წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-17 / 362

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2021 15:23

მიღების თარიღი ივნისი 24, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 24 ივნისის N27 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 24 ივნისის N27 სხდომაზე სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი:

ა) შპს „მაიფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს „ვიფიშერისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

გ) შპს „მულტინეტისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

დ) შპს „ბრენდის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

ე) ი/მ „თემურ დიასამიძე - ეკონომ ტაქსი ბათუმის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

2. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 24 ივნისის N27 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.შოვნაძე).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №27  სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი     2021 წლის 24 ივნისი, 15:00 საათი

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2021 წლის  N27 სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    რადიომოყვარულ  მიხეილ  ჯანვერდაშვილისთვის  რადიოელექტრონული  საშუალებებისა     და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.    შპს „პარაგრაფ შეკვეთილისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. რადიომოყვარულ ლევან მგალობლიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. რადიომოყვარულ  ვახტანგ  მუმლაძისთვის  რადიოელექტრონული  საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.    რადიომოყვარულ       ევგენი       მეზინისთვის       რადიოელექტრონული       საშუალებებისა       და მაღალსიხშირული        მოწყობილობების  გამოყენებისათვის  სახმობის  მინიჭების  შესახებ  (მომხს.  მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7. რადიომოყვარულ    უჩა    აბჟანდაძისთვის    რადიოელექტრონული    საშუალებებისა    და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.  საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.    შპს „მაიფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

10.  შპს „ვიფიშერისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

11. შპს „მულტინეტისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

12.  შპს „ლოკალნეტის“ (ს/კ 438734540) წილის 50%-ის ფიზიკური პირის ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

13.  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (ს/კ 204876081) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

14.  შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი  - სამართლებრივი დეპარტამენტი);

15. შპს „ბრენდის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

16. ი/მ  „თემურ  დიასამიძე  -  ეკონომ  ტაქსი  ბათუმის“  მიერ  საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

17. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი).

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები