საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 30, 2021 12:18
მიღების თარიღი აგვისტო 26, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 26 აგვისტოს N37 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 26 აგვისტოს N37 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 7 (შვიდი) საკითხი:
ა) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
ბ) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
გ) შპს „ტელეიმედის“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
დ) შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
ე) შპს „მედია ჰოლდინგის“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
ვ) შპს „ფორმულას“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
ზ) შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
2. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 26 აგვისტოს N37 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
