წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-17 / 294

გამოქვეყნების თარიღი მაისი 29, 2021 13:51

მიღების თარიღი მაისი 27, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 27 მაისის N22 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 27 მაისის N22 სხდომაზე სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა)შპს„აჭარა ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გ-20-9/559 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ეკა სიჭინავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

2. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 27 მაისის N22 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე                წევრი

ეკატერინე იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე              წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №22  სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                                             2021 წლის 27 მაისი, 15:00 საათი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2021 წლის  N22 სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს„ალგანისთვის“   არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის   დამხმარე   ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. შპს„ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. უცხოური საწარმოს ფილიალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. უცხოური საწარმოს ფილიალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7. რადიომოყვარულ  გია ჭოხონელიძისთვის  რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. „ააიპ„სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისთვის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 12 იანვრის N21/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX F ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.  „შპს „სტერეო+”-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების  შეტანისა  და  შპს  „დი+“-ის  კუთვნილი  რადიოსიხშირული  სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. შპს„სტერეო+“-სთვის  ციფრული  მიწისზედა  სატელევიზიო  ქსელის  უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

11.  „ააიპ „თავისუფალი მედია სივრცესთვის“ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის   2017   წლის   17   იანვრის   N28/1   გადაწყვეტილებაში   ცვლილებების   შეტანისა   და  ააიპ„თავისუფალი მედია სივრცის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX G ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

12. შპს „ლეველ 3“-ს (ს/კ405188112) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

13.  შპს „ეარნეტის“ (ს/კ400005784) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

14. შპს „აჭარა ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

15. „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გ-20-9/559 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს.  ეკა სიჭინავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

16.  შპს „ორბიტა-2005“-ის (ს/კ 205107935) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მალტისოფტის“ (ს/კ405059289) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

17.  შპს „ლოკალნეტის“ (ს/კ 400301801) კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს „კაიქსელის“ (ს/კ431953460) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

18. შპს  „BATUMI  MEDIA  GROUP“-ისთვის  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

19. შპს „ასანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

20. შპს „გიგაბიტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

21.  სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2020 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ (მომხს. ნათია დევდარიანი - ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფი).

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები