წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-17 / 93

გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2021 17:54

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 25 თებერვლის N06 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2021 წლის 25 თებერვლის N06 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2(ორი) საკითხი:

ა) შპს „სსსო“-სთვის დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის      თაობაზე     (მომხს.     მაია     ქადეიშვილი     -     სამართლებრივი     დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. კომისიის 2021 წლის 25 თებერვლის N06 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №06  სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                                                       2021 წლის 25 თებერვალი, 15:00 საათი

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2021 წლის  N06 სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „ტაქსი სითისთვის“ არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.  ინდ. მეწარმე ელგუჯა თავდიშვილისთვის არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის   დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. გაეროს   ლტოლვილთა   უმაღლესი   კომისარიატის   (UNHCR)   წარმომადგენლობისთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. საქართველოში    გაერთიანებული    ერების    განვითარების    პროგრამისთვის    (UNDP) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.  საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.  შპს „ნიუ ტელეკომის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.   შპს „ქლაუდ იქსის“   მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ        (მომხს.   მაია ქადეიშვილი    -    სამართლებრივი    დეპარტამენტი,    ლიცენზირებისა    და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.   შპს „სსსო“-სთვის დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

10.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ                    (მომხს.    მაია    ქადეიშვილი    -    სამართლებრივი    დეპარტამენტი,    ლიცენზირებისა    და ავტორიზაციის ჯგუფი);

11. შპს „იბერია TV-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

12.  შპს   ,,სამაუწყებლო   კომპანია   რუსთავი   2“-ის,   შპს   ,,ფორმულას“,   შპს   ,,მთავარი   არხის“,   შპს

,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გიორგი გოცირიძის,   ბესარიონ წულაიას, გიგა გუდაძის და მამია გრიგოლიას საჩივრების განხილვის თაობაზე (მომხს. პავლე ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტი; თანამომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი).

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები