წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-17 / 587

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2021 17:25

მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის N50 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის N50 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს „ჯეონეთისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს „ვიფიშერისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

გ) შპს „ტელეიმედის“ მიერ საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თინა ჭაჭუკაშვილი - აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი).

2. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის N50 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს

წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები