შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” (ს/კ204876081) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 212

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2021 15:53

მიღების თარიღი აპრილი 01, 2021

შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” (ს/კ204876081) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-208, 03/02/2021) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის Nგ-20-18/868 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N 21-10-208, 03/02/2021) აღნიშნულია, რომ  2020 წლის 26 ნოემბრის კომისიის Nგ-20-18/868 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო და დაევალა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში სრულად წარმოდგენა 2021 წლის პირველ იანვრამდე. კერძოდ, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ უნდა წარმოედგინა შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგის“ (ს/კ R-12975) და შპს „ჯენერის“ (ს/კ094073526) ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაცია. 2020 წლის 3 დეკემბერს შპს „საქართველოს ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციამ“  კომისიას  მიმართა  წერილით  (Nშ-20-6/6092) და წარმოადგინა მხოლოდ შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგის“ (ს/კ R-12975) ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე მონაცემი, კერძოდ, წერილიდან ირკვევა, რომ კომპანიის ბენეფიციარი   მესაკუთრეა ფიზიკური  პირი  N. Panagiotis Tsakos (წარმოდგენილია მხოლოდ სახელი და გვარი, სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემის გარეშე).

2020 წლის 29 დეკემბერს კომპანიამ კვლავ მიმართა კომისიას წერილით (შ-20-6/6541), რომლის მიხედვითაც, კომპანია განმარტავს, რომ მოწვეულ იქნა პარტნიორთა კრება, სადაც განიხილებოდა კომპანიის პარტნიორ და ბენეფიციარ მესაკუთრის შპს „ჯენერის“ სტატუსის დადგენა, თუმცა, კრება არ იქნა გადაწყვეტილებაუნარიანი, რის გამოც მოწვეულ იქნა კრება იგივე დღის წესრიგით 2020 წლის 20 იანვარს. პარალელურად კომპანიის მიერ მოძიებულ იქნა ბერძენი იურისტი, რომელმაც მოიძია ინფორმაცია ათენის სავაჭრო და ინდუსტრიული პალატიდან, რომ 2011 წლიდან კომპანია ჯენერი აღარ იყო რეგისტრირებული, ხოლო 2012 წელს საბერძნეთში შეიცვალა რეგისტრაციის პროცედურა და არც ახალი პროცედურით კომპანიას არ გაუვლია ხელახალი რეგისტრაცია. წერილში აღნიშნულია, რომ კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, სავაჭრო პალატიდან ოფიციალურ დოკუმენტს დასჭირდებოდა მინიმუმ ერთი თვის ვადაში წარმოდგენა, აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ მოითხოვა დამატებითი ვადა შპს „ჯენერის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენისათვის. კომპანიას ინფორმაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია. 2021 წლის 9 თებერვალს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/622; 09.02.2021), კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „ჯენერის“ შესახებ ინფორმაცია გაცემული ქალაქ ათენის სამრეწველო და სავაჭრო პალატის მიერ (აპოსტილით დამოწმებული), რომლის მიხედვითაც, „ჯენერ ანონიმური ზოგადი სანარდო სამშენებლო და სავაჭრო ფირმა“ განსხვავებული ნიშნით შპს „ჯენერ“ აღარ არის აღწერილი საერთო სავაჭრო რეესტრში და არ აქვს წარმოდგენილი კანონით გათვალისწინებული საბუთები, რის შედეგადაც კომპანიას 2012 წლის 21 დეკემბრიდან საერთო სავაჭრო რეესტრში არ გააჩნია „წილი და ფაილი“ რომ მოხდეს აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველზე მოთხოვნილი მოწმობებისა და ასლების გაცემა. კომპანიის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა ელექტრონულ ფოსტაზე ინფორმაცია შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგის“ (ს/კ R-12975), კერძოდ, Tsakos-ის ჯგუფის შესახებ (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/6183; 09.12.2020) სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების გარეშე.

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 11 თებერვალს 15 საათზე, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ამავე შეტყობინებით, კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2021 წლის 11 თებერვლის სხდომას ესწრებოდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორი ნ. შარაშენიძე და წარმომადგენელი ხ. ინჯია. წარმომადგენლების მიერ აღინიშნა, რომ შპს „ჯენერის“ შესახებ მოიძიეს ათენის სამრეწველო პალატიდან ინფორმაცია, რომ ეს კომპანია აღარ არსებობს და ამის მტკიცებულება წარმოადგინეს კომისიაში. დოკუმენტი ახალია და მასზე პარტნიორებს ჯერ არ უმსჯელიათ, ვინაიდან პირველი კრება არ იყო უფლებამოსილი. ამასთან, როგორც კი კრება იმსჯელებდა და პარტნიორები მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ აცნობებენ კომისიას. ნ. შარაშენიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სხდომაზე გააჟღერა იმისთვის, რათა კომისიას სცოდნოდა, როგორ შეასრულა კომპანიის მენეჯმენტმა კომისიის დავალება. შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგის“ შესახებ კი აღნიშნა, რომ Panagiotis Tsakos არის პიროვნება, რომლის იდენტიფიცირება სოციალურ ქსელში ძალიან ფართედ არის წარმოდგენილი როგორც თავად პიროვნების, ისე მისი ბიზნესის, ოჯახის და ა.შ. მისი აზრით, მენეჯმენტს სხვა არაფრის გაკეთება არ შეეძლო იმისთვის, რომ კომისიის დავალება შეესრულებინა და ეცადნენ რომ ყველაფერი მოეძიებინათ.

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორის, ნ. შარაშენიძის მის დაყენებულ იქნა შუამდგომლობა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოსადგენად მხარეს მისცემოდა 2 თვიანი ვადა, ვინაიდან საქმე უცხოელ პარტნიორებს ეხებოდა და დოკუმენტების გაცვლა-გამოცვლას დიდი დრო დასჭირდებოდა. კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა შუამდგომლობა, რის საფუძველზეც, საკითხის განხილვა გადაიდო 2021 წლის 1 აპრილისთვის.

კომისიის 2021 წლის 1 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორი ნ. შარაშენიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგს“ მიაჩნია, რომ წარმოდგენილი აქვს მისი იდენტიფიცირებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი, იმ ბმულზე, რომელიც კომისიაში წარმოადგინეს. ეს არ არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული, ან საეჭვო კომპანია. შპს„საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მესაკუთრეების პირველი კრება იყო არაუფლებამოსილი, რომელზეც უნდა ემსჯელათ შპს „ჯენერის“ პარტნიორობასთან დაკავშირებით და მოწვეულია მეორე კრება, რომელიც ვერ გაიმართა ჯერჯერობი. ნ. შარაშენიძემ ასევე აღნიშნა, რომ უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია დროში ძალიან იწელება და მისი თხოვნაა, კომისიამ რაც შეიძლება მეტი დრო განსაზღვროს, რათა მოესწროს კრების მოწვევა და ვალდებულების შესასრულებლად კომისიამ 3 თვიანი ვადა განსაზღვროს.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-208, 03/02/2021).

2. შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“ 2020 წლის 3 დეკემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/6092).

3.  შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“ 2020 წლის 29 დეკემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nგ-20-03/2837).

4. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-231; 08/02/2021).

5.   შპს„საქართველოს   ცენტრალური   კავშირგაბმულობის   კორპორაციის“  მიერ  2021 წლის 9 თებერვალს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/622; 09.02.2021) კომისიაში წამოდგენილი ინფორმაცია შპს „ჯენერის“ შესახებ.

6. შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის  კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგის“ (ს/კ R-12975), კერძოდ, Tsakos-ის ჯგუფის შესახებ (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/6183;09.12.2020) სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების გარეშე.

7. მონაცემები შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შესახებ მეწარმეთა და  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული  პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

8. შპს ,,საქართველოს  ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს„საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაცია“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი:15.02.2010).

მტკიცებულება: მონაცემები   შპს  „საქართველოს  ცენტრალური   კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

 2. შპს   „საქართველოს   ცენტრალურ   კავშირგაბმულობის  კორპორაციის“ მიერ დარღვეულია კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის Nგ-20-18/868 გადაწყვეტილება, რომლის  შესაბამისად    შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო და დაევალა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში სრულად წარმოდგენა 2021 წლის პირველ იანვრამდე. კერძოდ, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ უნდა წარმოედგინა შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგის“ (ს/კ R-12975) და შპს „ჯენერის“ (ს/კ094073526) ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაცია. 2020 წლის 3 დეკემბერს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიას მიმართა წერილით (Nშ-20-6/6092) და წარმოადგინა მხოლოდ შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგის“ (ს/კ R-12975) ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე მონაცემი, კერძოდ, წერილიდან ირკვევა, რომ კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეა ფიზიკური პირი N. Panagiotis Tsakos (წარმოდგენილია მხოლოდ სახელი და გვარი, სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემი არ არის). 2020 წლის 29 დეკემბერს კომპანიამ კვლავ მიმართა კომისიას წერილით (შ-20-6/6541), რომლითაც მოითხოვა დამატებითი ვადა შპს „ჯენერის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენისათვის.  კომპანიას ინფორმაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია. შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი კომისიის მიერ მისგან გამოთხოვილი ინფორმაცია სრულად და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის მოთხოვნილ ვადაში.

მტკიცებულება:  კომისიის 2020  წლის  26  ნოემბრის  Nგ-20-18/868  გადაწყვეტილება; კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-208,   03/02/2021);    შპს    „საქართველოს        ცენტრალური        კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2020 წლის 3 დეკემბრისა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/6092) და 29 დეკემბრის წერილები (კომისიაში რეგისტრაციის Nგ-20-03/2837).

3.   2021 წლის 9 თებერვალს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/622; 09.02.2021), კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „ჯენერის“ შესახებ ინფორმაცია გაცემული ქალაქ ათენის სამრეწველო და სავაჭრო პალატის მიერ (აპოსტილით დამოწმებული), რომლის მიხედვითაც, „ჯენერ ანონიმური ზოგადი სანარდო სამშენებლო და სავაჭრო ფირმა“ განსხვავებული ნიშნით შპს „ჯენერ“ აღარ არის აღწერილი საერთო სავაჭრო რეესტრში და არ აქვს წარმოდგენილი კანონით გათვალისწინებული საბუთები, რის შედეგადაც კომპანიას 2012 წლის 21 დეკემბრიდან საერთო სავაჭრო რეესტრში არ გააჩნია „წილი და ფაილი“ რომ მოხდეს აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველზე მოთხოვნილი მოწმობებისა და ასლების გაცემა. კომპანიის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა ელექტრონულ ფოსტაზე ინფორმაცია შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგის“ (ს/კ R-12975), კერძოდ,  Tsakos-ის ჯგუფის შესახებ (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/6183; 09.12.2020) სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების გარეშე.

მტკიცებულება: ინფორმაცია Tsakos-ის ჯგუფის შესახებ (კომისიაში რეგისტრაციის N შ-

20-6/6183; 09.12.2020); ინფორმაცია შპს „ჯენერის“ შესახებ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/622; 09.02.2021).

4. შპს„საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  მსგავსი/იდენტური  დარღვევისთვის  დაკისრებული   აქვს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, წერილობითი გაფრთხილების სახით.

მტკიცებულება: კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის Nგ-20-18/868 გადაწყვეტილება.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის     „ა“   ქვეპუნქტის   შესაბამისად,   კომისიის   ერთ-ერთი   ძირითადი   ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციებია: „გ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით                   განსაზღვრული    სპეციფიკური    ვალდებულებების    დაკისრება    და    მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი“; „მ) სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონიდან და კომისიის ამოცანებიდან“.

3. ,,ელექტრონული    კომუნიკაციების    შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტის  თანახმად,  ავტორიზებული  პირი  ვალდებულია  სრულად  და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე       უფლებების       შესახებ       საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე,     ასევე მონაცემები აბონენტთა     რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის  მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ხოლო, ამავე  მუხლის    მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების    სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ დარღვეულია კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის Nგ-20-18/868 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო და დაევალა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში სრულად წარმოდგენა 2021 წლის პირველ იანვრამდე. კომპანიის მიერ კი ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაცია ერთ შემთხვევაში საერთოდ არ იქნა წარმოდგენილი,  ხოლო  მეორე  შემთხვევაში  წარმოდგენილია  არასრულყოფილად. კერძოდ,  შპს „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციას“  უნდა წარმოედგინა შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგის“ (ს/კ R-12975) და შპს „ჯენერის“ (ს/კ094073526) ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაცია. 2020 წლის 3 დეკემბერს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიას მიმართა წერილით (Nშ-20-6/6092) და წარმოადგინა მხოლოდ შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგის“ (ს/კ R-12975) ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე მონაცემი, რომლის მიხედვითაც, კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეა ფიზიკური პირი N. Panagiotis Tsakos. ამასთან, კომპანიის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირის სახელი და გვარი და ინფორმაცია Tsakos-ის ჯგუფის შესახებ, სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების გარეშე, რაც ვერ ჩაითვლება ინფორმაციის წარდგენად, რადგან მხოლოდ სახელი და გვარი არ იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას. შესაბამისად, როგორი ცნობილიც არ უნდა იყოს პიროვნება, მისი ქონებრივი შესაძლებლობისა თუ რეპუტაციის გამო, სამართლებრივად პიროვნების იდენტიფიცირება მხოლოდ სახელით და გვარით ვერ განხორციელდება და საჭიროა სხვა მონაცემიც, რაც შეიძლება იყოს საპასპორტო მონაცემი, პირადი ნომერი, ბიომეტრიული მონაცემი და ა.შ.

რაც შეეხება, შპს „ჯენერის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენას, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „ჯენერის“ შესახებ ინფორმაციას, რომელიც გაცემულია ქალაქ ათენის სამრეწველო და სავაჭრო პალატის მიერ (აპოსტილით დამოწმებული), რომლის მიხედვითაც, „ჯენერ ანონიმური ზოგადი სანარდო სამშენებლო და სავაჭრო ფირმა“ განსხვავებული ნიშნით შპს „ჯენერ“ აღარ არის აღწერილი საერთო სავაჭრო რეესტრში და არ აქვს წარმოდგენილი კანონით გათვალისწინებული საბუთები, რის შედეგადაც კომპანიას 2012 წლის 21 დეკემბრიდან საერთო სავაჭრო რეესტრში არ გააჩნია „წილი და ფაილი“ რომ მოხდეს აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველზე მოთხოვნილი მოწმობებისა და ასლების გაცემა. წარმოდგენილია ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პარტნიორი დღეს არ ფუნქციონირებს, თუმცა კომისია სადაოდ არ ხდის იმ გარემოებას, შპს „ჯენერი“ რეგისტრირებულია თუ არა. აღნიშნული ინფორმაცია, შეიძლება გამოადგეს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ პარტნიორთა კრებაზე, რათა შემდგომში დააკორექტირონ პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ აქვს ვალდებულება, მოქმედი ბენეფიციარები მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია წარმოუდგინოს კომისიას, მათ შორის შპს „ჯენერის“ შესახებ ინფორმაცია. ამასთან,   თუ   შპს   „ჯენერი“   აღარ   არსებობს,   აღნიშნული   გულისხმობს,   რომ  შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ წარმოდგენილი რეესტრის ამონაწერი რეალურ მდგომარეობას არ ასახავს, ამიტომ ავტორიზებულმა პირმა უნდა განაახლოს ინფორმაცია და წარმოადგინოს კომისიაში ის ინფორმაცია, რაც რეალურ მდგომარეობას       ასახავს,  ვინაიდან    საქართველოს    მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული    პირების  რეესტრიდან  ამონაწერის  მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯენერი (094073526) კვლავ ფიქსირდება როგორც პარტნიორი,    შესაბამისად,    საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიის მიერ მოთხოვნილია შპს „ჯენერის“, როგორც კომპანიის მოქმედი პარტნიორის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია, რაც კომისიაში კომპანიის მიერ კვლავ არ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი კომისიის მიერ მისგან გამოთხოვილი ინფორმაცია სრულად და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის მოთხოვნილ ვადაში არცერთი ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის    კორპორაციის“    მიერ,    კომისიის    მიერ    მისგან მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად და მოთხოვნილ ვადაში წარმოუდგენლობით, დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2   პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ასევე დარღვეულია კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის Nგ-20-18/868 გადაწყვეტილებაც, რომლის შესაბამისად, შპს„საქართველოს     ცენტრალური    კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო და ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ ჩადენილია იდენტური დარღვევა კომპანიას უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმა ,,ელექტრონული    კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, კომისიის    გადაწყვეტილებით  დადგენილ  ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ- ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარი. კომისიის აპარატის  საფინანსო-საბიუჯეტო    ჯგუფის    სამსახურებრივი    ბარათის    (№21-10-231;

08/02/2021) თანახმად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობა შეადგენს 21,678.77 ლარს. შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 21,678.77 ლარის ოდენობით. ასევე, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ უნდა დაევალოს კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის, შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგის“ (ს/კ R-12975) და შპს „ჯენერის“ (ს/კ094073526) ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე კომისიაში სრულად წარმოდგენა გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის,  95-ე,  96-ე,  97-ე,  98-ე  და 99-ე  მუხლების,  მე-7  თავის,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“   და   „ბ“   ქვეპუნქტების, 43-ე   მუხლის პირველი   პუნქტის,   45-ე   მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ დაეკისროს ჯარიმა 21,678.77 ლარის ოდენობით ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის Nგ-20-18/868 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

2. დაევალოს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში სრულად წარმოდგენა გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში.

3. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ უზრუნველყოს: ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი   რეკვიზიტების  მიხედვით:   ხაზინის ერთიანი   ანგარიში, ანგარიშის ნომერი -200122900;  ბანკი-სახელმწიფო ხაზინა;  კოდი  -  TRESGE22; სახაზინო კოდი - 300773251.

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი   საბუთის   კომისიაში   წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

4. დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ო.   ვოტ)   აღნიშნული გადაწყვეტილების  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ დაუყოვნებლივ    გაგზავნა  და  კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    გადაწყვეტილების   დამოწმებული  ასლის შპს„საქართველოს ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციისათვის“  ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი  N64)  გადაწყვეტილების შპს  „საქართველოს  ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).

კახი ბექაური                  თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები