შპს „ჯეო ჩენელზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2021 16:19
მიღების თარიღი აპრილი 29, 2021
შპს „ჯეო ჩენელზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-621, 02/04/2021) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეო ჩენელზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-621, 02/04/2021) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2021 წლის 4 მარტს განხორციელდა შპს „ჯეო ჩენელზის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N10. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, გლდანის მე-3 და მე-4 მ/რ-ებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში განთავსებულ შპს „ჯეო ჩენელზის“ ოფისში, კომპანიის სპეციალისტის ა.თანდილაშვილის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ჯეო ჩენელზის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: “Vip HD”, “ტელესკოლა”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, „პალიტრა ტვ“, „ენკი ბენკი“, „ფორმულა“,”GDS”, „აჭარა“, „I გასათობი“, „ობიექტივი“, „იმედი“, „ერთსულოვნება“, „რუსთავი 2“, „ტვ25“, „მთავარი არხი“, „სტერეო+“, „BBB“, “მაესტრო”, „თრიალეთი“, „სილქ უნივერსალი“,„იმერვიზია“, „ქართული არხი“, „მოლიტვ“, “Shoni tv”, „პოს ტვ“, “НТВ мир”, „ORT“, “RTR планета”, “RTVi”, “МИР”, “ВРЕМЯ”, “РЕН ТВ”,„Интер +”, “Россия К”, „СТС“, “Сарафан”, “ТНТ”, “Телекафе”, “НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, “Наше Новое Кино”, „НТВ Киномикс“, “Holliwood”, “XXI”,“Дом Кино“, “Bolliwood”, “Cinema”, “Sony Sc”, “Filmbox”, “Sony turbo”, “Sony int”, “Мир Серияла”, “Наше Любимое Кино”,„Мужской”, „НСТ“, „Карусель“, „Детский Мир“, „Мульт“, “English Club”, “Discovery Sc”, “Animal planet”, “Discovery”, “Trvalel+ adventure”, “История”,„Живая планета“, “TLC”, “Наука”, „Квартал“, „Доктор“, „Т24“, “Моя планета”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “M-1”, „Охота и рыбалка“, „Драйв“, „Здоровое ТВ“, “Бобер”, „Домашние животние”, „РЕТРО“, „Психология“, „Music box “, “Музыка первого”, “Шансон ТВ”, “Mezzo”,„ТМБ“,”UA TV”, “Fashion tv”, “Euronews ge”, “CNBC”, “BBC”, “Совек”, “Vip family”, “C1”, “AZ TV”, “Vostok”, “1+1”, “DW”, “France 24”, “МИР 24”, “Ecpresso”, “PKTV”, “МАМА”, „Время“,„Motosport“, “Music box ru”, “Вопросы и ответы”, „Перец“, “Visast Nature”, “Fenik”, “Пятница”, “Vip Hit”,“Кинокомедия”, „Киносерия“, „Индийское Кино“, „Родное Кино“, “HDL”, „Родное Кино“, “Travel”, “Кухня ТВ”,” “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “Viasat history”, “Explorer”, „Домашный“ , “TV3”, “TBЦ”, “ZEE”, “Amedia premium”, “Amedia hit”, “Оруже”, “Davinci kids”, “THT music”, “Еврокино”,“Русский иллюзион”, ”Иллюзион+”, “Авто 24”, “Зоопарк”, „Уникум“, „Бокс ТВ“, “Авто+”,“365“, “Viasat sport”, “Ля Минор”, “Матч! планета”, “Flight box”, “Fashion Box”, “360 Tune box”, “Fust fune box”, “Docubox”, “Film Box Arthouse”,„Жара“, “Загородний”, „КВН“, „დარდიმანდი“, “Россия 24”, „გურჯაანი“, „Носталгия“,„სამეფო არხი“, „Дом Кино Премиум”, „Setanta sport 1“, “Setanta sport 2”, “მარნეული”, „TVmax“, “აფხაზეთის ხმა”, „რაგბი ტვ“, „ჭადრაკი ტვ, „O 2 “, “TRT 1”, “Show”, „მეგა ტვ“, „რიონი1“, „აჭარასპორტ1“, „აჭარასპორტ2“
შპს „ჯეო ჩენელზს“ 2021 წლის 2 აპრილის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ”GDS”, „იმედი“, „რუსთავი 2“, “მაესტრო”,
„სილქ უნივერსალი“, “RTVi“, “Sony Sc”, “Sony turbo”, “Sony int”, “Мир Серияла”, Детский Мир“,“Discovery Sc”, “Animal planet”, “Discovery”,“TLC”, „Доктор“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, „Охота и рыбалка“, „Драйв“,„Здоровое ТВ“, „Домашние животние”, „РЕТРО“, „Психология“, „Music box “, “Шансон ТВ”, “CNBC”, “BBC”, „ТМБ“, “C1”, “Music box ru”, “Вопросы и ответы”, „Жара“, „გურჯაანი“, „O 2“, „მეგა ტვ”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ჯეო ჩენელზის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
შპს „ჯეო ჩენელზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2021 წლის 15 აპრილი, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით (N გ-21-03/1084, 08/04/2021) შპს „ჯეო ჩენელზს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
ასევე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N21-10-656, 12/04/2021) დამატებით ირკვევა, რომ შპს„ჯეო ჩენელზმა“ კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: “RTVi“, “Мир Серияла”, „Детский Мир“, „Доктор“,„Охота и рыбалка“, „Драйв“, „Здоровое ТВ“, „Домашние животние”, „РЕТРО“, „Психология“, „Music box“, “Шансон ТВ”, “CNBC”, „ТМБ“, “C1”, “Music box ru”, “Вопросы и ответы”, „O 2 “.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ჯეო ჩენელზს“ 12 აპრილის მდგომარეობით კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი 2021 წლის 4 მარტის შემოწმების აქტში დაფიქსირებული შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:„GDS”, „იმედი“, „რუსთავი 2“, “მაესტრო”, „სილქ უნივერსალი“, “Sony Sc”, “Sony turbo”, “Sony int”, “Discovery Sc”, “Animal planet”, “Discovery”,“TLC”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, „BBC“, „Жара“,„გურჯაანი“, „მეგა ტვ”.
2021 წლის 13 აპრილს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1691, 13.04.2021) კომისიაში შემოვიდა შპს„ჯეო ჩენელზის“ წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიამ გათიშა შემდეგი არხები:„გურჯაანი““, „Жара“, ”, „BBC“, “Sony Sc”, “Sony turbo”, “Sony int”. ასევე, წერილის თანახმად, კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა შემდეგი არხების მრთლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცი: “სამეფო არხი“, „მეგა ტვ“, „O 2 “„, “C1”, “Mezzo”, „Доктор“, „ТМБ“,„CNBC“, „Охота и рыбалка“, „Усадьба“, „Здоровое ТВ“, „Психология“, „Драйв“, Вопросы и ответы”,„Домашние животние”, „РЕТРО“, “RTVi“, “Шансон ТВ”, „Детский Мир“, “Наше Любимое Кино”, „Мир Серияла”, „ Russian Musicbox“.
შპს „ჯეო ჩენელზის“ 2021 წლის 13 აპრილის წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „იმედი“, “მაესტრო” „GDS”, „რუსთავი 2“, , „სილქ უნივერსალი“, “Discovery Sc”, “Animal planet”, “Discovery”,“TLC”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”-ის არხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და უახლოეს დღეებში ელოდებიან ხელშეკრულებებს. ასევე, კონკრეტული ხელშეკრულებები ხელმოწერილია და გზაშია, ამ ეტაპზე არ ჩამოსულა. წერილში აღნიშნულია, რომ საჭიროების შემთხვევაში კომისიას წარუდგენენ სახელშეკრულებო პირობებზე მოლაპარაკების/შეთანხმების მიმოწერას.
კომისიის 2021 წლის 15 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ჯეო ჩენელზის“ წარმომადგენელი გ.გოქაძე, რომელმაც დაადასტურა, რომ კომპანიის მიერ 2021 წლის 13 აპრილის წერილში მითითებული არხები ამ ეტაპზე უკვე გათიშული აქვთ, ხოლო „მეგა ტვ“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება ატვირთული აქვთ. გ. გიქაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტელეკომპანიებთან:„ტელეიმედი“, „მაესტრო“, GDS“, „რუსთავი 2“-, „სილქ უნივერსალი“, „Discoverry”, „Animal planet“,„Discoverry Sc“, „TLC“, „Eurosport 1“ და „Eurosport 2“ მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი.
„Discoverry“-ს ხელშეკრულება გამოგზავნილია და მალე ჩაბარდებათ, ასევე „რუსთავი 2“-თან და „სილქ უნივერსალთან“ აქვთ გაგზავნილი წერილი და განხილვის პროცესშია.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის დამატებითი მოკვლევის მიზნით, კომისიის 2021 წლის 15 აპრილის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2021 წლის 29 აპრილს. აღნიშნულის თაობაზე შპს „ჯეო ჩენელზი“ სხდომაზევე გაფრთხილდა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N21-10-772, 28/04/2021) ირკვევა, რომ შპს „ჯეო ჩენელზმა“ კომისიაში დამატებით წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: “RTVi“,“Мир Серияла”, Детский Мир“, „Доктор“, „Охота и рыбалка“, „Драйв“, „Здоровое ТВ“, „Домашние животние”,„РЕТРО“, „Психология“, „Music box “, “Шансон ТВ”, “CNBC”, „ТМБ“, “C1”, “Music box ru”, “Вопросы и ответы”, „O 2 “, „მეგა ტვ“.
სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ განმეორებითი მონიტორინგის დროს, რომელიც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა 2021 წლის 27 აპრილს, დადასტურდა შპს„ჯეო ჩენელზის“ მიერ 2021 წლის 13 აპრილის წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1691,13.04.2021) მითითებული არხების: „გურჯაანი““, „Жара“, ”, „BBC“, “Sony Sc”, “Sony turbo”, “Sony int” არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა.
ასევე, სამსახურებრივი ბარათის (N21-10-772, 28/04/2021) თანახმად, 2021 წლის 28 აპრილის მდგომარეობით შპს „ჯეო ჩენელზს“ კომისიაში არ ქონდა წარმოდგენილი 2021 წლის 4 მარტის შემოწმების აქტში დაფიქსირებული შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „GDS”, „იმედი“, „რუსთავი 2“, “მაესტრო”,„სილქ უნივერსალი“, “Discovery Sc”, “Animal planet”, “Discovery”,“TLC”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2021 წლის 29 აპრილის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-787,29/04/2021) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძესა და კომპანია Discovery-ს წამომადგენელს სერგეი კარაჩის მიმოწერიდან ირკვევა, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან კომპანია შპს „ჯეო ჩენელზს“ გააჩნდა შემდეგი სამაუწყებლო არხების: "Discovery Channel", "Animal planet", "Discovery Science", "Eurosport 1", "Eurosport 2"-ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის უფლება, ხოლო სამაუწყებლო არხი „TLC“-ის რეტრანსლირება არ არის გათვალისწინებული აღნიშნული ხელშეკრულებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჯეო ჩენელზს“ 2021 წლის 29 აპრილის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების: „GDS”, „იმედი“,„რუსთავი 2“, “მაესტრო”, „სილქ უნივერსალი“, “TLC”-ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2021 წლის 29 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ჯეო ჩენელზის“ წარმომადგენელი გ.გოქაძე, რომელმაც განაცხადა, რომ „სილქ უნივერსალსთან“ მოლაპარაკების პროცესი გახანგრძლიავდა, როგორც ამას წინა სხდომაზეც ვარაუდობდა, თუმცა ხელშეკრულებებს უმოკლეს ვადებში ელოდებიან, ვინაიდან ოფიციალური მიმოწერა არხთან უკვე ჰქონდათ. რაც შეეხება არხებს: „GDS“, „იმედი“ და „რუსთავი 2“-ს შპს „ჯეო ჩენელზს“ ეს არხები გაშვებული არ აქვს თავის აბონენტებთან. თავდაპირველად შპს „ჯეო ჩენელზი“, ვიდრე კომისიაში დაიწყებოდა წარმოება, მოლაპარაკებებს აწარმოებდა „იმედთან“ და „რუსთავი 2“-თან, მაგრამ ხელშეკრულების იურიდიულ და ფინანსურ დეტალებზე ვერ მოხერხდა შეთანხმება. შესაბამისად, მხარეებთან ვერ შედგა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მას შემდეგ, რაც კომისიის შეტყობინება მიიღეს, ეს არხები გათიშეს და დღეის მდგომარეობთ არხებს: „GDS“, „იმედი“ და „რუსთავი 2“-ს არ აწვდიან მომხმარებლებს.
კომისიის 2021 წლის 29 აპრილის სხდომაზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ი.მახარაძემ აღნიშნა, რომ დეპარტამენტს აქვს პრაქტიკა, რომ ჩაატაროს ხელახალი მონიტორინგი და შესაბამისად, 2021 წლის 27 აპრილს მივლინებულ იყვნენ მონიტორები მაუწყებლის ოფისში, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ არხები:
„GDS“, „იმედი“ და „რუსთავი 2“ ისევ განთავსებული იყო სამაუწყებლო ბადეში და მიმდინარეობდა ამ არხების რეტრანსლირება აბონენტებთან იმავე პრინციპით, რა პრინციპითაც თავდაპირველი მონიტორინგის დროს იყო. გარდა ამისა, Discovery-ს პაკეტიდან მთელი რიგი არხების მართლზომიერი ტრანზიტი დადასტურდა, მაგრამ თავად Discovery-ს წერილით დასტურდება, რომ არხ „TLC“-ის ტრანზიტის უფლება არ გადაუცია შპს „ჯეო ჩენელზისთვის“, შესაბამისად, აღნიშნული არხი არამართლზომიერად გადაიცემოდა.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-621, 02/04/2021) თანდართული დოკუმენტაციით;
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2021 წლის 4 მარტის შემოწმების აქტი N10;
3. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
4. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-656, 12/04/2021);
5. შპს „ჯეო ჩენელზის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1691, 13.04.2021);
6. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-772, 28/04/2021) და შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
7. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-787, 29/04/2021);
8. კომისიის შეტყობინებები შპს „ჯეო ჩენელზს“ (N გ-21-03/1084, 08/04/2021; Nგ-21-03/1118,13/04/2021 და N გ-21-03/1294, 29/04/2021);
9. შპს „ჯეო ჩენელზის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
10. შპს „ჯეო ჩენელზის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2021 წლის 15 და 29 აპრილის სხდომებზე;
11. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი.მახარაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2021 წლის 29 აპრილის სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ჯეო ჩენელზი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 13/09/2018);
2. შპს „ჯეო ჩენელზს“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე;
3. 2021 წლის 4 მარტს, 12:33 საათზე, შპს „ჯეო ჩენელზის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისში, გლდანის მე-3 და მე-4 მ/რ-ებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობა, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „ჯეო ჩენელზის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №10. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს „ჯეო ჩენელზის“ სპეციალისტი ს. თანდილაშვილი;
4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2021 წლის 4 მარტს, შპს „ჯეო ჩენელზის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდებოდა შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: “Vip HD”,“ტელესკოლა”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტვ პირველი“, „კავკასია“,„პალიტრა ტვ“, „ენკი ბენკი“, „ფორმულა“, ”GDS”, „აჭარა“, „I გასათობი“, „ობიექტივი“, „იმედი“,„ერთსულოვნება“, „რუსთავი 2“, „ტვ 25“, „მთავარი არხი“, „სტერეო+“, „BBB“, “მაესტრო”,„თრიალეთი“, „სილქ უნივერსალი“, „იმერვიზია“, „ქართული არხი“, „მოლი ტვ“, “Shoni tv”, „პოს ტვ“, “НТВ мир”, „ORT“, “RTR планета”, “RTVi”, “МИР”, “ВРЕМЯ”, “РЕН ТВ”,„Интер +”, “Россия К”,„СТС“, “Сарафан”, “ТНТ”, “Телекафе”, “НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, “Наше Новое Кино”, „НТВ Киномикс“, “Holliwood”, “XXI”,“Дом Кино“, “Bolliwood”, “Cinema”, “Sony Sc”, “Filmbox”, “Sony turbo”, “Sony int”, “Мир Серияла”, “Наше Любимое Кино”,„Мужской”, „НСТ“,„Карусель“, „Детский Мир“, „Мульт“, “English Club”, “Discovery Sc”, “Animal planet”, “Discovery”, “Trvalel+ adventure”, “История”, „Живая планета“, “TLC”, “Наука”, „Квартал“, „Доктор“, „Т24“, “Моя планета”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “M-1”, „Охота и рыбалка“, „Драйв“, „Здоровое ТВ“, “Бобер”,„Домашние животние”, „РЕТРО“, „Психология“, „Music box “, “Музыка первого”, “Шансон ТВ”, “Mezzo”, „ТМБ“,”UA TV”, “Fashion tv”, “Euronews ge”, “CNBC”, “BBC”, “Совек”, “Vip family”, “C1”, “AZ TV”, “Vostok”, “1+1”, “DW”, “France 24”, “МИР 24”, “Ecpresso”, “PKTV”, “МАМА”, „Время“,„Motosport“, “Music box ru”, “Вопросы и ответы”, „Перец“, “Visast Nature”, “Fenik”, “Пятница”, “Vip Hit”,“Кинокомедия”, „Киносерия“, „Индийское Кино“, „Родное Кино“, “HDL”, „Родное Кино“, “Travel”, “Кухня ТВ”,” “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “Viasat history”, “Explorer”,„Домашный“ , “TV3”, “TBЦ”, “ZEE”, “Amedia premium”, “Amedia hit”, “Оруже”, “Davinci kids”, “THT music”, “Еврокино”,“Русский иллюзион”, ”Иллюзион+”, “Авто 24”, “Зоопарк”, „Уникум“, „Бокс ТВ“, “Авто+”,“365“, “Viasat sport”, “Ля Минор”, “Матч! планета”, “Flight box”, “Fashion Box”, “360 Tune box”, “Fust fune box”, “Docubox”, “Film Box Arthouse”, „Жара“, “Загородний”, „КВН“,„დარდიმანდი“, “Россия 24”, „გურჯაანი“, „Носталгия“, „სამეფო არხი“, „Дом Кино Премиум”,„Setanta sport 1“, “Setanta sport 2”, “მარნეული”, „TV max“, “აფხაზეთის ხმა”, „რაგბი ტვ“, „ჭადრაკი ტვ, „O 2 “, “TRT 1”, “Show”, „მეგა ტვ“, „რიონი 1“, „აჭარასპორტ1“, „აჭარასპორტ2“.
5. 2021 წლის 4 მარტს განხორციელებული შემოწმების სისწორე დასტურდება 2021 წლის 4 მარტის№10 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
6. შპს „ჯეო ჩენელზს“ 2021 წლის 2 აპრილის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ”GDS”, „იმედი“,
„რუსთავი 2“, “მაესტრო”, „სილქ უნივერსალი“, “RTVi“, “Sony Sc”, “Sony turbo”, “Sony int”, “Мир Серияла”, Детский Мир“,“Discovery Sc”, “Animal planet”, “Discovery”,“TLC”, „Доктор“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, „Охота и рыбалка“, „Драйв“, „Здоровое ТВ“, „Домашние животние”, „РЕТРО“,„Психология“, „Music box “, “Шансон ТВ”, “CNBC”, “BBC”, „ТМБ“, “C1”, “Music box ru”, “Вопросы и ответы”, „Жара“, „გურჯაანი“, „O 2“, „მეგა ტვ”.
7. 2021 წლის 12 და 28 აპრილის მდგომარეობით შპს „ჯეო ჩენელზმა“ კომისიაში დამატებით წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: “RTVi“,“Мир Серияла”, Детский Мир“, „Доктор“, „Охота и рыбалка“,„Драйв“, „Здоровое ТВ“, „Домашние животние”, „РЕТРО“, „Психология“, „Music box “, “ШансонТВ”, “CNBC”, „ТМБ“, “C1”, “Music box ru”, “Вопросы и ответы”, „O 2 “, „მეგა ტვ“;
8. 29 აპრილის მდგომარეობით, საკითხის დამატებიტ მოკვლევის შედეგად, გამოვლინდა, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან კომპანია შპს „ჯეო ჩენელზს“ გააჩნია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანსლირების უფლება: "Discovery Channel", "Animal planet", "Discovery Science", "Eurosport 1", "Eurosport 2". შესაბამმისად, 2021 წლის
4 მარტს განხორციელებული შემოწმებისად აღნიშნული არხების ტრანზიტი ხორციელდებოდა მართლზომიერად;
9. შემოწმების მომენტში (2021 წლის 4 მარტის მდგომარეობით) არამართლზმოიერად ხორციელდებოდა შემდეგი არხების რეტრანსლირება: „მეგა-ტვ“, „Sony Sc”, “Sony turbo”, “Sony int”,„Жара“, „გურჯაანი“, “BBC”, „GDS”, „იმედი“, „რუსთავი 2“, “მაესტრო”, „სილქ უნივერსალი“, “TLC”.
10. განმეორებითი მონიტორინგის დროს, რომელიც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსისლი თანამშრომლის მიერ განხორციელდა 2021 წლის 27 აპრილს, დადასტურდა შპს „ჯეო ჩენელზის“ მიერ 2021 წლის 13 აპრილის წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1691, 13.04.2021) მითითებული არხების:„გურჯაანი““, „Жара“, ”, „BBC“, “Sony Sc”, “Sony turbo”, “Sony int” არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა;
11. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის შპს „ჯეო ჩენელზს“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „GDS”, „იმედი“,„რუსთავი 2“, “მაესტრო”, „სილქ უნივერსალი“, “TLC”.
12. შპს „ჯეო ჩენელზის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროშიგანხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.;
15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სატელევიზიო არხების: „მეგა-ტვ“, „Sony Sc”, “Sony turbo”, “Sony int”,„Жара“, „გურჯაანი“, “BBC”, „GDS”, „იმედი“, „რუსთავი 2“, “მაესტრო”, „სილქ უნივერსალი“, “TLC”-ის შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „ჯეო ჩენელზის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, ის კანონის შესაბამისად წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ჯეო ჩენელზს“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე იმ სატელევიზიო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი, რომლებზეც გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არ წარმოუდგენია უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: „GDS”, „იმედი“, „რუსთავი 2“, “მაესტრო”, „სილქ უნივერსალი“, “TLC”.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯეო ჩენელზს“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის,„შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ჯეო ჩენელზმა“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების:„GDS”, „იმედი“, „რუსთავი 2“, “მაესტრო”, „სილქ უნივერსალი“, “TLC”-ის არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს„ჯეო ჩენელზისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ჯეო ჩენელზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეო ჩენელზისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ჯეო ჩენელზისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიდუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
