წვდომის მენიუ

შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 157

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2021 17:01

მიღების თარიღი მარტი 11, 2021

შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N21-10-341, 25/02/2021) და თანდართული დოკუმენტაციიდან, ირკვევა, რომ 2021 წლის 25 იანვარს კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/250), რომლის თანახმადაც შპს„ფორმულას“ ეთერში გავიდა გადაცემა „ბიზნეს ფორმულა“, რომელშიც ხდებოდა „ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს“ ლოგოს დემონსტრირება, ასევე თამბაქოს კონკრეტული ბრენდების დემონსტრირება, რაც განმცხადებლის აზრით კანონით აკრძალულია.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა განცხადებაში აღნიშნული პროგრამის მონიტორინგი, რის შედეგადაც ირკვევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გადაცემის ფარგლებში 2021 წლის 19 იანვარს შპს „ფორმულას“ ეთერით 14:44 სთ. გავიდა გადაცემა „ბიზნესი ფორმულაზე“, რომლის დროსაც მოხდა თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირება. სიუჟეტში გამოჩნდა თამბაქო, მისი გადამუშავების პროცესი, სიგარეტები და სიგარეტის კოლოფები. სიუჟეტში ასევე მოხდა „ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს“ ლოგოს დემონსტრირება და წამყვანმა ჩამოთვალა თამბაქოს კონკრეტული ბრენდები.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა არის - „თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ან მისი მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი ან/და საბითუმო მოვაჭრე მეწარმე სუბიექტის რეკლამა, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის,     მისი     კოლოფის,     ყუთის,     მოხმარების     პროცესის     ან     მათთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირება.“ აღნიშნული რეგულაციიდან გამომდინარე თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირება თავისთავად უკვე წარმოადგენს მის რეკლამირებას.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-82  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,„აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა, გარდა ექსკლუზიურად თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლისთვის განკუთვნილი ბეჭდური ან ელექტრონული გამოცემისა, რომელიც არაა განკუთვნილი სხვა პირისთვის და არ ვრცელდება სხვა პირზე.“ ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად,

„აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა.“

ზემოაღნიშნული პროგრამის შესწავლის საფუძველზე დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული პროგრამა არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 21  პუნქტს და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 82  მუხლის პირველ პუნქტს. დარღვევა ფიქსირდება არა „ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს“ ლოგოს დემონსტრირებასა და წამყვანის მიერ თამბაქოს კონკრეტული ბრენდების ჩამოთვლაში, არამედ თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირების ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული „რეკლამის შესახებ“ კანონის თანახმად წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებას.

კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტის)   სამსახურებრივი   ბარათების   (N21-10-341,   25/02/2021)   საფუძველზე,

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 11 მარტს, რის თაობაზეც შპს „ფორმულას“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (Nგ-21-03/557, 02.03.2021) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2021 წლის 11 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ფორმულას წარმომადგენელი ე. ქათამაძე, რომელმაც განაცხადა, რომ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია ტელეკომპანიას, რომ „ბრიტიშ ამერიკან ტობაკო“, რომელიც 20 წელია ფუნქციონირებს საქართველოში, ხურავდა თავის წარმომადგენლობას. ფაქტით დაინტერესდა „ბიზნეს ფორმულა“ და გააშუქა საკითხი ეკონომიკური ანალიზის ჭრილში. ამ სიუჟეტის მიზანი არ ყოფილა სარგებლის მიღება, ეს არ ყოფილა არც რეკლამა, არც პროდუქტის განთავსება. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით, რეკლამის ძირითადი მიზანი არის რეალიზაციის ხელშეწყობა. ეს მიზანი ამ სიუჟეტს არ ჰქონია. ეკონომიკური ანალიზის ჭრილში განიხილეს საკითხები, თუ რამ გამოიწვია წარმომადგენლობის დახურვა, ეს უკავშირდებოდა ეკონომიკურ კრიზისს თუ არსებულ რეგულაციებს და ა.შ. ამიტომაც რეკლამა გამორიცხული იყო. რაც შეეხება დემონსტრირებას, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი განსაზღვრავს, თუ რა ითვლება დემონსტრირებად და ეს შეეხება სიგარეტის, მისი აქსესუარის ან მოწყობილობის, ან მოწევის პროცესის დემონსტრირებას. წარმოდგენილ სიუჟეტს თემაზე საუბრისას ფონად გასდევდა ნედლი თამბაქოს დამუშავების კადრები, რაც არ არის დემონსტრირება. დემონსტრირება თუ უშუალოდ რეკლამას გულისხმობს, მე-3 მუხლის მე-12 ნაწილით ეს მართებულად არ მიაჩნიათ. ე. ქათამაძემ აღნიშნა, რომ ამ პუნქტით ერთმანეთისგან გამიჯნულია რეკლამა და დემონსტრირება. მომხსენებელმა ისე განმარტა, რომ დემონსტრირება უდრის რეკლამას. მისი აზრით, რეკლამას თავისი მიზნები აქვს, რეალიზაციას უნდა უწყობდეს ხელს და ა.შ. რა მიზანიც „ტელეკომპანია „ფორმულას“ არ ჰქონია.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.   კომისიის   აპარატის   აუდიო-ვიზუალური   მედია   მომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-341, 25/02/2021) თანდართული მასალით  (თამბაქოს    კონტროლის    ჩარჩო    კონვენციის    იმპლემენტაციისა    და მონიტორინგის ცენტრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/250);

2.   მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   იურიდიული   პირების   რეესტრისა   და   კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ფორმულას“ შესახებ;

3.   შპს „ფორმულასთვის“ გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (N გ-21-03/557, 02.03.2021)

კომისიის 2021 წლის 11 მარტის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

4.   შპს   „ფორმულას“   წარმომადგენლის   ე.   ქათამაძის   ახსნა-განმარტება   გაკეთებული კომისიის 2021 წლის 11 მარტის სხდომაზე.

III.      კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ფორმულა“ წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა:    საერთო    ტელემაუწყებლობა;  ავტორიზაციის თარიღი; 29/08/2019). შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის,    კომისიის  დადგენილებები და გადაწყვეტილებები;  მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

2.   გადაცემის  ფარგლებში  2021  წლის  19  იანვარს  შპს  „ფორმულას“  ეთერით  14:44  სთ. გავიდა გადაცემა „ბიზნესი ფორმულაზე“, რომლის დროსაც მოხდა თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირება. სიუჟეტში გამოჩნდა თამბაქო, მისი გადამუშავების პროცესი, სიგარეტები და სიგარეტის კოლოფები. სიუჟეტში ასევე მოხდა „ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს“ ლოგოს დემონსტრირება და წამყვანმა ჩამოთვალა თამბაქოს კონკრეტული ბრენდები;

3. დარღვევა ფიქსირდება თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირების ნაწილში, ვინაიდან საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირება თავისთავად წარმოადგენს მის რეკლამირებას, რაც აკრძალულია   (იხ. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი, მე-82  მუხლის პირველი პუნქტი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 21 პუნქტი);

4. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ფორმულას“ მიმართ იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან    შესაბამისობაზე ზედამხედველობასა   და კონტროლს  ახორციელებს მხოლოდ  კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების”  მე-4   მუხლის   პირველი   პუნქტის   ბ)   ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;

4.    „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი  პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას  შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს     საერთაშორისო  ხელშეკრულებები,  საქართველოს ორგანული  კანონი  „საქართველოს  საარჩევნო  კოდექსი“,  ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“   საქართველოს   კანონები,    სხვა    საკანონმდებლო    და    კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

5.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი  წესები,  თუ  ამ  კანონით  სხვა  რამ  არ  არის გათვალისწინებული.

6.  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად თამბაქოს          ნაწარმის,  თამბაქოს აქსესუარის    ან/და თამბაქოს    მოხმარებისთვის განკუთვნილი  მოწყობილობის რეკლამა არის თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ან მისი მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი ან/და საბითუმო მოვაჭრე მეწარმე სუბიექტის რეკლამა, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, მისი კოლოფის, ყუთის, მოხმარების პროცესის ან მათთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირება;

7. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-82 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს     ნაწარმის, თამბაქოს     აქსესუარის     ან/და     თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის   რეკლამა,   გარდა ექსკლუზიურად თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლისთვის განკუთვნილი ბეჭდური ან   ელექტრონული   გამოცემისა,   რომელიც   არაა   განკუთვნილი   სხვა პირისთვის და არ ვრცელდება სხვა პირზე;

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 21  პუნქტის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს     ნაწარმის,     თამბაქოს  აქსესუარის  ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა.

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

10. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის   70-ე  უხლის  პირველი  პუნქტის თანახმად,  მაუწყებელი   ვალდებულია   უზრუნველყოს   მის   მიერ   გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

11. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების  შეუსრულებლობის შემთხვევაში,   აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის       შემთხვევაში       კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის  აღმოფხვრისთვის    ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ  კანონის 561 და     562 მუხლებით     გათვალისწინებული     ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.

კომისია  აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესიდან დგინდება, რომ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა არის - თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ან მისი მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი ან/და საბითუმო მოვაჭრე მეწარმე სუბიექტის რეკლამა, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, მისი კოლოფის, ყუთის, მოხმარების პროცესის ან მათთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირება. ამასთან კანონმდებლობით იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კომპანიის მიერ გადაცემის ფარგლებში განხორციელდა თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირება, რაც მის რეკლამირებას გულისხმობს.

აქვე აღსანიშნავია, რომსაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1714 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების  სხვა  ფორმების   დემონსტრირება  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად   ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის პროგრამაში, „თამბაქოს   კონტროლის   შესახებ“ და  „რეკლამის   შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი ნორმების დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ხოლო, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის 72-ე ნაწილის შესაბამისად, კოდექსის 1714–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ქონია თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირებას, არამედ შპს „ფორმულას“ მიერ გადაცემის ფარგლებში განხორციელდა მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირება, რაც მის რეკლამირებას გულისხმობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ გადაცემის ფარგლებში 2021 წლის 19 იანვარს შპს „ფორმულას“ ეთერით 14:44 საათზე გასულ გადაცემაში - „ბიზნესი ფორმულაზე“ თამბაქოს, მისი გადამუშავების პროცესის, სიგარეტების და სიგარეტის კოლოფების დემონსტრირებით, რაც წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებას, დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 21 პუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-82  მუხლის პირველი პუნქტი. ზემოაღნიშნული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ფორმულას“ მიერ ადგილი არ ქონია ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, შპს „ფორმულა“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის პირველი პუნქტის და 21 პუნქტის ,  70-ე მუხლის 1-ლი და მე-

2 პუნქტებისა და 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის, 82 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შპს   „ფორმულას“   მიეცეს   გაფრთხილება   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს კანონის 63-ე  მუხლის  21   პუნქტის,  451 მუხლის  მე-10  პუნქტის  ა)  ქვეპუნქტის,  70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 82 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს    კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას    (ო.ვოტ)    წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ფორმულასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.   დაევალოს   კომისიის   აპარატის   სამართლებრივ   დეპარტამენტს   (თ.   გოშუა)  შპს„ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის      კომისიის  ავტორიზებულ  პირთა უწყებრივ  რეესტრში  შეტანის უზრუნველყოფა;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ფორმულასთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ფორმულასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური     თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები