წვდომის მენიუ

შპს „აგროკომუნიკატორის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 144

გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2021 18:08

მიღების თარიღი მარტი 11, 2021

შპს „აგროკომუნიკატორის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის   სამსახურებრივი ბარათის (N21-10-396, 04.03.2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „აგროკომუნიკატორისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N 21-10-396,  04.03.2021) აღნიშნულია,   რომ მაუწყებლობაზე  ავტორიზებული   პირი   შპს„აგროკომუნიკატორი“ არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;   ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

მაუწყებლებს 2021 წლის 26 იანვარს გაეგზავნათ წერილი (Nგ-21-03.143), ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენის თაობაზე. მიუხედავად ამისა, შპს „აგროკომუნიკატორს“ კომისიაში ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „აგროკომუნიკატორისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 11 მარტს, 15:00 საათზე, რის შესახებაც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, შპს „აგროკომუნიკატორს“ ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, შპს „აგროკომუნიკატორს“  ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@comcom.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად,    ყველა  თანმდევი  სამართლებრივი  შედეგით. ამასთანავე,   შპს,,აგროკომუნიკატორს“    ეცნობა,   რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის  ოფიციალურ  ვებგვერდზეც (www.comcom.ge).

კომისია აღნიშნავს,  რომ  2021 წლის 5  მარტს  კომისიაში  შემოვიდა  შპს„აგროკომუნიკატორის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1054) თანდართული დოკუმენტაციით, რომლითაც წარმოდგენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.

კომისიის 2021 წლის 11 მარტის სხდომაზე შპს „აგროკომუნიკატორის“  წარმომადგენელს არ გამოუთქვამს საკუთარი მოსაზრება.

II.  გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათი (N21-10-396, 04.03.2021);

2.   კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის გაგზავნილი წერილი (N გ-21-03/143; 26.01.2021).

3.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და   კომისიის ავტორიზებულ პირთა  უწყებრივი რეესტრიდან შპს„აგროკომუნიკატორის“ შესახებ მონაცემები.

4.   შპს „აგროკომუნიკატორისთვის“  გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 11 მარტის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

5. შპს „აგროკომუნიკატორის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილი (05.03.2021 Nშ-21-6/1054) თანდართული დოკუმენტაციით.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს  „აგროკომუნიკატორი“  წარმოადგენს  მაუწყებლობის  სფეროში ავტორიზებულ პირს.

მტკიცებულება: მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო    (არაკომერციული) იურიდიული  პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2. შპს„აგროკომუნიკატორს“ კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის   სამსახურებრივი ბარათი (N21-10-396, 04.03.2021);

3. 2021 წლის 5 მარტს შპს „აგროკომუნიკატორმა“ სრულად წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;

მტკიცებულება:  შპს  „აგროკომუნიკატორის“  მიერ  კომისიაში  წარმოდგენილი  წერილი (05.03.2021 Nშ-21-6/1054) თანდართული დოკუმენტაციით;

4. შპს„აგროკომუნიკატორის“   მიმართ  ბოლო   ერთი   წლის   განმავლობაში   იგივე დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის   შესახებ”  საქართველოს კანონის   მე-2   მუხლის ტ)   ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელი გულისხმობს ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და             რადიომაუწყებლობის   განმახორციელებელ   ლიცენზიის   მფლობელ   ან/და ავტორიზებულ პირს;

2.  ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს  კანონები, სხვა საკანონმდებლო და   კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

4. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  61-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;

5. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის   მიერ   საქართველოს   კანონმდებლობის   დარღვევის   ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის. ავტორიზაციის პირობების  დარღვევის  შემთხვევაში კომისია  ვალდებულია  განიხილოს  შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი   წერილობით   გააფრთხილოს.    კომისიის  მიერ  მაუწყებლის   მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს  განუსაზღვრავს   გონივრულ ვადას დარღვევის  აღმოფხვრისათვის  ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „აგროკომუნიკატორის“ მიერ 2021 წლის პირველი თებერვლიდან დღემდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „აგროკომუნიკატორის“ მიერ 2021 წლის 5 მარტს კომისიაში წარმოდგენილი იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, რითაც კომპანიის მიერ    სრულად    იქნა    აღმოფხვრილი  დარღვევა, კომისია უფლებამოსილია შპს„აგროკომუნიკატორი“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი  პუნქტის,   მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის ვ)  ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „აგროკომუნიკატორი“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;

2. შპს „აგროკომუნიკატორი“   გათავისუფლდეს  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)   გადაწყვეტილების შპს„აგროკომუნიკატორისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „აგროკომუნიკატორის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5.   გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი   დამოწმებული  ასლის შპს„აგროკომუნიკატორისთვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები