წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-17 / 234

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2021 15:09

მიღების თარიღი აპრილი 15, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 15 აპრილის N15 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 15 აპრილის   სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) ააიპ „ოუფენ ნეტის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს „სსსო“-ს მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 15 აპრილის   სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №15  სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                      2021 წლის 15 აპრილი, 15:00 საათი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2021 წლის  N15 სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. შპს  „გიანთი ლოჯისტიკსისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 11 მარტის № გ-21-7/119 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ    (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. ინდ. მეწარმე გოდერძი არჯევანიძის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6. შპს „ლუკა 2007“-ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.შპს“ საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. შპს   „ქართული   სატელეფონო   კომპანია   ჯტს“-ისთვის   ნუმერაციის   რესურსით  სარგებლობის უფლების გაუქმებისა და შპს   „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9. ააიპ „ოუფენ ნეტის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

10.  შპს „სსსო“-ს მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

11. შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

12. შპს  „ჯეო  ჩენელზისათვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

13.  შპს „ალტ ინფოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ლევან მაისურაძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

14. შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიმართ შპს „ნირაკოს“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

15.შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის ცვლილების შესახებ (მომხს. ირაკლი ბუთბაია - სამართლებრივი დეპარტამენტი).

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები