საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №02 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2021 22:40
მიღების თარიღი იანვარი 28, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №02 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 28 იანვრის N02 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2021 წლის 28 იანვრის N02 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს „RIEDEL“-ისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
ბ) შპს „სითი ტელეკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
გ) შპს „ალტ ინფოს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის №გ-20-1/865 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
2. კომისიის 2021 წლის 28 იანვრის N02 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №02 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2021 წლის 28 იანვარი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის N02 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლია ვოტ - ადმინისტრაცია);
2. შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. ინდ. მეწარმე ვლადიმერ პაპიტაშვილისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. შპს „ახალი ტაქსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. შპს „რუსელოისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. შპს „რომპეტროლ საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. შპს „ავიასერვისის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი -
სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
9. რადიომოყვარულ შალვა ბერიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
10. შპს „პროვაიდერს გრუპის“ (ს/კ405352354) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
11. შპს „ახალი საქართველოს“ (ს/კ422431924) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
12. შპს „ვერტექსის“ (ს/კ416342014) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
13. შპს „ტელეკომ 1”-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
14. შპს „ახალის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს.მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
15. შპს „ჯეო მედიას“ კერძო მაუწყებლობის №№B59, B76, B93 და B96 ლიცენზიების შპს „მედია ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
16. შპს „RIEDEL“-ისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
17. შპს „სითი ტელეკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
18. შპს „ალტ ინფოს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის №გ-20-1/865 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
19. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ (ს/კ 204563123) წილის 100%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მერაბ კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
20. შპს „7 არხის“ (ს/კ 205057338) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მეტეხი-2014“-ის (ს/კ 406114565) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მერაბ კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
21. შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ლევან მაისურაძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);
22. შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);
23. შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);
24. შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);
25. სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ თ. ბოლქვაძის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტი);
26. სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);
27. შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);
28. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);
29. შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტი);
30. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ქეთევან რეხვიაშვილი - ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი);
31. შპს „მაგთიკომის“ მიერ საცალო ტარიფების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. სანდრო ჭიჭინაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
32. შპს „მაგთიკომის“ მიერ საცალო ტარიფების ცვლილებაზე კომისიის წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. სანდრო ჭიჭინაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).
