წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-17 / 381

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2021 16:29

მიღების თარიღი ივლისი 01, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 01 ივლისის N28 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 01 ივლისის N28 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა)„მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გ-20-9/559     გადაწყვეტილებაში     ცვლილების     შეტანის     თაობაზე     (მომხს. ეკა სიჭინავა     -სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

ბ) შპს „ფრი ტვ”-ს ავტორიზაციის განახლების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 01 ივლისის N28 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური 

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №28 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                      2021 წლის პირველი ივლისი, 15:00 საათი

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2021 წლის  N28 სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლია ვოტ - ადმინისტრაცია);

2.   „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გ-20-9/559 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. ეკა სიჭინავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

3.    შპს “ჯეონეთისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.  შპს  „ბლექ   სი  არენა     ჯორჯიასთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.  მაია  ქადეიშვილი    -    სამართლებრივი    დეპარტამენტი,    ლიცენზირებისა    და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. შპს „ბრენდისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6. რადიომოყვარულ ფილიპ ერემენკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული   მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.  საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.    შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის (ს/კ211370050) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.     შპს „ფრი ტვ”-ს ავტორიზაციის განახლების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2021  წლის  20  მაისის  Nგ-21-10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ციალა უჯმაჯურიძე - სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

11.  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (ს/კ 204876081) წილის 38%-ის შპს   „სისტემ   ნეტის“   (ს/კ   205267423)   მიერ   შეძენაზე   თანხმობის   მიცემის   საკითხის   განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

12. შპს  „მრ.ფაბლიშერისთვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების   საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

13.  შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

14. შპს „ტელეკომპანია მზესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

15.  შპს „რეტნ ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

16.  შპს „ვექტორი ა.ს“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

17. შპს  „ტვ  საფერავისათვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

18. შპს  „ჭადრაკი  ტვ“-ისათვის  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

19. შპს   „რადიო   კომპანია   პირველი   რადიოსათვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

20. შპს „ბრენდის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

21. ი/მ  „თემურ  დიასამიძე  -  ეკონომ  ტაქსი  ბათუმის“  მიერ  საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

22. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები