წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-17 / 237

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 21, 2021 12:10

მიღების თარიღი აპრილი 20, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 20 აპრილის N16 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 20 აპრილის N16 დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 20 აპრილის N16 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე          თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი



საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის    №16  სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი                                                                          2021 წლის 20 აპრილი, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის N16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. საქართველოს   საგარეო   საქმეთა   სამინისტროსთვის   არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში    მომსახურების    მიწოდების    წესებისა    და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ    რეგლამენტის  დამტკიცების    თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის   თაობაზე   საქართველოს   კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტი).

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები