წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მერი მელქაძის საჩივრის განხილვის თაობაზ

ნომერი: გ-21-16 / 475

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2021 17:40

მიღების თარიღი აგვისტო 12, 2021

 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მერი მელქაძის საჩივრის განხილვის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით     (Nშ-21-9/2956; 12.07.2021) მიმართა  ფიზიკურმა პირმა მერი მელქაძემ შპს  ,,ტელეიმედის“ მიერ არასრულწლოვნებისთვის  შეუფერებელი  პროგრამების  ჩვენების გამო.

მ. მელქაძე საჩივრით ითხოვს კომისიამ შეისწავლოს შპს ,,ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის დარღვევის სავარაუდო ფაქტი და  მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

მ. მელქაძის საჩივარში აღნიშნულია, რომ  2021 წლის 15 ივნისს, ტელეკომპანია  “იმედის” გადაცემაში “იმედის ფაქტორი” მოწვეული სტუმარი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი თეა დარჩია ფერიის ბავშვთა პანსიონის  ყოფილი აღსაზრდელის შესახებ გავრცელებულ  ინფორმაციას გამოეხმაურა. საკითხზე  საუბრისას, თეა დარჩიამ აღნიშნა: -  “კონფლიქტები სისხლსა და ხორცს  შორის  ხდება, მითუმეტეს ამხელა დაწესებულებაში  ამდენი  ბავშვები,  რომლებიც დედის  მუცელშივე  უარყოფილები  არიან,  ისინი  უკვე ტრავმირებულები ჩნდებიან. ზოგი სუროგატი დედის ბავშვია, რომელიც გაჩნდა სხვადასხვა დეფექტებით…” - “მე არ უარვყოფ, რომ  შეიძლება,  რომელიმე  ძიძა  ან აღმზრდელი ამეტებს თავის უფლებებს…  ადამიანები ვართ. ის კი არა, დედა ვარ და ჩემი შვილი ხანდახან ისე მამწარებს, რითი გავეკიდო ხოლმე, არ ვიცი… “ -  “მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით,  კათოლიკური ბავშვთა სახლები, მუსლიმანური ბავშვთა სახლები, ქართველ ბავშვებს რომ აბარებენ დედები შიმშილის გამო გურიაში, ზემო აჭარაში და ა.შ, ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგოები ყურანს რომ  სწავლობენ და აღარაფერი ქართული რომ  მათში აღარ არის, ვინმეს კითხვა  დაუსვია რატომ? რატომ იმათ არ ერჩიან და რატომ ერჩიან მაინც და მაინც ამ სახლებს.” გადაცემის წამყვანს,  მაგდა  ანიკაშვილს,  თეა დარჩიას სადავო ციტატებზე  კომენტარი/შესწორება  არ გაუკეთებია

საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  56-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის. ამავე  კანონის  561   მუხლის  პირველი ნაწილი მაუწყებელს ავალდებულებს  უზრუნველყოს ბავშვის დაცვა საფრთხის  შემცველი ინფორმაციისგან. ასევე, 561  მუხლის მეორე და მესამე პუნქტებით,  მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის  გადაცემა  ან  პროგრამაში  ისეთი მასალის  განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი  მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ  განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, აგრეთვე, ისეთი  პროგრამის  გადაცემა  ან  პროგრამაში  ისეთი მასალის     განთავსება,      რომელმაც      შეიძლება     ზიანი      მიაყენოს      არასრულწლოვნის სოციალიზაციას.

საჩივრის თანახმად, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული გადაცემის სადავო ეპიზოდი წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობის, ფიზიკური დასჯის პრაქტიკის გამართლებას და წახალისებას, აგრეთვე, ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციას, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სადავო  ციტატებში  მოხსენიებულ   სოციალურ  ჯგუფებს  (კათოლიკე   ბავშვები,   მუსლიმი ბავშვები, სპეციალურ დაწესებულებებში მყოფი ბავშვები, სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვები,  შეზღუდული შესაძლებლობების ან  სპეციალური  საჭიროებების მქონე  ბავშვები) მიკუთვნებული არასრულწლოვნების სოციალიზაციას.

საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ   არასრულწლოვნებთან  დაკავშირებული   საკითხების გაშუქებისას  მედიას   განსაკუთრებული  პასუხისმგებლობა   ეკისრება.   საკითხის  არასწორი, სენსაციური   გაშუქების   შედეგად,   მედიას   შეუძლია   ხელი   შეუწყოს   ბავშვების   მიმართ ძალადობას,     ჩაგვრას.    ამასთან,    სხვადასხვა     სოციალურ  და  მოწყვლად  ჯგუფებს მიკუთვნებული   ბავშვების   მიმართ   გაზარდოს სტიგმა და დისკრიმინაცია.   სპეციალურ დაწესებულებებში   მცხოვრები   ბავშვების   „დედის   მუცელშივე   უარყოფილებად“,   ხოლო სუროგაციის   შედეგად დაბადებული არასრულწლოვნების   „დეფექტიანებად“  მოხსენიება, საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებებსა და ცრურწმენებს ზრდის.

საჩივარში     ასევე    აღნიშნულია,    რომ     მასობრივ    მედიასაშუალებებს     საზოგადოების ცნობიერების   ჩამოყალიბებაზე   მნიშვნელოვანი   ზეგავლენის   მოხდენა   შეუძლიათ.   მათ შორის, მედიამ შესაძლოა განამტკიცოს მოსახლეობის ნაწილში ბავშვის აღზრდის საკითხთან დაკავშირებული       მცდარი    შეხედულებები.    მაგალითად,    2013    წელს    UNICEF–ის    მიერ ჩატარებულმა   მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ   საქართველოში  ბავშვებზე  ძალადობა ფართოდაა გავრცელებული. ძალადობის  უპირველესი  კერა  ოჯახია.  კვლევის  შედეგების მიხედვით,  ბავშვის  აღზრდის  პროცესში  ფიზიკური  დასჯა  მშობელთა  45%-ს  დასაშვებად მიაჩნია,     ყოველი     მეორე     ქართველი     მიიჩნევს,     რომ     აღზრდის     მკაცრი     მეთოდი არაძალადობრივზე ბევრად ეფექტიანია.

საქართველოში  2020  წელს  ბავშვთა  მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა  გამოვლინდა. ბავშვთა მიმართ ძალადობა  არასრულწლოვნების ინფორმაციაზე  ხელმისაწვდომობისა და შესაბამის  უწყებებთან კომუნიკაციის დაბრკოლებების  გამო, როგორც წესი, უხილავი რჩება. შესაბამისად, ძალადობის მაჩვენებელი   გამოვლენილზე  გაცილებით  მაღალია.   ბავშვთა მიმართ     ძალადობის      გამოვლენა      ყველაზე     პრობლემური      კი     დახურული     ტიპის დაწესებულებებშია, სადაც აღმზრდელებს   არასრულწლოვნების ქცევაზე ფაქტობრივად შეუზღუდავი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა აქვთ.

საქართველოში    განსაკუთრებით     აშკარაა     ბავშვებს    შორის     არსებული     სოციალური უთანასწორობა,   რასაც   კიდევ   უფრო   მეტად   ამძაფრებს   ის   სტერეოტიპები,   რომლებიც სუროგაციის,     ხელოვნური     განაყოფიერების     შედეგად    დაბადებული     თუ    სპეციალურ დაწესებულებებში მცხოვრები ადამიანების მიმართ არსებობს. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ ამ  ჯგუფებს   მიკუთვნებული ბავშვების სტიგმატიზებას   იწვევს,  არამედ  მნიშვნელოვნად უზღუდავს სოციალიზაციის, საზოგადოებაში  ინტეგრირებისა და ადამიანის უფლებებით თანასწორად        სარგებლობის        შესაძლებლობას.    განსაკუთრებით        პრობლემურია არასრულწლოვნების დისკრიმინაცია მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ნიშნით („ბავშვები  ჩადრებით   რომ  დადიან,  ქართველი  გოგოები   ყურანს  რომ  სწავლობენ  და აღარაფერი ქართული რომ მათში აღარ არის, ვინმეს კითხვა დაუსვია რატომ?“).

გარდა   ამისა,   საჩივრის   თანახმად,   სადავო   გადაცემა   ამართლებს   ბავშვების   მიმართ ფიზიკური დასჯის/ძალადობის მეთოდების გამოყენებას მეურვის თუ აღმზრდელის მხრიდან („მე არ უარვყოფ, რომ შეიძლება, რომელიმე ძიძა ან აღმზრდელი ამეტებს თავის უფლებებს… ადამიანები   ვართ“).   ფიზიკური   დასჯა   ან   ბავშვის   მიმართ   ძალადობა   არ   შეიძლება წარმოადგენდეს  აღმზრდელობით  მეთოდს.  ამგვარი  მოპყრობა,  ბავშვის  ასაკის  თუ  სხვა ობიექტური ფაქტორების  გამო, შეიძლება წამებას, არაადამიანურ  მოპყრობას გაუტოლდეს, რაც    არასრულწლოვნის   ფსიქო-ემოციურ    განვითარებას   მნიშვნელოვან   ზიანს    ახდენს. საქართველოს    კანონმდებლობით    აკრძალულია    ბავშვის    მიმართ    ფიზიკური    დასჯის ნებისმიერი  მეთოდის  გამოყენება.  შესაბამისად,  მედია  ვალდებულია  ხელი  არ  შეუწყოს ამგვარი პრაქტიკების დასაშვებობასა და გამართლებას.

როგორც საჩივარშია აღნიშნული,   კომუნიკაციების კომისიის განმარტებით,   „კომისიას, როგორც   საჯარო   უფლებამოსილების განმახორციელებელ   მარეგულირებელ   ორგანოს აკისრია  პასუხისმგებლობა, რომ კანონმდებლობის  ფარგლებში პოზიტიური ქმედებებით, დარღვევებზე ეფექტური რეაგირების გზით უზრუნველყოს მაუწყებლების მიერ ადამიანების და     მოქალაქეების     ძირითადი     უფლებების     დარღვევის     აღკვეთა     და     პრევენცია“ (კომუნიკაციების     ეროვნული     კომისიის     2021     წლის     15  აპრილის  N  გ-21-18/236 გადაწყვეტილება).  შესაბამისად,  მომჩივანი ითხოვს, აღნიშნულ საქმეზე  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე, 561  მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დარღვევის დადგენას.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  კომისიაში  2021  წლის  22  ივლისს  შემოვიდა  შპს  „ტელეიმედის“ წარმომადგენლის    ანდრო    ლაშხის    წერილი    (კომისიაში    რეგისტრაციის    Nშ-21-6/3125, 22.07.2021),  რომელშიც  აღნიშნულია,  რომ  2021  წლის  15  ივნისს  კომპანიის  სამაუწყებლო ეთერში განთავსებული გადაცემის „იმედის ფაქტორი" ფარგლებში ერთ - ერთი სტუმრის, თეა დარჩიას   მიერ   განცხადებული   მოსაზრებები   არ   მიეკუთვნება ტელეკომპანია "იმედის" სარედაქციო პოლიტიკის ნაწილს, მეტიც -  აღნიშნული განცხადებები კომპანიისთვის  არის კატეგორიულად მიუღებელი და მიაჩნიათ, რომ მათი ტირაჟირება არის დაუშვებელი, როგორც რელიგიური   უმცირესობების,    ასევე   ბავშვთა   უფლებების   დაცვის    კუთხით.   წერილში აღნიშნულია,  რომ   განცხადებები  გაკეთდა  გადაცემის   სტუმრის   მიერ,  ცოცხალი  ეთერის ფარგლებში, რა დროსაც სარედაქციო გუნდი მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს რაიმე ზომა, ხოლო გადაცემის წამყვანის მიერ  შესაბამისი  რეაგირების  განუხორციელებლობის მიზეზი მხოლოდ ტექნიკური ხასიათის არის და ეს არ შეიძლება აღქმულ იქნას წამყვანის მიერ თანხმობად   ან/და   გაცხადებული   მოსაზრებების   გაზიარებად. აღნიშნულის დასტურად წარმოდგენილია ტელეკომპანიის   თვითრეგულირების   საბჭოს   2021   წლის   21   ივნისის რეკომენდაციის  საფუძველზე   ამავე  გადაცემაში  გადაცემის   წამყვანის  მიერ  გაკეთებული განმარტების ამსახველი ვიდეო მასალა - https://www.imedi.ge/ge/video/77602/imedis-paqtori- -

22-ivnisi-2021-tseli#!?type=1&page=1   (74-ეწუთიდან).   ასევე,   წერილის   თანახმად,        საბჭოს

რეკომენდაციის   საფუძველზე   სადავო   მასალა   სრულად   იქნა   წაშლილი   სამაუწყებლო ჰოლდინგის ყველა პლატფორმიდან.

შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის 2021  წლის 22 ივლისის წერილში ასევე  აღნიშნულია, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, "მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54- ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის   შემთხვევაში   დაინტერესებულ   პირს   უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს" - შესაბამისად, საჩივრის განხილვა კანონის 56 - ე მუხლის ნაწილში არ უნდა მოხდეს,   აღნიშნული   დარღვევა    განეკუთვნება მაუწყებლის მიერ    თვითრეგულირების ფარგლებში მისაღები  გადაწყვეტილების კატეგორიას.   წერილში  ასევე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულ  საკითხზე საბჭოს მიმართა განმცხადებელთა  რამდენიმე  ჯგუფმა  (სულ  3 საჩივარი),  საიდანაც მოხდა 2 მათგანის განხილვა,  კერძოდ 1 შემთხვევაში განხილულ იქნა საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ხოლო მეორე შემთხვევაში კი მოხდა საჩივრის არსებითი განხილვა, მე 3 საჩივრის განხილვა კი ამ დრომდე ვერ მოხერხდა საჩივრის ავტორის თხოვნის გამო.

ამასთან,  საჩივრის  ავტორის  მიერ    მითითებულ    სხვა    საკანონმდებლო    ნორმებთან მიმართებით წერილში  აღნიშნულია, რომ კომისიამ უნდა  გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ   სადავო განცხადებები პირდაპირ ეთერში   გადაიცა  და  მაუწყებელს  მისი   აღკვეთის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ამასთან მაუწყებელმა მიიღო ზემოხსენებული ზომები, კერძოდ გააკეთა განმარტება და გაემიჯნა  სტუმრის განცხადებას და სადავო ვიდეო  მასალა მოხსნა მისი ყველა პლატფორმიდან.

შპს  „ტელეიმედის“  წარმომადგენლის   წერილს   (კომისიაში  რეგისტრაციის   Nშ-21-6/3125, 22.07.2021) თან ერთვის შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭოს 2021 წლის 21 ივნისის რეკომენდაცია.

„შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ მერი მელქაძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის თაობაზე“ 2021 წლის 22 ივლისის Nგ-21-23/439  გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეიმედის“  მიმართ ფიზიკური პირის მერი მელქაძის საჩივარი (Nშ-21-9/2956;12.07.2021) მიღებულ იქნა განსახილველად იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  561   მუხლის  შესაძლო  დარღვევას,  ხოლო  შპს  ,,ტელეიმედის“  მიმართ  ფიზიკური პირის მერი მელქაძის საჩივარი  (Nშ-21-9/2956; 12.07.2021) დაუშვებლად  იქნა ცნობილი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   56  მუხლის  მე-2  პუნქტის   შესაძლო  დარღვევას.  ამავე   გადაწყვეტილებით,  შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მერი მელქაძის  საჩივრის განხილვის  მიზნით ზეპირი  მოსმენა დაინიშნა 2021 წლის 5  აგვისტოს,  15:00 საათზე, რის თაობაზეც  შპს „ტელეიმედი“ და მერი მელქაძე სხდომაზევე გაფრთხილდნენ.

კომისიის  აპარატის   აუდიო-ვიზუალური  მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათის (N,21-10-1440, 04/08/2021 )  თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-23/287   გადაწყვეტილებით   დაევალა   შპს   „ტელეიმედის“ წინააღმდეგ  მოქალაქე  მერი   მელქაძის საჩივრის (N შ-21-9/2956;   12.07.2021)  შესწავლა, რომელიც   ეხებოდა   სავარაუდო   კანონდარღვევის   ფაქტს.   კომისიის   გადაწყვეტილებით საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561-ე მუხლის   სავარაუდო   დარღვევის   ნაწილში.   დარღვევის   გამოვლენის   მიზნით   კომისიის

აპარატის     აუდიო-ვიზუალური     მედიამომსახურებების რეგულირების     დეპარტამენტმა განახორციელა ტელეარხის მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი:

განმცხადებელი სადაოდ ხდიდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 15 ივნისს,  23:25 საათზე განთავსებულ    გადაცემას    „იმედის    ფაქტორი“,    სადაც    განმცხადებლების    თანახმად, გადაცემაში       მოწვეული      სტუმრის      მიერ       გაკეთებული      განცხადებები       ატარებდა არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის გამართლების შინაარსს.

კომისიის      აპარატის       აუდიო-ვიზუალური       მედია       მომსახურებების      რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ გადაცემაში „იმედის  ფაქტორი“  მიწვეული  სტუმარი  აკეთებს  შემდეგ  განცხადებას:  „შეიძლება,  მე  არ უარვყოფ    რომ    რომელიმე     პედაგოგი,    ან    ძიძა,    ან     აღმზრდელი    ამეტებს    თავის შესაძლებლობებს და თავის ასე ვთქვათ უფლებებს, შესაძლებელია ადამიანები ვართ და. ეგ კი არა, მე დედა ვარ და ჩემი შვილი ხანდახან ისე მამწარებს რომ რითი გავეკიდო ხოლმე აღარ ვიცი. ყველამ ვიცით რომ კონფლიქტები სისხლსა და ხორცს შორისაც ხდება და მითუმეტეს ამხელა დაწესებულებაში ამდენი ბავშვით.“

მონიტორინგის   შედეგად   გამოვლინდა,    რომ    მოწვეული   სტუმრის   მიერ    გაკეთებული განცხადება არ ატარებს  დანაშაულებრივი ქმედების - ძალადობის  დადებითად შეფასების შინაარსს. ამ თვალსაზრისით რელევანტურია სტუმრის სიტყვები - „შეიძლება, მე არ უარვყოფ რომ  რომელიმე პედაგოგი, ან ძიძა, ან  აღმზრდელი ამეტებს თავის შესაძლებლობებს  და თავის ასე ვთქვათ უფლებებს, შესაძლებელია ადამიანები ვართ და. ეგ კი არა, მე დედა ვარ და ჩემი შვილი ხანდახან ისე მამწარებს რომ რითი გავეკიდო ხოლმე აღარ ვიცი. ყველამ ვიცით რომ    კონფლიქტები    სისხლსა    და    ხორცს    შორისაც    ხდება    და    მითუმეტეს    ამხელა დაწესებულებაში ამდენი ბავშვით“. არ დადასტურდა, რომ სტუმარი დადებითად აფასებს ან აღმზრდელების   მიერ,   ან   მშობლის    მიერ   არასრულწლოვნის   წინააღმდეგ    რომელიმე დანაშაულის  ჩადენას.  შედეგად,  აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაუწყებლის მხრიდან საჩივარში მითითებულ საკანონმდებლო მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ აქვს.

კომისიის      აპარატის   აუდიო-ვიზუალური       მედია       მომსახურებების      რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათი   (N  21-10-1440,  04/08/2021)  შპს   „ტელეიმედს“ (კომისიის წერილი N  გ-21-03/2304, 05/08/2021), მერი  მელქაძეს  და მის წარმომადგენელს ა. აფციაურს (N გ-21-03/2305, 05/08/2021) ჩაბარდათ 2021 წლის 5 აგვისტოს.

კომისიის 2021 წლის 5 აგვისტოს  სხდომაზე გამოცხადდა მერი მელქაძის  უფლებამოსილი წარმომადგენელი  ა.   აფციაური, რომელმაც განაცხადა, რომ      საჩივარში  მითითებულია სხვადასხვა  სადაო  ციტატები, რომლებიც ამ  გადაცემაში  გავრცელდა და მიაჩნია, რომ  ესეც უნდა განიხილოს კომისიამ. თეა დარჩია გადაცემაში აღნიშნავს, რომ „ბავშვები, რომლებიც დედის მუცელშივე უარყოფილები   არიან,  ისინი  უკვე  ტრავმირებულები   ჩნდებიან.  ზოგი სუროგატი         დედის   ბავშვია,      რომელიც      გაჩნდა      სხვადასხვა      დეფექტით…”   ასევე პრობლემურად მიაჩნიათ თეა დარჩიას  შემდეგი ციტატა -   “მედრესეები რომ  მრავლდება სოკოებივით,  კათოლიკური  ბავშვთა სახლები, მუსლიმანური ბავშვთა  სახლები,  ქართველ ბავშვებს რომ აბარებენ დედები შიმშილის გამო გურიაში, ზემო აჭარაში    და   ა.შ,   ბავშვები ჩადრებით   რომ   დადიან,   ქართველი   გოგოები   ყურანს   რომ სწავლობენ და აღარაფერი ქართული რომ მათში აღარ არის, ვინმეს კითხვა დაუსვია რატომ? რატომ იმათ არ ერჩიან და რატომ ერჩიან მაინც და მაინც ამ სახლებს.”

ამ     კონტურული    ციტატებიდან     გამომდინარე    მიაჩნიათ,    რომ     გაჟღერებული    არის დისკრიმინაციული  მოსაზრებები  სუროგაციის  შედეგად  დაბადებული  ბავშვების  მიმართ შეზღუდული  და  სპეციალური  შესაძლებლობების  მქონე  ბავშვების  მიმართ,  აგრეთვე  იმ ბავშვების  მიმართ,  რომლებიც არ მიეკუთვნებიან დომინანტურ  რელიგიურ  და  ეთნიკურ ჯგუფებს.

რაც შეეხება იმ ციტატას -„კონფლიქტები    სისხლსა  და  ხორცს  შორის  ხდება,  მითუმეტეს ამხელა დაწესებულებაში ამდენი  ბავშვები, რომლებიც   დედის მუცელშივე  უარყოფილები არიან,   ისინი   უკვე   ტრავმირებულები ჩნდებიან. ზოგი სუროგატი დედის ბავშვია, რომელიც გაჩნდა სხვადასხვა  დეფექტებით…” - “მე არ უარვყოფ, რომ  შეიძლება, რომელიმე ძიძა ან აღმზრდელი  ამეტებს თავის უფლებებს… ადამიანები  ვართ. ის კი არა, დედა ვარ და ჩემი შვილი   ხანდახან   ისე   მამწარებს,    რითი   გავეკიდო   ხოლმე,   არ   ვიცი…  “, ა. აფციაური აღნიშნავს, რომ ამ  ნაწილში თეა დარჩია პირდაპირ ამართლებს  აღზრდის დროს ბავშვზე ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, არ გამორიცხავს კონკრეტულ დაწესებულებაში ბავშვზე შესაძლო  ძალადობის  შემთხვევებს,  ამასთან,  ამბობს, რომ ამ ტიპის აღმზრდელობითი მეთოდები გამოიყენება ოჯახშიც ბავშვის აღმზრდელის მიერ. ამით ნორმალიზებას უკეთებს ძალადობრივი მეთოდებით ბავშვის აღზრდის მიდგომებს. აქედან გამომდინარე ჰგონია, რომ კომისიამ უნდა დაადგინოს შესაბამისი მუხლის დარღვევა.

კომისიის   2021    წლის    5    აგვისტოს    სხდომას  ასევე  ესწრებოდა  შპს    „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ა. ლაშხი,  რომელმაც განაცხადა,  რომ შპს  „ტელეიმედმა“ თვითრეგულირების ფარგლებში განიხილა ეს საკითხი და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა პირდაპირ ეთერში. ეს არის საკითხები, რაც არ არის დღევანდელი სხდომის განსჯადი.

მან ინფორმაციის სახით აღნიშნა, რომ თვითრეგულირების ფარგლებში დღეს განსახილველ საკითხზეც იყო მსჯელობა. ეს ეხება ბავშვის მიმართ ძალადობის მოწონებას და წახალისებას. ამ ნაწილშიც იქნება რეაგირება ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანოს მიერ.

დღეს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რამდენად არის  მოწოდება  დანაშაულისკენ,  მაგრამ  არ  აპირებს  უარყოფას,  რომ  კონტექსტუალურად შესაძლოა მართლაც გამოვიდა ბავშვის მიმართ აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენების, მათ შორის, ფიზიკური  შეხების მინიშნება და ამის გამართლება  ცალსახად იყო, როდესაც ქალბატონმა თეა დარჩიამ განაცხადა, რომ სისხლსა და ხორცს შორისაც ხდება კონფლიქტი და ა.შ.  მიაჩნია, რომ ეს არის თვითრეგულირების  მექანიზმის განსახილველი თემა. თავად ამას ვერ აკავშირებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლებთან, რადგანაც        ამ         მუხლებში        პროგრამების         კატეგორიზაციაზეა        საუბარი         და არასრულწლოვანთათვის  შეუფერებელი  პროგრამების  საკითხს  არეგულირებს.  ა.  ლაშხმა ასევე   აღნიშნა,   რომ   ამ   შემთხვევაში   განსხვავებული   სიტუაციაა   -   მოწვეული   სტუმარი პირდაპირ   ეთერში   აკეთებს   განცხადებებს,   რაზეც   სარედაქციო   გუნდს   ზემოქმედების არანაირი საშუალება არ აქვს, გარდა იმისა, რომ წამყვანმა მოახდინოს მყისიერი რეაგირება, რასაც,  ასევე  აღიარებს,  რომ  ადგილი  არ  ჰქონია.  მაუწყებლის  მიერ  არასწორ  ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს  ის, რომ სტუმრის რეპლიკას არ მოჰყვა  შესაბამისი რეაგირება. თუ გაითვალისწინებენ   იმას,   რომ   ამის   შემდეგ   თვითონ   მაუწყებელს   ჰქონდა   რეაგირება აღნიშნულზე, არ მიაჩნია, რომ ეს საქმე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და  562    მუხლების   კატეგორიაში ექცევა. ამასთან შპს   „ტელეიმედის“  წარმომადგენელმა განაცხადა,  რომ „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის 561  მუხლი  არეგულირებს აბსოლუტურად სხვა საკითხს. მაგალითად, ეს ნორმა გულისხმობს ისეთი შინაარსის ფილმის ჩვენებას, რომელიც შესაბამისი ასაკის ბავშვისთვის არ არის გამიზნული  და არა იმას, რომ პირდაპირ ეთერში მოწვეულმა სტუმარმა  რაიმე განცხადება გააკეთოს და ეს აკონტროლოს მაუწყებელმა.

საკითხის ზეპირი მოსმენა კომისიაში  დასრულდა 2021 წლის 5 აგვისტოს, ხოლო განხილულ საკითხზე გადაწყვეტილების გამოცხადების დღედ განისაზღვრა2021 წლის  12 აგვისტო.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.  ფიზიკურ პირ მერი მელქაძის საჩივარი (Nშ-21-9/2956; 12.07.2021);

2. შპს    „ტელეიმედის“     წარმომადგენლის    ანდრო    ლაშხის     წერილი     (კომისიაში რეგისტრაციის   Nშ-21-6/3125, 22.07.2021) თანდართული      მასალით  (შპს  „ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭოს 2021 წლის 21 ივნისის რეკომენდაცია);

3.  კომისიის    აპარატის    აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-1440, 04/08/2021);

4.  მონაცემები შპს   „ტელეიმედის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიულ  პირების  რეესტრიდან  და  კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

5. მხარეთა   მიერ   კომისიის   2021   წლის   5   აგვისტოს   სხდომაზე   მიცემული   ახსნა- განმარტებები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 1.   შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს  მაუწყებლობის  სფეროში     კომისიის     მიერ ავტორიზებულ პირს;

  მტკიცებულება:  შპს „ტელეიმედის“  შესახებ  მონაცემები კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ   პირთა  უწყებრივი  რეესტრიდან  და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან;

2.  „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   56-ე   მუხლის   მე-2   პუნქტთან მიმართებით,  რომლის  თანახმად, იკრძალება ისეთი პროგრამების  გადაცემა,  რომლებიც რაიმე  ფორმით   რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან   სხვაგვარი  შუღლის  გაღვივების, რომელიმე   ჯგუფის  დისკრიმინაციის  ან   ძალადობისკენ  წაქეზების  აშკარა  და   პირდაპირ საფრთხეს ქმნის,   კომისიამ  საჩივარი დაუშვებლად ცნო, ვინაიდან ამ  საკითხზე რეაგირება შეიძლება   განხორციელდეს მხოლოდ თვითრეგულირების   მექანიზმის  ფარგლებში;  შპს ,,ტელეიმედის“ მიმართ ფიზიკური პირის მერი მელქაძის საჩივარი (Nშ-21-9/2956;12.07.2021) მიღებულ  იქნა  განსახილველად  იმ  ნაწილში,  რომელიც  შეეხება  შპს  „ტელეიმედის“  მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის შესაძლო დარღვევას.

მტკიცებულება: კომისიის 2021 წლის 22 ივლისის Nგ-21-23/439 გადაწყვეტილება;

3. კომისიის    აპარატის    აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტის  მიერ     შპს      „ტელეიმედის“     სამაუწყებლო      ბადის     მონიტორინგის განხორციელების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 15  ივნისს,   23:25 საათზე განთავსებულ  გადაცემაში - „იმედის   ფაქტორი“   მიწვეული   სტუმარი   -   თეა   დარჩია   აკეთებს   შემდეგ   განცხადებას:„შეიძლება, მე არ უარვყოფ რომ რომელიმე პედაგოგი, ან ძიძა, ან აღმზრდელი ამეტებს თავის შესაძლებლობებს და თავის ასე ვთქვათ უფლებებს, შესაძლებელია ადამიანები ვართ და. ეგ კი არა, მე დედა ვარ და ჩემი შვილი ხანდახან ისე მამწარებს რომ რითი გავეკიდო ხოლმე აღარ ვიცი. ყველამ ვიცით რომ კონფლიქტები სისხლსა და ხორცს შორისაც ხდება და მითუმეტეს ამხელა დაწესებულებაში ამდენი ბავშვით.“~

ბ)  მონიტორინგის  შედეგად  გამოვლინდა,   რომ  მოწვეული  სტუმრის  მიერ   გაკეთებული განცხადება არ ატარებს  დანაშაულებრივი ქმედების - ძალადობის  დადებითად შეფასების შინაარსს. ამ თვალსაზრისით რელევანტურია სტუმრის სიტყვები - „შეიძლება, მე არ უარვყოფ რომ  რომელიმე პედაგოგი, ან ძიძა, ან  აღმზრდელი ამეტებს თავის შესაძლებლობებს  და თავის ასე ვთქვათ უფლებებს, შესაძლებელია ადამიანები ვართ და. ეგ კი არა, მე დედა ვარ და ჩემი შვილი ხანდახან ისე მამწარებს რომ რითი გავეკიდო ხოლმე აღარ ვიცი. ყველამ ვიცით რომ       კონფლიქტები    სისხლსა    და    ხორცს    შორისაც    ხდება  და  მითუმეტეს  ამხელა დაწესებულებაში ამდენი ბავშვით“. არ დადასტურდა, რომ სტუმარი დადებითად აფასებს ან აღმზრდელების   მიერ,   ან   მშობლის    მიერ   არასრულწლოვნის   წინააღმდეგ    რომელიმე დანაშაულის ჩადენას.

მტკიცებულება:   კომისიის  აპარატის  აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი ( N 21-10-1440, 04/08/2021 );

4.  შპს     „ტელეიმედის“ მიმართ არ გამოყენებულა  ,,მაუწყებლობის     შესახებ“ საქართველოს     კანონით    გათვალისწინებული  ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის.

მტკიცებულება: შპს  „ტელეიმედის“    შესახებ  მონაცემები კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  ,,ბავშვის   უფლებათა    კოდექსის“   66-ე   მუხლის   პირველი    ნაწილის   თანახმად, მაუწყებელი  ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის  საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი  ასევე  ვალდებულია  გამოიყენოს  სამაუწყებლო პროგრამათა  კლასიფიკაციის   კრიტერიუმები  ამ  პროგრამების   კატეგორიების  დადგენის მიზნით  და  განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო  ბადეში  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის  თანახმად, მაუწყებლობის     საშუალებით      გავრცელებული     ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში  და  ჩაწერილი  ფილმისა  და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში)   ბავშვისთვის  საფრთხის  შემცველი   ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

2. ,,ბავშვის უფლებათა  კოდექსის“ მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის  თანახმად, ბავშვისთვის საფრთხის   შემცველი   ინფორმაცია   არის   ძალადობის   ან   დანაშაულის   წახალისებისკენ მიმართული  ინფორმაცია,  სექსუალური   შინაარსის  ინფორმაცია,  აგრეთვე   ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის     პროპაგანდას     ან     რომელშიც     ძალადობის,     მკვლელობის     ან     სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;

3.  ,,მაუწყებლობის  შესახებ“   საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის   მე-3   პუნქტის  ი) ქვეპუნქტის   თანახმად,   მაუწყებლობის   სფეროში   კომისიის   ფუნქციებია   საავტორო   და მომიჯნავე   უფლებების,   მავნე   ზეგავლენისაგან   არასრულწლოვანთა   დაცვის,   აგრეთვე რეკლამის    შესახებ     საკანონმდებლო    აქტების     შესრულებაზე    ზედამხედველობა    და კონტროლი,  ხოლო  ვ)  ქვეპუნქტის    შესაბამისად,  მაუწყებლობის  სფეროში    მოქმედი კანონმდებლობის   მოთხოვნების    შესრულებაზე   ზედამხედველობა   და    კონტროლი;   ამ მოთხოვნათა დარღვევის  შემთხვევაში შესაბამისი სანქციების  დაკისრება; ამავე მუხლის კ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა  შორის,  აგრეთვე  მათსა  და  მომხმარებლებს  შორის  წარმოქმნილი  სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

4. ,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ტ)   ქვეპუნქტის შესაბამისად,      მაუწყებელი  არის  საზოგადოებრივი      მაუწყებელი,     საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზია და რადიო,  ამ კანონის საფუძველზე  ტელემაუწყებლობის ან/და     რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი     ლიცენზიის     მფლობელი     ან/და ავტორიზებული    პირი,    ხოლო    ტ2)     ქვეპუნქტის    თანახმად,     ტელემაუწყებელი    არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული  პირი, რომელიც პირადი სარედაქციო  პასუხისმგებლობით  ახორციელებს საკუთარი    სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული    აუდიოვიზუალური    პროდუქციის გადაცემას   ისე,   რომ   სამაუწყებლო   ბადით   განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;

5. ,,მაუწყებლობის   შესახებ“    საქართველოს   კანონის   მე-14    მუხლის   მე-2   პუნქტის თანახმად,   მაუწყებლის  მიერ  საქართველოს   კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის  52-ე,  54-ე,  56-ე  და   59-ე  მუხლებით  გათვალისწინებული   ნორმებისა,  აგრეთვე სალიცენზიო   პირობების დარღვევის შემთხვევაში   დაინტერესებულ  პირს  უფლება  აქვს მიმართოს  კომისიას  ან  სასამართლოს,  ხოლო  21   პუნქტის  თანახმად,  მაუწყებლის  მიერ ავტორიზაციის  პირობების  დარღვევის  შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება  აქვს, მიმართოს    კომისიას    ან     სასამართლოს.    ამავე    მუხლის     მე-4     პუნქტის    თანახმად, მომხმარებელთა  განცხადებებსა  და   საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი   მოსმენით, ფორმალური    ადმინისტრაციული    წარმოების    წესით,    გარდა    საქართველოს    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო  საკითხების      გადაწყვეტა     არ     მოითხოვს      ორგანიზებული     პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ  განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც  შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;

6.  ,მაუწყებლობის  შესახებ“   საქართველოს   კანონის  451    მუხლის   მე-10   პუნქტის  ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

7. ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  53-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის თანახმად,  მაუწყებლები  ვალდებული არიან, ყოველკვირეულად  გამოაქვეყნონ  მომდევნო კვირის    პროგრამების განრიგი, პროგრამების    დასახელებისა  და  მოკლე  ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ  შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით;

8.   „მაუწყებლობის  შესახებ“   საქართველოს  კანონის  561     მუხლის   პირველი  პუნქტის თანახმად,  მაუწყებელი   ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის   საფრთხის  შემცველი ინფორმაციისგან  არასრულწლოვნის  დაცვა.  ხოლო,  მე-2  პუნქტის  თანახმად,  მაუწყებელს ეკრძალება   ისეთი   პროგრამის   გადაცემა   ან   პროგრამაში   ისეთი   მასალის   განთავსება, რომელმაც    შეიძლება   ზიანი    მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ,    ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ   და    სულიერ   განვითარებას,   აგრეთვე   მის    ფსიქიკურ   და   ფიზიკურ ჯანმრთელობას;  ამავე მუხლის ემ-3  პუნქტის  შესაბამისად,  მაუწყებელს  ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას.

9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561  მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი  ვალდებულია  პროგრამათა  კატეგორიების  დადგენის  მიზნით  გამოიყენოს  ამ კანონის  562      მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა   კატეგორიების  განმსაზღვრელი კრიტერიუმები  და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში  განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი    შეზღუდვების   შესაბამისად,   ხოლო    მე-5    პუნქტის   შესაბამისად,    მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა)18 წლამდე    არასრულწლოვნისთვის    შეუფერებელი    პროგრამა  სამაუწყებლო  ბადეში  არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ  განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე;  გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის  შეუფერებელი  პროგრამა  სამაუწყებლო  ბადეში  არ  განათავსოს  6 საათიდან  21  საათამდე;  დ)  7  წლამდე  არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;

10.   ,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   562 მუხლის   პირველი   პუნქტის თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა)  სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის  ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას; ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც  არასრულწლოვანი  მონაწილეობს   ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება; გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია; დ)  ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);   ე)  ნარკოტიკული   საშუალების მოხმარების სცენას, მისი   დამზადების   ან მოხმარების  წესის   ახსნა-განმარტებას და მოხმარების   გამართლებას  ან  მოწონებას;  ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების   გამართლებას   ან   მოწონებას;   ზ)   ნარკოტიკის, საინექციო    ხელსაწყოს,    ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების    ტექნოლოგიის    ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას; თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის  პროპაგანდას,  აღწერს  თვითმკვლელობის  პროცესს  ან  საშუალებას;  ი) იოლად   ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის   (დანა,   ნაჯახი   და   სხვა)   ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას; კ) აზარტული თამაშობის ამსახველ  სცენას,  მისი  პოპულარიზაციის  ხელშემწყობ  ინფორმაციას  და  ეწევა  აზარტულ თამაშობაში   მონაწილეობის  პროპაგანდას  მოგების   მარტივად  მიღების  შთაბეჭდილების შექმნით; ლ) ინფორმაციას, რომელიც  დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად  აფასებს ან კრიმინალს  აიდეალებს;  მ)  ოკულტიზმის  ან  მსგავსი  მოვლენის  ამსახველ  მასალას.  ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) სიშიშვლეს სექსუალურ  კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის  გრაფიკულ გამოსახულებას;   გ)   შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ   შემთხვევისა,   როდესაც   ეს კონტექსტით     გამართლებულია;     დ)     ტერმინოლოგიას,     რომელიც     დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 12  წლამდე  არასრულწლოვნისთვის     შეუფერებლად     მიიჩნევა     პროგრამა   (ანონსი), რომელიც  შეიცავს:  ა)  ამ   მუხლის  მე-2  პუნქტით  განსაზღვრულ   სცენას  ან  სიუჟეტს;  ბ) შეურაცხმყოფელ  ლექსიკას, ხოლო  მე-4  პუნქტის თანახმად, 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის  შეუფერებლად  მიიჩნევა პროგრამა  (ანონსი),  რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.

11.        ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის თანახმად, მაუწყებელი  ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ  გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან   შესაბამისობა,  ხოლო  მე-2  პუნქტის   თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის  საქართველოს კანონმდებლობასთან  შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და     სამართალდამცავი     ორგანოების     მიერ     მათი     უფლებამოსილების     ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

12. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ  კანონის  561     ან  562     მუხლით  გათვალისწინებული  ვალდებულების  შეუსრულებლობის შემთხვევაში  კომისია  ვალდებულია  საკუთარი  ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი.

13.  ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის თანახმად,  მაუწყებლის   მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის   დარღვევის  ან კომისიის გადაწყვეტილების   შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე   ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის  ფაქტის  დადასტურების  შემთხვევაში  კომისია  უფლებამოსილია  მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ  მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ    ვადას    დარღვევის  აღმოფხვრისთვის  ან    პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის  გაფრთხილების უფლებამოსილება არ  ვრცელდება  ამ კანონის  561   და  562   მუხლებით  გათვალისწინებული  ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე,  ხოლო  მე-4  პუნქტის    თანახმად,    ამ    კანონის    561  ან    562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია.

14.  ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  72-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის თანახმად,     ამ     კანონის     71-ე     მუხლით     გათვალისწინებულ     შემთხვევაში     კომისია უფლებამოსილია  მაუწყებელს  დააკისროს  ჯარიმა  არა  უმეტეს  მისი  წლიური  შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

როგორც აღინიშნა, კომისიის  გადაწყვეტილებით მერი მელქაძის საჩივარი  მიღებულია იმ ნაწილში,   რომელიც    შეეხება    მაუწყებლის    მიერ    ბავშვისთვის    საფრთხის    შემცველი ინფორმაციისგან  დაცვის ვალდებულებებს. შესაბამისად,  კომისიის მსჯელობაც სწორედ ამ საკითხით შემოიფარგლება.

საჩივარში       დასახელებულ  პროგრამასთან დაკავშირებით შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა   მიუთითა,   რომ   სადავო   მასალა   განთავსდა   მაუწყებლის   პირდაპირ ეთერში,   ამასთან  განცხადება  გააკეთა  არა   მაუწყებლის  წარმომადგენელმა   (წამყვანმა), არამედ - სტუმარმა. შესაბამისად, მაუწყებელს არ ჰქონდა კონტროლი მასალის შინაარსზე და მას      „მაუწყებლობის     შესახებ"      საქართველოს      კანონის     561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული    ვალდებულებების დარღვევისთვის    პასუხისმგებლობა    არ    უნდა დაეკისროს.      მაუწყებლის     წარმომადგენლის      მტკიცებით,      „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლი არეგულირებს აბსოლუტურად სხვა საკითხს. მაგალითად, ეს  ნორმა  გულისხმობს  ისეთი  შინაარსის ფილმის ჩვენებას, რომელიც  შესაბამისი  ასაკის ბავშვისთვის არ არის გამიზნული და არა იმას, რომ პირდაპირ ეთერში მოწვეულმა სტუმარმა რაიმე განცხადება გააკეთოს და ეს აკონტროლოს მაუწყებელმა.

კომისია    ვერ    გაიზიარებს    შპს     „ტელეიმედის“    პოზიციას.     „მაუწყებლობის    შესახებ" საქართველოს    კანონის 561 და 562 მუხლებით    გათვალისწინებული   ვალდებულებები ვრცელდება სამაუწყებლო პროგრამებზე.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-2 მუხლის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად,  პროგრამა არის პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემული ტელერადიოპროდუქცია. კანონმდებლობა არ ავიწროვებს მაუწყებლის ვალდებულებებს  მხოლოდ ჩანაწერის მეშვეობით  ეთერში გადაცემულ ტელერადიოპროდუქციაზე.    ეს  ვალდებულება    ასევე არ  არის  შემოფარგლული    იმ შემთხვევებით, როდესაც      არასრულწლოვნისათვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციის გავრცელება ხდება უშუალოდ  მაუწყებლის წარმომადგენლის (მაგალითად, წამყვანის  მიერ).  პირდაპირ  ეთერში   პროგრამის გადაცემისას მაუწყებელი   ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა. მაუწყებლის  აღნიშნული ვალდებულება ასევე გარკვეული  პირობებით  ვრცელდება  ისეთ შემთხვევებზეც,  როდესაც      არასრულწლოვნისათვის  მავნე  ზეგავლენის მომხდენი ინფორმაცია პირდაპირ ეთერში ვრცელდება მესამე პირების მიერ.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს  კანონის 561  და 562  მუხლების  გათვალისწინებით მაუწყებელი  ვალდებულია     გაატაროს     გონივრული     და     ეფექტიანი ღონისძიებები არასრულწლოვნებისთვის   მავნე    ზეგავლენის    მომხდენი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად. ასეთ გონივრულ ღონისძიებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს პროგრამის პირდაპირ ეთერში გადაცემის შეჩერება ან პროგრამის წამყვანის (ან მაუწყებლის სხვა წარმომადგენლის) ინტერვენცია,   რომლის   ფარგლებშიც   წამყვანი   შეაწყვეტინებს   მესამე   პირს   (სტუმარს, რესპოდენტს) არასრულწლოვნისთვის     მავნე     ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციის გავრცელებას და გაემიჯნება მის  შინაარსს. ასეთივე ეფექტურ და გონივრულ  საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს სათანადო  ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენება,  რომლებიც უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერით გასული გადაცემის დაყოვნების შესაძლებლობას (ე.წ. “Broadcast  delay”)  და  მაუწყებელს  შესაძლებლობას  მისცემს  რეალურ  დროში  ჩაერიოს  და ეთერში არ განათავსოს ისეთი პროგრამა, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს.

ყოველივე   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ"   საქართველოს კანონის  561   და  562  მუხლით  გათვალისწინებული  ვალდებულებები  ვრცელდება  როგორც პირდაპირ ასევე  ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემულ  ტელერადიოპროდუქციაზე  და მოიცავს  ნებისმიერი  ტიპისა  და  კატეგორიის  პროგრამას.  გარდა  ამისა,  მაუწყებელს  აქვს ვალდებულება,   გაატაროს   სათანადო   ეფექტური   და   გონივრული   ღონისძიებები,   რათა აღიკვეთოს   არასრულწლოვნებზე    მავნე   ზეგავლენის   მომხდენი    ინფორმაციის    ეთერში გავრცელება, როგორც მაუწყებლის წარმომადგენლების (მაგალითად, წამყვანის), ისე - მესამე პირების (მაგალითად, რესპონდენტების) მიერ. ამრიგად, კომისიამ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა  შპს „ტელეიმედის“ მიერ საჩივარში დასახელებული პროგრამის პირდაპირ ეთერში განთავსებით „მაუწყებლობის შესახებ"   საქართველოს   კანონის   561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

მომჩივანი   მიუთითებს,   რომ   დასახელებული   ფრაზები,   რომლებიც,   მისი   შეფასებით, შეიძლება დისკრიმინაციული იყოს არასრულწლოვნების, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე,   ან   ეთნიკური   და   რელიგიური   ნიშნით   განსხვავებულ   ბავშვთა   მიმართ,   ექცევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის 561  და 562  მუხლებით  გათვალისწინებულ მასალაში  და   პროგრამების   იმ  კატეგორიაში,   რომლებსაც ეს მუხლები ითვალისწინებს. მომჩივანის   წარმომადგენელმა   აღნიშნა,   რომ   „მაუწყებლობის   შესახებ"   საქართველოს კანონის  561   მუხლის  პირველი,  მე-2  და  მე-3  პუნქტები  562   მუხლისაგან  დამოუკიდებლად განსაზღვრავს   ბავშვისთვის   საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან   არასრულწლოვნის დაცვის     ვალდებულებებს.     კერძოდ,     მისი     მტკიცებით,     მაუწყებელი     ვალდებულია, არასრულწლოვანი დაიცვას 561 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციისაგან იმის მიუხედავად, ექცევა  თუ  არა ესა თუ ის ინფორმაცია  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს  კანონის 562 მუხლით გათვალისწინებულ პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელ კრიტერიუმებში.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, მომჩივანის მიერ მითითებული ფრაზები, რომლებიც მისი აზრით დისკრიმინაციულია,  შესაძლოა, პრობლემური იყოს  „მაუწყებლობის  შესახებ" საქართველოს   კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით   გათვალისწინებულ   აკრძალვასთან მიმართებით. კერძოდ, აღნიშნული     საკანონმდებლო     ნორმით     იკრძალება     ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც  რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური,  რელიგიური ან სხვაგვარი  შუღლის   გაღვივების,  რომელიმე  ჯგუფის   დისკრიმინაციის  ან  ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს  ქმნის. როგორც აღინიშნა, აღნიშნულ  ნორმაზე რეაგირება „მაუწყებლობის  შესახებ" საქართველოს კანონის  გათვალისწინებით   შესაძლოა განხორციელდეს      მხოლოდ     მაუწყებლის      თვითრეგულირების      მექანიზმში.      აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში კომისიის გადაწყვეტილებით საჩივარი არ იქნა განსახილველად მიღებული.  ამასთან,  გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შპს  „ტელეიმედს“აღნიშნულ საკითხებზე თვითრეგულირების ფარგლებში უკვე ნამსჯელი აქვს. აღნიშნულის მიუხედავად, მომჩივანი     მიუთითებს,  რომ  მის  მიერ     იდენტიფიცირებული    ფრაზები     შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს   „მაუწყებლობის   შესახებ"   საქართველოს   კანონის   561    მუხლის   1-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

„მაუწყებლობის  შესახებ“  კანონის  561   მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,  მაუწყებელი ვალდებულია     უზრუნველყოს     ბავშვისთვის საფრთხის შემცველი     ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა. მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელს ეკრძალება ისეთი გადაცემის განთავსება,     რომელმაც     შესაძლოა     ზიანი     მიაყენოს     არასრულწლოვნის     ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ,  ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას,  აგრეთვე  მის  ფიზიკურ  და ფსიქიკურ   ჯანმრთელობას.  ამავე  მუხლის  მე-3   პუნქტით მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს  არასრულწლოვნის  სოციალიზაციას.  ამავე  მუხლის  მე-4  პუნქტის  თანახმად  კი, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამების კატეგორიზაციისას იხელმძღვანელოს 562  მუხლით დადგენილი პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმებით.

ამრიგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციისგან დაცვის ვალდებულებების ფარგლები და შინაარსი ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების      გათვალისწინებით დაკონკრეტებულია „მაუწყებლობის  შესახებ" საქართველოს კანონის 562 მუხლში. სწორედ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის   მე-5   პუნქტი   და   562     მუხლი   შეიცავს   საკითხის   დეტალურ   რეგულაციას არასრულწლოვანთა  ასაკობრივი  კატეგორიებისა  და  სამაუწყებლო  პროგრამების  ეთერში განთავსების დროის გათვალისწინებით.   აღნიშნული  ნორმები  დეტალურად   აწესრიგებს რომელი პროგრამა განეკუთვნება  7, 12, 15 და 18 წლამდე ასაკის  არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ პროგრამებს და დღის რომელ მონაკვეთშია დასაშვები მათი განთავსება.

აქედან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შინაარსი კონკრეტდება ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებითა და ამავე კანონის 562  მუხლით. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ აღნიშნული  ვალდებულების დარღვევის  იდენტიფიცირებისათვის უნდა გამოიკვეთოს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 562  მუხლით გათვალისწინებული რომელი პროგრამა განთავსდა ეთერში ამავე კანონის 561  მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წყალგამყოფების დარღვევით. მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის   პირველ,   მე-2   და   მე-3   პუნქტებზე   მითითება   ვერ გახდება მაუწყებლის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის დადგენის თვითკმარი სამართლებრივი საფუძველი.

აღსანიშნავია,      რომ      კანონმდებლის      ამგვარი      მიზანმიმართულება      იკვეთება      იმ საკანონმდებლო  პაკეტის  განმარტებითი ბარათიდანაც, რომლითაც  ცვლილებები  შევიდა „მაუწყებლობის    შესახებ"     საქართველოს     კანონში    და     განისაზღვრა მაუწყებლების არასრულწლოვანთათვის    მავნე    ზეგავლენისაგან    დაცვის    ვალდებულებები.    „ბავშვის უფლებათა    კოდექსის“    პროექტზე    (N07-3/282/9,    13-02-2019)  განმარტებითი  ბარათის მიხედვით,  „კოდექსის  მეორე  კარის  მეცხრე  თავი  (62-68  მუხლები)  ადგენს  ბავშვის  მავნე ზეგავლენისგან  დაცვის   საკითხებს, რაც გულისხმობს ბავშვის   უარყოფითი  სოციალური გარემო  ფაქტორების   გავლენისაგან დაცვას შესაბამისი   სამართლებრივი  საფუძვლების შექმნის     და     სახელმწიფო     და     მუნიციპალური  პროგრამების  და     ღონისძიებების განხორციელების საფუძველზე.  .....   ეს თავი აწესრიგებს ბავშვის  დაცვას მედია სივრცეში, რომლის     ფარგლებშიც დადგენილია მასმედიის     საშუალებებზე  ხელმისაწვდომობის სამართლებრივ შეზღუდვები. შეზღუდვებს  საფუძვლად უდევს ბავშვის ასაკობრივი  ზღვარი და დღეღამის კონკრეტული დროის მონაკვეთი. ......  სამაუწყებლო კომპანიები ვალდებულნი არიან   ფილმების   და   გასართობი   პროგრამების   მაუწყებლობა მოახდინონ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების საფუძველზე. “

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  კომისიამ უნდა შეაფასოს, რამდენად  ექცევა მერი   მელქაძის   საჩივარში    მითითებული   შპს   „ტელეიმედის“    ეთერში   განთავსებული პროგრამის   სადავო   მონაკვეთები „მაუწყებლობის შესახებ"   საქართველოს   კანონის   562 მუხლით  განსაზღვრულ  პროგრამათა  კატეგორიებში  და  დაირღვა  თუ  არა  მათი  ეთერში განთავსების „მაუწყებლობის შესახებ"  საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5  პუნქტით განსაზღვრული დროითი მოთხოვნები.

როგორც   კომისიის   აპარატის    აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების    რეგულირების სამსახურებრივი    ბარათიდან    იკვეთება, საჩივარში წარმოდგენილი     მასალებისა    და არგუმენტაციის  გათვალისწინებით რელევანტურია შეფასდეს, ხომ არ განეკუთვნებოდა შპს „ტელეიმედის“  ეთერში  განთავსებული  გადაცემა „მაუწყებლობის შესახებ"  საქართველოს კანონის 562  მუხლის პირველი  პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ  პროგრამას და ხომ არ დარღვეულა 561 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.

კერძოდ, საჩივარში მოყვანილი  არგუმენტაცია  მასალის  დისკრიმინაციულობასთან ერთად (რაც,  როგორც  აღინიშნა, არსებითად  „მაუწყებლობის  შესახებ" საქართველოს  კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული დარღვევის კონტექსტშია  მნიშვნელოვანი), იგი ასევე     შეიცავდა     ძალადობის     გამართლებას.     „ძალადობის გამართლება“ ამგვარი ფორმულირებით არ არის მოცემული  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს  კანონის 562 პუნქტით  გათვალისწინებული   პროგრამის  არცერთ  კატეგორიაში.   თუმცა,  შესაძლოა,  ამ თვალსაზრისით  რელევანტური იყოს „მაუწყებლობის  შესახებ" საქართველოს კანონის 562 მუხლის  პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული კატეგორია. აღნიშნული ნორმის   მიხედვით   18  წლამდე   ასაკისთვის   შეუფერებლად   მიიჩნევა   ისეთი   პროგრამა, რომელიც შეიცავს „ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს“.

როგორც   კომისიის   აპარატის    აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტის  მონიტორინგის   შედეგებით  დგინდება,  შპს   „ტელეიმედის“   ეთერში,  15 ივნისს,   23:25 საათზე განთავსებულ გადაცემაში - „იმედის ფაქტორი“ მიწვეული სტუმარი - თეა  დარჩია აკეთებს შემდეგ განცხადებას:  „შეიძლება,  მე  არ  უარვყოფ  რომ  რომელიმე პედაგოგი, ან ძიძა, ან აღმზრდელი ამეტებს თავის შესაძლებლობებს და თავის ასე ვთქვათ უფლებებს, შესაძლებელია  ადამიანები ვართ და. ეგ კი არა, მე  დედა ვარ და ჩემი შვილი ხანდახან  ისე   მამწარებს  რომ  რითი  გავეკიდო   ხოლმე   აღარ  ვიცი.  ყველამ  ვიცით   რომ კონფლიქტები სისხლსა და ხორცს შორისაც ხდება და მითუმეტეს ამხელა დაწესებულებაში ამდენი ბავშვით.“

როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს კანონის 562   მუხლის პირველი პუნქტის  „ლ“  ქვეპუნქტის  თანახმად,  18  წლამდე  შეუსაბამოდ  მიიჩნევა  პროგრამა,  თუ  ის შეიცავს   ინფორმაციას,   რომელიც   დადებითად   აფასებს დანაშაულებრივ ქმედებას ან აიდეალებს კრიმინალს. კომისიას მიაჩნია, რომ რესპოდენტი ზემოაღნიშნული განცხადებით არ გამორიცხავს იმას, რომ ძალადობის ფაქტს შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი კონკრეტულ დაწესებულებაში, რაც გამყარებული აქვს იმ არგუმენტით, რომ ოჯახშიც ხშირია კონფლიქტი და  მით  უფრო  შესაძლებელია,  რომ    ზემოაღნიშნულ    დაწესებულებაშიც    ხდებოდეს ანალოგიური დანაშაული, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ისე, რომ განცხადების შინაარსი ატარებს  დანაშაულებრივი  ქმედების  დადებითად  შეფასების  შინაარსს.  შესაბამისად,  შპს „ტელეიმედის“ ეთერში გადაცემული პროგრამის შინაარსის გათვალისწინებით არ იკვეთება, რომ    სტუმარი    დადებითად    აფასებს    ან    აღმზრდელების    მიერ,    ან    მშობლის    მიერ არასრულწლოვნის  წინააღმდეგ  რომელიმე  დანაშაულის  ჩადენას.    აქედან  გამომდინარე, სადავო  მონაკვეთი არ განეკუთვნება  „მაუწყებლობის  შესახებ" საქართველოს  კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ისეთ პროგრამას, რომელიც 8 წლამდე ასაკისთვის შეუფერებელია და რომელიც ეთერში არ უნდა განთავსდეს 06:00-დან 24:00-საათამდე დროის შუალედში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ   დასტურდება  შპს  „ტელეიმედის“  მიერ   სადავო მასალის ეთერში განთავსებით „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561  და 562 მუხლების დარღვევა.  შესაბამისად, მერი მელქაძის საჩივარი  (Nშ-21-9/2956; 12.07.2021) შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6   მუხლის   პირველი   ნაწილის   და   მე-7   მუხლის,   53-ე  მუხლის,    საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მე-3  მუხლის პ) ქვეპუნქტის,  66-ე მუხლის,  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე), ტ) და ტ2) ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ი), ვ) და კ) ქვეპუნქტების, მე-14  მუხლის,   451  მუხლის მე-10 პუნქტის,  53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 561  მუხლის,   562  მუხლის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის  პირველი,  მე-2 და მე-4 პუნქტების, 72-ე მუხლის  პირველი  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მერი მელქაძის საჩივარი (Nშ-21-9/2956; 12.07.2021) შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდეს;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების  შპს   „ტელეიმედისთვის“   და    მერი   მელქაძისთვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა და  გადაწყვეტილების   კომისიის    ოფიციალურ   ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4.  გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის   მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს    კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები