)    ელექტრონული    საკომუნიკაციო  მომსახურების სახეებთან მომხმარებლის ან მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება სხვა ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორის ქსელების გავლით.

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი უფლებამოსილია საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება, ბ) ქვეპუნქტის თანახმად, თავისი საქმიანობისას, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს ამოწურვადი რესურსით და დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები.

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება.

10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,  ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელის  ოპერატორმა,  რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის     ელემენტებთან     დანახარჯებზე     ორიენტირებული     ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების    სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

კომისია განმარტავს, რომ მოსამზადებელი სხდომის, 2021 წლის 25 მარტის შემდგომ, 2021 წლის 30 მარტს წარმოდგენილ იქნა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ შპს „ნირაკოს“ საჩივართან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია, შესაბამისად, აღნიშნული პოზიცია განხილულ იქნა როგორც შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ პოზიცია უკვე   კომისიის    მთავარ    სხდომაზე.    რაც    შეეხება შუამდგომლობების დაყენების შესაძლებლობას  მოსამზადებელ  სხდომაზე,  კომისია  განმარტავს,  რომ როგორც  შპს „ნირაკოს“, ასევე შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება დაეყენებინათ შუამდგომლობები სურვილის შემთხევაში, თუმცა მხარეთა მიერ არ დაყენებულა შუამდგომლობა. შესაბამისად, შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელს   ჰქონდა შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში შუამდგომლობების დაყენების, თუმცა მას არ დაუყენებიათ არცერთი შუამდგომლობა. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელი საუბრობდა საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე განსახილველ საკითხებზე. კერძოდ, წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ საჩივრით სათანადოდ არ არის დასაბუთებული მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. კანონმდებლობის თანახმად, კომისია მოსამზადებელ სხდომაზე მსჯელობს საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და არ განიხილავს საჩივრის  დასაბუთებულობასთან  დაკავშირებულ  საკითხებს.  შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელს მიცეა მითითება, რომ მისი ახსნა-განმარტება უნდა ყოფილიყო მოსამზადებელი სხდომის ფორმატში (იხ. კომისიის 2021 წლის 25 მარტის N გ-21-16/202 გადაწყვეტილება). კომისია ასევე    აღნიშნავს,    რომ    მოსამზადებელ    სხდომაზე    კომისია    მსჯელობს,    საკითხის განსახილველად მიღების თაობაზე და შესაბამისად, მხარეებმაც ამ საკითხზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის №608/9 გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ „გაფართოებული ურთიერთჩართვა ისევე, როგორც ხმოვანი ურთიერთჩართვა, კანონით დადგენილი ვალდებულებაა. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით     სხვა     მსურველი     ოპერატორებისათვის ან ელექტრონული        საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება“.

კომისიამ  2020  წლის  3  დეკემბრის  №  გ-20-16/893  გადაწყვეტილებაში  ასევე განმარტა, რომ ,,გაფართოებული ურთიერთჩართვა არის პრაქტიკაში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც ეტიმოლოგიურ სათავეს იღებს „ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურებიდან“ და გულისხმობს ინტერნეტ პროვაიდერების ქსელების ურთიერთჩართვას. დღეს მოქმედი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ურთიერთჩართვას არ ყოფს ქვესახეებად და ტერმინ ურთიერთჩართვაში მოიაზრებს ნებისმიერი სახის ურთიერთჩართვას. ურთიერთჩართვის პირობებში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირის გზით ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელი უკავშირდება სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს ან/და სარგებლობს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით (მათ შორის წვდომა აქვს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო   ქსელის კონტენტთან), ამასთანავე, მიწოდების ხარისხი არის მაღალი. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის შემთხვევაში აბონენტების ერთმანეთთან დაკავშირება ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდება უნდა მოხდეს პირდაპირ, ლოკალურად“.

კომისიამ  2020  წლის  3  დეკემბრის  №  გ-20-16/893  გადაწყვეტილებაში  განმარტა,  რომ ,,საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, ურთიერთჩართვის მთავარი მიზანი არის ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, ხოლო ეს დაკავშირება უნდა განხორციელდეს ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით. ამდენად, ურთიერთჩართვა კანონმდებლის მიერ, უპირველესად, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით შექმნილი სიკეთეა, რომელიც ყველა ავტორიზებული პირისთვის უნდა იყოს შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული“.

კომისიამ  2020  წლის  3  დეკემბრის  №  გ-20-16/893  გადაწყვეტილებაში  განმარტა,  რომ ,,ტექნოლოგიების განვითარებასთან და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შესაძლებლობების გაფართოებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ინტერნეტ პროვაიდერების მომხმარებლებისა და სერვისების ერთმანეთთან დაკავშირება სხვადასხვა ლოკალური თუ გლობალური ქსელების/არხების გამოყენებით, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა არ ათავისუფლებს ინტერნეტ პროვაიდერებს,  მოთხოვნის  შემთხვევაში, შეუზღუდავი ურთიერთჩართვა განახორციელონ მსურველ ავტორიზებულ პირთან, რაც გულისხმობს ქსელებისა და მომხმარებლების მაღალსიჩქარიანი და მაღალხარისხიანი დაკავშირების შესაძლებლობას“.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი უფლებამოსილია საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანარხაჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით ურთიერთჩართვა. შესაბამისად, მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს დააკისროს დანარხაჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა. კომისია აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შესაძლებლობების გაფართოებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ინტერნეტ პროვაიდერების მომხმარებლებისა და სერვისების ერთმანეთთან დაკავშირება სხვადასხვა ლოკალური თუ გლობალური ქსელების/არხების გამოყენებით, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა არ ათავისუფლებს ინტერნეტ პროვაიდერებს, მოთხოვნის შემთხვევაში შეუზღუდავი ურთიერთჩართვა განახორციელონ მსურველ ავტორიზებულ პირთან, რაც გულისხმობს ქსელებისა და მომხმარებლების მაღალსიჩქარიანი და მაღალხარისხიანი დაკავშირების შესაძლებლობას. აღნიშნული შესაძლებლობა კი წინამდებარე დავის შემთხვევაში წარმოადგენს ურთიერთჩართვას 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით იმგვარად, რომ შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ აბონენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ და მიიღონ შპს „ნირაკოს“ მომსახურებები და პირიქით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის N608/9 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს №513/9 გადაწყვეტილება „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” და ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტი ცნობილი იქნა კონკურენციის წინასწარი რეგულირების საჭიროების არმქონე ქვესეგმენტად. კომისიამ 2014 წლის 30 ოქტომბრის N608/9 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განმარტა, რომ ,,ადეკვატურად უნდა მოხდეს გაფართოებული ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ყველა ურთიერთობის მოწესრიგება  შემდეგი  პრინციპების  გათვალისწინებით:  ა)  ინტერნეტ  პროვაიდერებს შორის უზრუნველყოფილი  უნდა იყოს      გაფართოებული  ურთიერთჩართვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; ბ) უნდა მოხდეს გაფართოებული ურთიერთჩართვის და ჰოსტინგის მომსახურების მიწოდების პირობების, აგრეთვე „კონტენტის მწარმოებლებსა” და ინტერნეტ პროვაიდერების ურთიერთობის ადეკვატურად მოწესრიგება. შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას საერთაშორისო გამოცდილება ანგარიშსწორების პრინციპების კუთხით; მხარეთა ინტერესები ურთიერთმისაღები და კანონიერი სახელშეკრულებო პირობებით უნდა დარეგულირდეს; გ) ინტერნეტ პროვაიდერმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ბოლო მომხმარებლის, ასევე კონტენტის მწარმოებლის მოთხოვნები ინტერნეტში განთავსებულ კონტენტთან შეუზღუდავი წვდომის, აგრეთვე ინტერნეტის ქსელთან შეუზღუდავი დაშვების შესახებ; მხარეთა შეთანხმებისა და შესაბამისი ანგარიშსწორების გათვალისწინებით; დ) მომსახურების ერთი სახიდან მიღებული შემოსავლებით არ უნდა ხდებოდეს სხვა მომსახურების ხარჯების  სუბსიდირება; ე) ავტორიზებული პირის მიერ გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფი უნდა დადგინდეს ქსელების მხოლოდ ტექნიკური შეერთებისათვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით; ვ) მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში კომისია განიხილავს დავას ინტერნეტ პროვაიდერებს შორის გაფართოებული ურთიერთჩართვის საკითხებზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”    საქართველოს    კანონის    შესაბამისად.    ზემოაღნიშნულიდან    გამომდინარე,

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანარხაჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით ურთიერთჩართვა კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის N608/9 გადაწყვეტილებაში მითითებული პრინციპების გათვალისწინებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ნირაკო“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელმაც ავტორიზაცია გაიარა 2021 წლის 8 თებერვალს და კომისიის ვებ გვერდზე ჯერ გამოქვეყნებული არ არის ინფორმაცია იმის შესახებ ჰყავს თუ არა აბონენტები შპს „ნირაკოს“, თუმცა ამ დრომდე არსებული მდგომარეობით და შპს „ნირაკოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიას ნამდვილად არ უფიქსირდება აბონენტები. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ შპს „ნირაკოსთან“ ურთიერთჩართვაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ შპს „ნირაკოს“ არ ჰყავს აბონენეტები, არ ეწევა ავტორიზებად საქმიანობას და არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი ურთიერთჩართვის განხორციელებისთვის, ვერ გახდება აღნიშნული ურთიერთჩართვის დამაბრკოლებელი გარემოება, ვინაიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლი მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება. ამასთან, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით ურთიერთჩართვა. ამასთანავე, კანონი არ განსაზღვრავს ურთიერთჩართვის მიწოდების დამატებით წინაპირობებს. ასევე არ არის განსაზღვრული ურთიერთჩართვის მსურველი პირისთვის ისეთი წინაპირობები, როგორიც არის, მაგალითად - აბონენტების/მომხმარებლების ყოლა. პირიქით, სწორედ იმისთვის, რომ ავტორიზებულმა პირმა აბონენტს შესთავაზოს სრულფასოვანი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, საჭიროა სწორედ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების გაფორმება სხვა შესაბამის ავტორიზებულ პირებთან.   აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ შპს „ნირაკოს“ ამ ეტაპზე არ ჰყავს აბონენტები ვერ იქნება დამაბრკოლებელი გარემოება ურთიერთჩართვის განხორციელებისთვის. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ავტორიზებულ პირს ანიჭებს უფლებას მოსთხოვოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება დამატებითი წინაპირობების და საკანონმდებლო მოთხოვნების გარეშე. ამასთან, ამავე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია მეორე ავტორიზებული პირის ვალდებულება, რომ მისთვის ურთიერთჩართვის სურვილით მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყოს მსურველი ავტორიზებული პირისთვის საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ სხვა არგუმენტი, რაც გამორიცხავდა კომპანიების მიერ ურთერთჩართვის განხორციელების ვალდებულების შესრულებას, გარდა შპს „ნირაკოს“ მიერ აბონენტების არყოლისა, წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კომპანიების, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ ურთერთჩართვაზე უარის თქმა შპს „ნირაკოსთვის“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ შპს „ნირაკოსათვის“ ურთიერთჩართვაზე უარის თქმით, აღნიშნული კომპანიების მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. კერძოდ, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ- ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იდენტური დარღვევისთვის    კომისიის    2020    წლის    3    დეკემბრის    N    გ-20-16/893 გადაწყვტილებით  პასუხისმგებლობის    სახით    დაკისრებული    აქვთ    წერილობითი გაფრთხილება ურთიერთჩართვის    მიწოდებაზე  უარის  თქმის    გამო,    აღნიშნულ შემთხვევაში კი      იდენტური დარღვევაფიქსირდება   შპს „ნირაკოსთვის“ ურთიერთჩართვაზე უარის თქმით, რაც უკვე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპანიების ბოლო 12 კალენდარული   თვის შემოსავლის (საქართველოს      საგადასახადო      კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტით (მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა) დაჯარიმების საფუძველია. თუმცაღა, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მალტისოფტსა“ და შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „სისტემ ნეტს“ შორის დავის განხილვის შესახებ კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის N გ-20-16/893 გადაწყვტილება, რითაც კომპანიებს მიეცათ წერილობითი გაფრთხილება, გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით, (საქმე N3/8328-20 (330310020004232872), შეჩერდა კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის Nგ-20-16/893 გადაწყვეტილების მოქმედება, რაც გულისხმობს აქტის მოქმედების შეჩერებას მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ახტელის“ და შპს „ახალი ქსლეების“ მიერ იდენტური დარღვევაა ჩადენილი სხვა ავტორიზებული პირების წინააღმდეგ, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის მიხედვით, კომპანიებისთვის ჯარიმის დაკისრების საფუძველია, მაგრამ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეჩერებულია კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის Nგ-20-16/893 გადაწყვეტილება, რითაც წერილობითი გაფრთხილება მიეცათ კომპანიებს, კომისია მიიჩნევს, რომ სანქციის დაკისრების მიზნებისთვის დამამძიმებელ გარემოებად არ უნდა    იქნას    გამოყენებული    კომისიის    2020    წლის    3    დეკემბრის    Nგ-20-16/893 გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება - ანალოგიური დარღვევის ჩადენა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის N გ-20-16/893 შეჩერებული გადაწყვეტილება უკავშირდება სხვა ავტორიზებული პირებს შორის დავას ურთერთჩართვის ვალდებულების დარღვევის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, უშუალოდ შეჩერებულია კომისიის აქტი, რომელიც შეეხება სხვა ავტორიზებულ პირებს შორის ურთიერთჩართვას, მოიცავს აღნიშნული ურთიერთჩართვის მიწოდების ვალდებულების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას (წერილობით გაფრთხილება) და ურთიერთჩართვის მიწოდების დავალებულებას. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების შეჩერება არ გამორიცხავს კომისიის მიერ ანალოგიურ საქმეზე სხვა ავტორიზებული პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიებს ფინანსური სანქციის ნაცვლად უნდა მიეცეთ წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად.

ასევე, შპს „ახტელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ უნდა დაევალოთ უზრუნველყონ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით, 10 გბ/წმ გამტარიანობის არხით, შპს ,,ნირაკოსთან“ ურთიერთჩართვა და აღნიშნულთან დაკავშირებით შპს ,,ნირაკოსთან“ შესაბამისი ხელშეკრულების დადება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“, „რ“, „ს“, „ტ“, „ც“, „ჰ15“, „ჰ18“, „ჰ29“ ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, VI თავის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.   დაკმაყოფილდეს შპს „ნირაკოს“ საჩივარი შპს „ახტელის“ და შპს „ახალი ქსელების“ წინააღმდეგ.

2.   შპს  „ახტელსა“  და  შპს  „ახალ  ქსელებს“  მიეცეთ  წერილობითი  გაფრთხილება  შპს „ნირაკოსთვის“ ურთიერთჩართვის მიწოდებაზე უარის თქმის გამო.

3.   შპს „ახტელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ დაევალოთ უზრუნველყონ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და   არადისკრიმინაციული    დაშვებით,    10    გბ/წმ  გამტარიანობის არხით, შპს ,,ნირაკოსთან“ ურთიერთჩართვა და აღნიშნულთან დაკავშირებით შპს ,,ნირაკოსთან“ შესაბამისი ხელშეკრულების დადება.

4. დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ო.   ვოტ)   აღნიშნული გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ  გაგზავნა და  კომისიის ოფიციალურ   ვებგვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება.

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს     კომისიის    აპარატის    სატელეკომუნიკაციო    ბაზრის    რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები