სს „საქართველოს რკინიგზის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2021 16:38
მიღების თარიღი აპრილი 29, 2021
სს „საქართველოს რკინიგზის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N21-10-724, 21/04/2021) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე„ კომისიის 2020 წლის 30 ივლისის Nგ-20-22/603 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 იანვრის Nგ-21-18/35 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 21-10-724, 21/04/2021) თანახმად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ შესაბამისად არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისამდე. ხოლო იმავე დადგენილების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, ამ დადგენილების მიხედვით, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის პირველად მომზადების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსოლია განსაზღვროს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების და კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადები.“
„გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „დელტაკომს, შპს“ რკინიგზის ტელეკომს“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, და შპს „პისი მაქსს“, ამ გადაწყვეტილებით პირველად დაეკისრა შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.
2020 წლის 16 ივლისს კომისიაში შემოვიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი Nშ-20-6/3695. რომლის თანახმად, გამოყოფილი არხებით მაგისტრალურ/ძირითად (“Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სს„საქართველოს რკინიგზა“ არ ეწევა რაიმე კომერციულ საქმიანობას და ორიენტირებულია მხოლოდ შიდა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე. ასევე წერილის თანახმად, კომპანიას რკინიგზის თავისუფალი რესურსები და შესაბამისად ტექნიკური შესაძლებლობები მომსახურების ამ სეგმენტზე მომსახურება გაუწიოს სხვა კომპანიებს არ გააჩნია. კომპანია ითხოვდა შეთანხმებას, რათა 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მოხდარიყო ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებითი ცხრილების სახით. წერილის თანახმად, ამ ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენას სს„საქართველოს რკინიგზა“ კომისიაში შეძლებდა 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის, რომელსაც დართული ექნებოდა აღწერილობითი სახით, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ ნამდვილად არ ეწევა კომერციულ საქმიანობას გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და არ გააჩნია აღნიშნული სეგმენტიდან მიღებული კომერციული შემოსავალი. ამასთანავე აუდირებულ ანგარიშგებაში გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტიდან მიღებული პირობითი შიდა შემოსავალი და შესაბამისი დანახარჯები, ასევე დატვირთული კაპიტალი გამოყოფილი იქნებოდა ცალკე ცხრილებში.
კომისიამ დააკმაყოფილა სს„საქართველოს რკინიგზის“ წერილობითი (Nშ-20-6/3695, 16.07.2020) მოთხოვნა და 2020 წლის 30 ივლისს მიიღო Nგ-20-22/603 გადაწყვეტილება „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“. ამ გადაწყვეტილებით სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის ვადა ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით განისაზღვრა 2020 წლის 1 ოქტომბრამდე. ვინაიდან, კომპანიას აღნიშნულ ვადაში კომისიაში არ წარმოუდგენია ანგარიშგება, კომისიამ 2020 წლის 7 ოქტომბერს მიმართა წერილით Nგ-20-08/3235, რითიც მოთხოვნილ იქნა ანგარიშგების კომისიაში წარმოდგენა კომპანიას უზრუნველეყო 2020 წლის 15 ოქტომბრამდე.
2020 წლის 16 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა წერილი N შ-20-6/5371, რომლის თანახმად, „სს “საქართველოს რკინიგზის“ საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტომ მოამზადა სპეციალური დანიშნულების განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში (2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) და გადასცა სს "საქართველოს რკინიგზის" კონტრაქტორ სააუდიტო კომპანია „აუდიტ ცენტრს" დასამოწმებლად. კომპანიის აუდიტორებმა შეისწავლეს რა შესაბამისი ანგარიში, განაცხადეს, რომ ვინაიდან საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტო არ არის ცალკე, საქართველოს რკინიგზიდან იურიდიულად განცალკავებული საწარმო, ამ ანგარიშის დამოწმება მათ არ შეუძლიათ, ვინაიდან ამ კატეგორიის საწარმოების ანგარიშების დამოწმება მათი ლიცენზიით მათ არ შეუძლიათ. შესაბამისად ბოლო ეტაპზე კომპანია აღმოჩნდა იმ სიტუაციაში, რომ აქვთ ანგარიში, მაგრამ არ ჰყავთ დამმოწმებელი აუდიტორული კომპანია. ამჟამად სს "საქართველოს რკინიგზა" აწარმოებს მოლაპარაკებას სხვა აუდიტორულ კომპანიებთან რომლებსაც ხელეწიფება ასეთი ანგარიშების დამოწმება ხელშეკრულების დადების მიზნით, რაც შესრულდება უახლოეს დღეებში. შესაბამისად, კომპანია ითხოვდა აღნიშნულის გათვალისწინებას. წერილს დანართის სახით მოყვა აუდიტორის მიერ დაუმოწმებელი ანგარიშგება.
დამატებით, 2020 წლის 23 ოქტომბერს და 28 ოქტომბერს, კომისიაში შემოვიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი Nშ-20-6/5462 და Nშ-20-6/5528, სადაც კომპანია ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად დამატებით განმარტავდა, რომ აქვთ მომზადებული არააუდირებული ანგარიში (რომელიც წარმოდგენილია კომისიაში) და არ ყავთ ამ ანგარიშის დამმოწმებელი აუდიტორული კომპანია. „საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 დეკემბრის #659 დადგენილებით დამტკიცებული სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესაბამისად, დასაშვებია კავშირგაბმულობის სეგმენტში 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკებით, რის გამოც კომპანიამ მიმართა რიგ აუდიტორულ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ პირველი კატეგორიის საწარმოთა აუდიტორული მომსახურების ლიცენზიები, რომელთა ნაწილმა გამოთქვა მზადყოფნა ამ საქმიანობის შესრულებაზე და რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაც დასრულდება უახლოეს მომავალში. შესაბამისად, კომპანია ითხოვდა ყოველივე ამის და კორონავირუსის გამო გართულებული კომუნიკაციის გათვალისწინებით, აუდიტორული ანგარიშგების წარმოდგენის ვადის 2020 წლის 5 ნოემბრამდე გადაწევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის Nგ-20-18/847 გადაწყვეტილებით სს„საქართველოს რკინიგზას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის და „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე„ კომისიის 2020 წლის 30 ივლისის Nგ-20-22/603 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო. ამასთან, სს„საქართველოს რკინიგზას“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით დაევალა 2019მწლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის შეთანხმებული ფორმატით კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 15 დეკემბრამდე.
2020 წლის 17 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი N5606 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-20-6/6350, 17.12.2020), სადაც აღნიშნულია, რომ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება აუდიტორულ კომპანია შპს „ეიჯი ინტერნეიშენალ კონსალტინგთან“, რომელმაც ხელშეკრულების დადების მომენტში მოითხოვა ანგარიშის წარდგენის ვადის გადაწევა 2021 წლის 31 იანვრამდე, იმ არგუმენტით, რომ „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს აუდიტს დაქვემდებარებული პირის შესაბამის პროცედურების განხორციელებას. აუდიტის დოკუმენტების დიდი მოცულობის, ტესტების შერჩევითი ხასიათის, აუდიტის და შიდა კონტროლის სისტემისთვის დამახასიათებელი სხვა შეზღუდვების გამო, როგორიცაა აუდიტის დაგეგმვა, აუდიტორული მტკიცებულებების შეგროვება და ანალიზი, აუდიტორული დასკვნის შედგენა, ხელმძღვანელობისათვის წერილობითი ინფორმაციის (ანგარიში) მომზადება და სხვა, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს საკმაო დროს, რის გამოც აუდიტის დასკვნის გაცემა ვერ მოესწრება შემჭიდროვებულ ვადებში 2020 წლის 15 დეკემბრისთვის.“ აღნიშნულისა და კორონავირუსის პანდემიიდან გამოწვეული გართულებული კომუნიკაციის გათვალისწინებით, სს „საქართველოს რკინიგზა“ ითხოვდა აუდირებული ანგარიშის წარმოდგენის ვადის გადაწევას 2021 წლის 31 იანვრამდე. კომპანიის მოთხოვნას თან ერთვის აუდიტორული კომპანიის წერილი, რომლითაც დასტურდება სს„საქართველოს რკინიგზის“ წერილში მოხსენიებული არგუმენტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2021 წლის 28 იანვრის Nგ-21-18/35 გადაწყვეტილებით სს „საქართველოს რკინიგზა“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე„ კომისიის 2020 წლის 30 ივლისის N გ-20-22/603 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის Nგ-2018/847 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით სს„საქართველოს რკინიგზა“ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დაევალა 2019 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის შეთანხმებული ფორმატით კომისიაში წარმოდგენა 2021 წლის 15 მარტამდე.
2021 წლის 16 მარტს კომისიაში კვლავ შემოვიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი N1235 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-21-6/1252, 16.03.2021), რომლის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოს, მასზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების რეგულირების კანონმდებლობის სრული პაკეტი და შესაბამისად, შესყიდვები ხორციელდება სატენდერო პროცედურებით.
2021 წლის 17 თებერვალს სს „საქართველოს რკინიგზამ“ გამოაცხადა ტენდერი აუდიტორული მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე, რომელიც დასრულდა უარყოფითად და ამჟამად მიმდინარეობს ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად შესაბამისი პროცედურები, იმავე პირობებით და გაზრდილი თანხით. აღნიშნულის გათვალისწინებით სს „საქართველოს რკინიგზა“ ითხოვს 2019 წლის დანახარჯებისა და
შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების წარმოდგენის ვადის გადაწევას2021 წლის 1 ივლისამდე. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N21-10-724, 21/04/2021) თანახმად, სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ აუდირებული ანგარიშგება კომისიაში წარმოდგენილი არ არის კომისიის 2021 წლის28 იანვრის Nგ-21-18/35 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.
სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2021 წლის 29 აპრილი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-21-03/1242, 23/04/2021) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით სს „საქართველოს რკინიგზას“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2021 წლის 29 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი თ. ჩორბაჩიძე, რომელმაც განაცხადა, რომ იმ პერიოდში, როდესაც კომისიას მიმართეს წერილობით, სს „საქართველოს რკინიგზა“ ელოდებოდა ახალი ტენდერის შედეგებს, თუმცა ტენდერი ჩაიშალა. ამის შემდეგ, დირექტორთა საბჭოზე გასატანად მომზადდა საკითხი, რომ გადაუდებელი შესყიდვის წესით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ბოლო ტენდერში მონაწილე პირთან დაიდოს ხელშეკრულება. კომპანია დათანხმდა, რომ 2021 წლის პირველ ივლისამდე მოამზადებს დოკუმენტს. საკითხი ორშაბათს გავა დირექტორთა საბჭოზე, შემდეგ ამას დასჭირდება შესყიდვების სააგენტოს თანხმობა, რის შემდეგაც დაიწყება მუშაობა. თ. ჩორბაჩიძემ აღნიშნა, რომ კომპანია გააკეთებს მაქსიმუმს, რათა დოკუმენტაცია წარმოადგინონ კომისიაში 2021 წლის პირველ ივლისამდე. მან ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლის აუდირებული ანგარიშგება შესაძლოა უფრო ადრეც წარმოადგინონ, ხოლო პირველ ივლისამდე 2020 წლის ანგარიშგებასაც წარმოადგენენ.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N21-10-724, 21/04/2021) თანდართული დოკუმენტაციით (სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-21-6/1252,
16.03.2021);
2. კომისიის 2020 წლის 30 ივლისის Nგ-20-22/603 გადაწყვეტილება „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“;
3. კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის Nგ-20-18/847 გადაწყვეტილება „სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“;
4. კომისიის 2021 წლის 28 იანვრის Nგ-21-18/35 გადაწყვეტილება „სს „საქართველოს რკინიგზის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“;
5. სს „საქართველოს რკინიგზის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
6. კომისიის შეტყობინება (Nგ-21-03/1242, 23/04/2021) გაგზავნილი სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ 2021 წლის 29 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
7. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-761, 27/04/2021);
8. სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლის თ.ჩორბაჩიძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2021 წლის 29 აპრილის სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. სს „საქართველოს რკინიგზა“ 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების (გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით) თანახმად, გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „დელტაკომს, შპს“ რკინიგზის ტელეკომს“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, და შპს „პისი მაქსს“, ამ გადაწყვეტილებით პირველად დაეკისრა შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.
მტკიცებულება: „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით);
3. სს „საქართველოს რკინიგზის“ კომისიაში წარმოდგენილი წერილის (Nშ-20-6/3695, 16.07.2020) თანახმად, ვინაიდან გამოყოფილი არხებით მაგისტრალურ/ძირითად (“Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ ეწევა რაიმე კომერციულ საქმიანობას და ორიენტირებულია მხოლოდ შიდა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე, ასევე რკინიგზის თავისუფალი რესურსები და შესაბამისად ტექნიკური შესაძლებლობები მომსახურების ამ სეგმენტზე მომსახურება გაუწიოს სხვა კომპანიებს არ გააჩნია, კომპანიამ ითხოვა შეთანხმება, 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მომხდარიყო ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებითი ცხრილების სახით. ამ ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენისათვის სს „საქართველოს რკინიგზა“ გეგმავდა 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის. კომპანია წერილში ასევე აღნიშნავდა, რომ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში დართული იქნებოდა აღწერილობითი სახით, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ ნამდვილად არ ეწევა კომერციულ საქმიანობას გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და არ გააჩნია აღნიშნული სეგმენტიდან მიღებული კომერციული შემოსავალი. ამასთანავე აუდირებულ ანგარიშგებაში გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტიდან მიღებული პირობითი შიდა შემოსავალი და შესაბამისი დანახარჯები, ასევე დატვირთული კაპიტალი გამოყოფილი იქნებოდა ცალკე ცხრილებში.
მტკიცებულება: სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-
6/3695, 16.07.2020).
4. კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ შესაბამისად არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისამდე. ხოლო იმავე დადგენილების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, ამ დადგენილების მიხედვით, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის პირველად მომზადების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსოლია განსაზღვროს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების და კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადები.“
მტკიცებულება: კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული
”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები”
5. კომისიამ დააკმაყოფილა სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილობითი (Nშ-20-6/3695,16.07.2020) მოთხოვნა და „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 30 ივლისს Nგ-20-22/603 გადაწყვეტილებით სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის ვადა ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით განისაზღვრა 2020 წლის 1 ოქტომბრამდე;
მტკიცებულება: კომისიის 2020 წლის 30 ივლისის Nგ-20-22/603 გადაწყვეტილება„განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“
6. სს „საქართველოს რკინიგზას“ 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის კომისიაში არ წარმოუდგენია ანგარიშგება. შესაბამისად, კომისიამ 2020 წლის 7 ოქტომბერის Nგ-20-08/3235 წერილით მიმართა კომპანიას და ითხოვა ანგარიშგების კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 15 ოქტომბრამდე.
მტკიცებულება: კომისიის წერილი (Nგ-20-08/3235, 07.10.2020) და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. 2020 წლის 16 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა წერილი N შ-20-6/5371, სადაც აღნიშნულია, რომ „სს “საქართველოს რკინიგზის“ საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტომ მოამზადა სპეციალური დანიშნულების განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში (2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) და გადასცა სს "საქართველოს რკინიგზის" კონტრაქტორ სააუდიტო კომპანია "აუდიტ ცენტრს" დასამოწმებლად. კომპანიის აუდიტორებმა შეისწავლეს რა შესაბამისი ანგარიში, განაცხადეს, რომ ვინაიდან საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტო არ არის ცალკე, საქართველოს რკინიგზიდან იურიდიულად განცალკავებული საწარმო, ამ ანგარიშის დამოწმება მათ არ შეუძლიათ, ვინაიდან ამ კატეგორიის საწარმოების ანგარიშების დამოწმება მათი ლიცენზიით მათ არ შეუძლიათ. განმარტების თანახმად, კომპანია ბოლო ეტაპზე აღმოჩნდა იმ სიტუაციაში, რომ აქვთ ანგარიში, მაგრამ არ ჰყავთ დამმოწმებელი აუდიტორული კომპანია. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამად სს "საქართველოს რკინიგზა" აწარმოებს მოლაპარაკებას სხვა აუდიტორულ კომპანიებთან რომლებსაც ხელეწიფება ასეთი ანგარიშების დამოწმება ხელშეკრულების დადების მიზნით, რაც შესრულდება უახლოეს დღეებში. შესაბამისად, კომპანია ითხოვდა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას. წერილს დანართის სახით მოყვა აუდიტორის მიერ დაუმოწმებელი ანგარიშგება.
ასევე, 2020 წლის 23 ოქტომბერს და 28 ოქტომბერს, კომისიაში შემოვიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5462 და Nშ-20-6/5528), სადაც კომპანია ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად დამატებით განმარტავს, რომ აქვთ მომზადებული არააუდირებული ანგარიში (რომელიც წარმოდგენილია კომისიაში) და არ ჰყავთ ამ ანგარიშის დამმოწმებელი აუდიტორული კომპანია. „საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 დეკემბრის #659 დადგენილებით დამტკიცებული სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესაბამისად, დასაშვებია კავშირგაბმულობის სეგმენტში 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკებით, რის გამოც კომპანიამ მიმართა რიგ აუდიტორულ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ პირველი კატეგორიის საწარმოთა აუდიტორული მომსახურების ლიცენზიები, რომელთა ნაწილმა გამოთქვა მზადყოფნა ამ საქმიანობის შესრულებაზე და რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაც დასრულდება უახლოეს მომავალში. შესაბამისად, კომპანიამ კვლავ ითხოვა ყოველივე ამის და კორონავირუსის გამო გართულებული კომუნიკაციის გათვალისწინებით აუდიტორული ანგარიშგების წარმოდგენის ვადის 2020 წლის 5 ნოემბრამდე გადაწევა.
მტკიცებულება: სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილები (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/5371, 16.10.2020; Nშ-20-6/5462, 23.10.2020 და Nშ-20-6/5528, 28.10.2020).
8. „სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის Nგ-20-18/847 გადაწყვეტილებით სს „საქართველოს რკინიგზას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის და „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე„ კომისიის 2020 წლის 30 ივლისის N გ-20-22/603 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო. ამასთან, სს „საქართველოს რკინიგზას“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით დაევალა 2019 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის შეთანხმებული ფორმატით კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 15 დეკემბრამდე.
მტკიცებულება: კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის Nგ-20-18/847 გადაწყვეტილება.
9. 2020 წლის 17 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი N5606 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-20-6/6350, 17.12.2020), სადაც აღნიშნავს, რომ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება აუდიტორულ კომპანია შპს „ეიჯი ინტერნეიშენალ კონსალტინგთან“, რომელმაც ხელშეკრულების დადების მომენტში მოითხოვა ანგარიშის წარდგენის ვადის გადაწევა 2021 წლის 31 იანვრამდე, იმ არგუმენტით, რომ „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს აუდიტს დაქვემდებარებული პირის შესაბამის პროცედურების განხორციელებას. აუდიტის დოკუმენტების დიდი მოცულობის, ტესტების შერჩევითი ხასიათის, აუდიტის და შიდა კონტროლის სისტემისთვის დამახასიათებელი სხვა შეზღუდვების გამო, როგორიცაა აუდიტის დაგეგმვა, აუდიტორული მტკიცებულებების შეგროვება და ანალიზი, აუდიტორული დასკვნის შედგენა, ხელმძღვანელობისათვის წერილობითი ინფორმაციის (ანგარიში) მომზადება და სხვა, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს საკმაო დროს, რის გამოც აუდიტის დასკვნის გაცემა ვერ მოესწრება შემჭიდროვებულ ვადებში 2020 წლის 15 დეკემბრისთვის.“ აღნიშნულისა და კორონავირუსის პანდემიიდან გამოწვეული გართულებული კომუნიკაციის გათვალისწინებით, სს „საქართველოს რკინიგზა“ ითხოვს აუდირებული ანგარიშის წარმოდგენის ვადის გადაწევას 2021 წლის 31 იანვრამდე.
მტკიცებულება: სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი (შ-20-6/6350, 17.12.2020) თანდართული დოკუმენტაციით.
10. 2021 წლის 28 იანვრის Nგ-21-18/35 გადაწყვეტილებით სს „საქართველოს რკინიგზა“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე„ კომისიის 2020 წლის 30 ივლისის N გ-20-22/603 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის Nგ-2018/847 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით სს„საქართველოს რკინიგზა“ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დაევალა 2019 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის შეთანხმებული ფორმატით კომისიაში წარმოდგენა 2021 წლის 15 მარტამდე.
მტკიცებულება: კომისიის 2021 წლის 28 იანვრის Nგ-21-18/35 გადაწყვეტილება.
11. 2021 წლის 16 მარტს კომისიაში შემოვიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი N1235 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1252, 16.03.2021), რომლის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოს, მასზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების რეგულირების კანონმდებლობის სრული პაკეტი და შესაბამისად, შესყიდვები ხორციელდება სატენდერო პროცედურებით. 2021 წლის 17 თებერვალს სს „საქართველოს რკინიგზამ“ გამოაცხადა ტენდერი აუდიტორული მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე, რომელიც დასრულდა უარყოფითად და ამჟამად მიმდინარეობს ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად შესაბამისი პროცედურები, იმავე პირობებით და გაზრდილი თანხით. აღნიშნულის გათვალისწინებით სს „საქართველოს რკინიგზა“ ითხოვს 2019 წლის დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების წარმოდგენის ვადის გადაწევას 2021 წლის 1 ივლისამდე.
მტკიცებულება: სს „საქართველოს რკინიგზის“ 2021 წლის 16 მარტის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1252, 16.03.2021).
12. 2021 წლის 21 აპრილის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2019 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N21-10-724, 21/04/2021).
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლი პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში; ამავე დადგენილების მე-14 მუხლლის მე-9 პუქნტის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, ამ დადგენილების მიხედვით, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის პირველად მომზადების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსოლია განსაზღვროს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების და კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადები.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
8. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. რაც შეეხება შემამსუბუქებელ გარემოებებს, მათი ჩამონათვალი 34-ე მუხლით ამომწურავი არ არის და ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2019 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე„ კომისიის 2020 წლის 30 ივლისის N გ-20-22/603 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და „სს „საქართველოს რკინიგზის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 იანვრის Nგ-21-18/35 გადაწყვეტილება, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ „სს „საქართველოს რკინიგზას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული აქვს გაფრთხილება, ამასთან კომპანიამ კომისიის 2021 წლის 28 იანვრის Nგ-21-18/35 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა დარღევა, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით, გამოყენებულ უნდა ყოფილიყო ჯარიმა - 3,989.70 ლარის ოდენობით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მცდელობის მიუხედავად ტენდერი ჩაიშალა, ხოლო გადაუდებელი შესყიდვის წესით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შესაბამისი მომსახურების მისაღებად კომპანიას არაერთი უწყებისგან აქვს თანხმობა მისაღები, რაც სირთულეებთან და ვადებთანაა დაკავშირებული, კომისიის მიერ ზემოაღნიშნული გარემოებები მიჩნეულ იქნა 2019 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. ამასთან, სს „საქართველოს რკინიგზას“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს 2019 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის შეთანხმებული ფორმატით კომისიაში წარმოდგენა 2021 წლის პირველ ივლისამდე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.სს „საქართველოს რკინიგზა“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე„ კომისიის 2020 წლის 30 ივლისის N გ-20-22/603 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და „სს „საქართველოს რკინიგზის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 იანვრის Nგ-21-18/35 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. სს „საქართველოს რკინიგზა“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული ასუხისმგებლობისაგან;
3. დაევალოს სს „საქართველოს რკინიგზას“ 2019 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის შეთანხმებული ფორმატით კომისიაში წარმოდგენა 2021 წლის პირველ ივლისამდე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) სს„საქართველოს რკინიგზის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს
„საქართველოს რკინიგზისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
