წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-17 / 51

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2021 18:21

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 04 თებერვლის N03 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2021 წლის 04 თებერვლის N03 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „ნეტფრეიმ ჯორჯიას“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს „სმარტ ტვ“-ის ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. ამოღებულ იქნეს განხილვიდან კომისიის 2021 წლის 04 თებერვლის N03 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-8 საკითხი შპს კახეთის სპორტულ-ტექნიკური კლუბი „მიმინოსთვის“ რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ;

3. კომისიის 2021 წლის 04 თებერვლის N03 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №03 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                             2021 წლის 04 თებერვალი, 15:00 საათი

 

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის N03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლია ვოტ - ადმინისტრაცია);

2. შპს „წინსვლისთვის“  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. შპს„ფალავანისთვის“  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. შპს„ელესჯისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის“ არაავტორიზებადი     საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7. სსიპ„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლო ბის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. რადიომოყვარულ გივი ბიჭოლაშვილისთვის რადიოელექტრონული          საშუალებებისა    და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9. შპს„კიბერ მარკეტინგისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. შპს„ურბან  ფოუნის“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  №  N480 უფლების  გაუქმებისა  და კომისიის 2019 წლის 11 ივლისის № გ19-15/410 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

11. შპს„ნეტფრეიმ ჯორჯიას“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი            დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

12. შპს „სმარტ ტვ“-ის ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

13. შპს„პისი მაქსის“ (ს/კ 206343875) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ მამუკა ქავთარაძის და შპს „პისი მაქსის“ (ს/კ 206343875) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ვლადიმერ ქვილითაიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მერაბ კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

14. სს „სილქნეტის“  მიერ  წარმოდგენილი  ინფორმაციის  ნაწილობრივ  კომერციულ  საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. კოტე ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);

15. შპს„მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

16. შპს„ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

17. შპს„ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

18. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები