წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-17 / 353

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2021 22:38

მიღების თარიღი ივნისი 17, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 17 ივნისის N26 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 17 ივნისის N26 სხდომაზე სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა) შპს „ცენტრალნეტის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ)შპსფრიტვ-სთვისდოკუმენტაციისსრულყოფილადწარმოდგენისმიზნითდამატებითივადის განსაზღვრისშესახებ(მომხს.მაიაქადეიშვილი- სამართლებრივიდეპარტამენტი,ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

გ)შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის2021  წლის11  მარტის№გ-20-1/137გადაწყვეტილებაშიცვლილებისშეტანისშესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

დ)საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021  წლის 20  მაისის Nგ-21-10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ციალა უჯმაჯურიძე -   სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

2. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 17 ივნისის N26 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.შოვნაძე).

ვახტანგ აბაშიძე                 წევრი

ეკატერინე იმედაძე            წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №26  სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                                              2021 წლის 17 ივნისი, 15:00 საათი

1.  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2021 წლის  N26 სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს„საქაერონავიგაციისთვის“   დამხმარე   ტექნოლოგიური   დანიშნულებით   გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. შპს„თბილისი პარკისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. „BROTHERS“-სთვის  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. რადიომოყვარულ ნოდარ უღრელიძისთვის  რადიოელექტრონული  საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.  რადიომოყვარულ    ლევან    თხინვალელისთვის    რადიოელექტრონული    საშუალებებისა    და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7. შპს„ცენტრალნეტის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. შპს''ფრი ტვ"-სთვის დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9. შპს„ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 11 მარტის №გ-20-1/137 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2021  წლის  20  მაისის  Nგ-21-10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ციალა უჯმაჯურიძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

11. შპს„სისტემ 1“-ის (ს/კ 412748923) წილის 100%-ის ფიზიკური პირის გრიგოლ ადეიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

12. შპს„სტანდარტის“ (ს/კ 205033523) წილის 100%-ის ფიზიკური პირის ლაშა ქაშიბაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

13. შპს„სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია ინტეროპტიკის“ (ს/კ 202893510) წილის 25%-ის ფიზიკური პირის ლაშა ქაშიბაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

14. შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

15. შპს„ტვ  საფერავისათვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

16. ა(ა)იპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

17. შპს„ჭადრაკი  ტვ“-ისათვის  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

18. შპს „რადიო   კომპანია   პირველი   რადიოსათვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

19. შპს„გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

20. შპს„მრ.ფაბლიშერისთვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების   საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

21.  შპს„აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

22. შპს„ტელეკომპანია მზესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

23. ა(ა)იპ„ჟურნალისტები   და   იურისტები   დემოკრატიისა   და   ადამიანის   უფლებებისთვის“ ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის  განხილვის  შესახებ (მომხს.  თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

24. შპს„მთავარი  არხისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი).

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები