საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2021 16:59
მიღების თარიღი ივნისი 03, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 03 ივნისის N24 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 03 ივნისის N24 სხდომაზე სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
2. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 03 ივნისის N24 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №24 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2021 წლის 03 ივნისი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის N24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. შპს „გალერია ჰოტელ მენეჯმენტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. შპს „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. უცხოური საწარმოს ფილიალისთვის ენმარ ქონსთრაქშენ ბ.ვ.-ს ფილიალი საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 2 აპრილის № 131/7გ-20-7/376 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. შპს„ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
9. შპს „არკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
10. სსიპ„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
11. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
12. შპს„ჰერეთნეტის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
13. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის № გ-21-23/295 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
14. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
15. შპს „PC&I Networks“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);
16. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი).
