წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №17 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-17 / 241

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2021 12:30

მიღების თარიღი აპრილი 22, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №17 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 22 აპრილის N17 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1  კომუნიკაციების  კომისიის  2021  წლის  22  აპრილის    სხდომის  დღის  წესრიგი  დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე  თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე  წევრი

ნათია კუკულაძე   წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №17  სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი   2021 წლის 22 აპრილი, 15:00 საათი

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2021 წლის  N17 სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „ბათუმის ნავთობტერმინალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    შპს    „კომპანია    ბლექ    სი    გრუპისთვის“    არაავტორიზებადი საქმიანობისთვის   დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ   (მომხს.    მაია    ქადეიშვილი    -    სამართლებრივი    დეპარტამენტი,    ლიცენზირებისა    და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.    სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7. შპს „ომეგა მ.ბ.რ.“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. შპს „ტრანსფორდისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ   (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.    რადიომოყვარულ     დავით     დგვარელისთვის     რადიოელექტრონული საშუალებებისა     და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. რადიომოყვარულ    აკაკი    დევდარიანისთვის    რადიოელექტრონული  საშუალებებისა    და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

11.  შპს „მაქსტელკომის“ (ს/კ404499253) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

12.  შპს “სეზონი ტვ“-ის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

13.  შპს „ვიფიშერისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

14.  შპს  „ქლაუდ  ცხრას“  (ს/კ  405063755)  წილის  50%-ის  შპს  „ექსპერტ  სოლუშენს  ჯორჯიას“  (ს/კ404462283) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი -სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

15.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე (მომხ. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები