შპს„იბერია TV”-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2021 16:29
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2021
შპს„იბერია TV”-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (N 21-10-232, 08/02/2021) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „იბერია TV”-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2021 წლის 8 თებერვალს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კომისიას წერილობით (N 16/11361, 08/02/2021) აცნობა, რომ კომისიის რეგულირების სფეროში შემავალ სუბიექტს, შპს „იბერია TV”-ის, რომელიც არის მე-3 კატეგორიის საწარმო, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების შემოწმებისას გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები: - წარდგენილი ანგარიშგება არ არის მსს ფასს სტანდარტის შესაბამისი, კერძოდ ატვირთულ ანგარიშგებაში არ არის მოგება-ზარალის ანგარიშგება შესადარის პერიოდზე; ასევე, არის შემდეგი ხარვეზები: - ციფრულად შევსებული ფინანსური მდგომარეობის და მოგება-ზარალის ანგარიშგებები არ არის შევსებული ატვირთული ანგარიშგების შესაბამისად; - პროგრამულად არ არის მითითებული მშობელი საწარმო; - კატეგორიაში მითითებული სულ აქტივები არ არის ანგარიშგების მიხედვით შევსებული.
ასევე, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილის თანახმად, სამსახურის უფროსის 2021 წლის 18 იანვრის N002091 ბრძანებით, სუბიექტს განესაზღვრა 10 (სამუშაო) დღიანი ვადა ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. მითითებული ვადა ამოიწურა 2021 წლის 04 თებერვალს და სატელეფონო კომუნიკაციით სუბიექტი აღნიშნავს, რომ უახლოეს ვადებში აღმოფხვრის მითითებულ ხარვეზებს.
შპს „იბერია TV”-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 25 თებერვალს, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კომისიას წერილობით (N 16/21987, 24/02/2021) აცნობა, რომ შპს „იბერია-TV“-ის მიერ 2021 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით წარმოდგენილ ანგარიშგებას აქვს შემდეგი ხარვეზები: ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აქტივების ჯამი არასწორი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი; ციფრული ფორმების ჩანართში, არ არის მითითებული მშობელი საწარმო. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შედგა კომუნიკაცია სუბიექტთან სამსახურის მხრიდან, ხარვეზი აღმოიფხვრება უახლოეს ვადებში.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კვლავ მიმართა კომისიას წერილობით (N 16/22591, 25/02/2021) და აცნობა, რომ 2021 წლის 25 თებერვალს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს, შპს „იბერია-TV“-ის (ს/კ201950594) მიერ წარედგინა ანგარიშგება, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. აღნიშნული ანგარიშგება გასაჯაროვდა უხარვეზო სტატუსით.
კომისიის 2021 წლის 25 თებერვლის სხდომას ესწრებოდა შპს ,,იბერია TV“-ის წარმომადგენელი ანა საგანელიძე და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ინგა კობახიძე. ინგა კობახიძემ სხდომაზე დაადასტურა, რომ ანგარიშგება აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ის გასაჯაროვებულია უხარვეზო სტატუსით.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N 21-10-232, 08/02/2021).
2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილები (N 16/11361, 08/02/2021).
3. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილები (N 16/21987, 24/02/2021);
4. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილები (N 16/22591, 25/02/2021);
5. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2021 წლის 25 თებერვლის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
6. შპს „იბერია TV”-ის შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „იბერია TV” წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს (14.07.2015). მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა.
2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბაზის მიხედვით, შპს „იბერია TV” წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის უ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ III კატეგორიის საწარმოს.
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „იბერია TV” ვალდებულია ამ კანონით მისთვის დადგენილი ანგარიშგება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.
4. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 18 იანვრის N 002091 ბრძანებით, სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 10 (სამუშაო) დღიანი ვადა. მითითებული ვადა ამოიწურა 2021 წლის 04 თებერვალს.
5. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS)“. სუბიექტის მიერ წარდგენილი ანგარიშგება არ იყო მომზადებული კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მათ შორის, ანგარიშგებაში არ იყო მოგება-ზარალის ანგარიშგება შესადარის პერიოდზე. ასევე, ფიქსირდებოდა შემდეგი ხარვეზები: - ციფრულად შევსებული ფინანსური მდგომარეობის და მოგება-ზარალის ანგარიშგებები არ იყო შევსებული ატვირთული ანგარიშგების შესაბამისად; - პროგრამულად არ იყო მითითებული მშობელი საწარმო; - კატეგორიაში მითითებული სულ აქტივები არ იყო ანგარიშგების მიხედვით შევსებული. ასევე, შპს „იბერია-TV“-ის მიერ 2021 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით წარმოდგენილ ანგარიშგებას უფიქსირდებოდა დარღვევები. კერძოდ, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აქტივების ჯამი არასწორი მაჩვენებლით იყო წარდგენილი; ციფრული ფორმების ჩანართში, არ იყო მითითებული მშობელი საწარმო.
6. 2021 წლის 25 თებერვალს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს, შპს „იბერია-TV“-ის (ს/კ201950594) მიერ წარედგინა ანგარიშგება, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. აღნიშნული ანგარიშგება გასაჯაროვდა უხარვეზო სტატუსით.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.
2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახური ვალდებულია ამ კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ- ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა.
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/ საზედამხედველო ორგანო.
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-
9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით.
5. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.
6. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „იბერია-TV“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2019 წლის ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში კანონით დადგენილ ვადაში და სტანდარტის დაუცველად წარდგენით დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების საფუძველია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის დარღვევა აღმოფხვრილ იქნა და ანგარიშგება გამოქვეყნებულია სტატუსით - უხარვეზო, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,იბერია TV“-ი ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-8 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „იბერია TV“-ის ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს ,,იბერია TV“-ი გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების ასლის შპს „იბერია TV”- სთვის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „იბერია TV”-სთვის ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „იბერია TV”-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
