საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №13 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2021 11:36
მიღების თარიღი აპრილი 08, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №13 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 08 აპრილის N13 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2021 წლის 08 აპრილის N13 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №13 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2021 წლის 08 აპრილი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის N13 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. საქართველოში იაპონიის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. ინდ. მეწარმე „თინათინ ჭიღლაძისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. შპს„ჯი-ემ-თი სასტუმროებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. რადიომოყვარულ როსტომ ქუთათელაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
9. შპს „სეზონი ტვ“-ის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
10. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
11. შპს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს (ს/კ 405401337) წილის 50%-ის შპს „ტელეკომ 1“-ის (ს/კ405374063) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
12. შპს„ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);
13. შპს,,ახალი ქსელების“ და შპს ,,ახტელის“ მიმართ შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტი).
14. შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიმართ შპს „ნირაკოს“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი).
