წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №53 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-17 / 610

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2021 12:37

მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №53 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 11 ნოემბრის N53 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 11 ნოემბრის N53 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა) შპს „გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ნინო ლირთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს „სმარტნეტისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. ნინო ლირთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

გ)  ინდ.მეწარმე  „აკაკი     უგრეხელიძის“   მიერ  ავტორიზაციის  მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის  განხილვის  თაობაზე    (მომხს.    ნინო    ლირთქიფანიძე  -  სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

დ) შპს „ჯეო ეს ემ ესის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. ნინო ლირთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 11 ნოემბრის N53 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები