საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2021 15:50
მიღების თარიღი მაისი 13, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 13 მაისის N19 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 13 მაისის სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს "პისიმაქსისთვის" (ს/კ 206343875) და შპს "ფოპტნეტისთვის" (ს/კ204892330) 2020 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების შესაბამისი ინფორმაციის ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებითი ცხრილების სახით წარმოდგენის თაობაზე (მომხს. გიორგი ბაშარული - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
2. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 13 მაისის სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №19 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2021 წლის 13 მაისი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის N19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. შპს "პისიმაქსისთვის" (ს/კ 206343875) და შპს "ფოპტნეტისთვის" (ს/კ 204892330) 2020 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების შესაბამისი ინფორმაციის ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებითი ცხრილების სახით წარმოდგენის თაობაზე (მომხს. გიორგი ბაშარული - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
3. შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);
4. შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);
5. შპს „ბექასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი).
oomoaos B.:ia:::io::iErn, a.:ia<o. ol11811lrnarn, a. 5011 a. monErn,n. 0144
+995 32 292 16 67
+995 32 292 16 25
კახი ბექაური
თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
