შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2021 14:05
მიღების თარიღი მაისი 20, 2021
შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-745, 26/04/2021) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შპს „TV ERA“-ს მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო;
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-745, 26/04/2021) თანახმად, 2021 წლის 6 აპრილს ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N57, ბ28, კომპანიის აბონენტთან, განხორციელდა შპს „TV ERA“-ს მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N28. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „TV ERA“ საკუთარი ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოსტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „მთავარი არხი“,
„კავკასია“, „ტვ 25“, „მაესტრო“, „აჭარა“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „RU TV“, “THT 4”, “Россия 1”, „НТВ“, “TV 1000”, “Индийское кино”, “TB 3”, “Viasat History”, “Наше новое кино”, „Домашний“, “TV 1000 action”, “Бетселлер”, “Пятница”, “ORT”, “Матч”, “RTVi”, “Карусель”, “Футбол 1”, “Боец”, “DTX”, “Vip premiera”, “Матч премиера”, “Интер+”, “TV 5”, “CTC”, “Евроновости”, “Шансон”, “Мир”, “Кухня”, “ID”, ”Иллюзион+”, “Сарафан”, “Футбол 3”, “Vip megahit”, “Рен ТВ”, “Кинохит”, “Animal planet”, “THT”, „სლქუნივერსალი“, „Киносемья“, “Show”, “Футбол 2”, “GDS”, “Дом Кино“, „Россия К”, “ЧЕ”, “Disney”, “Канал +”, “Comedy”, “Nat Geo Wild”, „Охота и рыбалка“, „Кинопремиера“, „ფორმულა“, „ენკი ბენკი“, „სამეფო არხი“, „ობიექტივი“, “C1”, „ერთსულოვნება“.
შპს „TV ERA-ს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოირკვა, რომ შპს „TV ERA“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „მაესტრო“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „RU TV“, “THT 4”, “Россия 1”, „НТВ“, “TV 1000”, “Индийское кино”, “TB 3”, “Viasat History”, „Домашний“, “TV 1000 action”, “Бестселлер”, “Пятница”, “Матч”, “Футбол 1”, “Боец”, “DTX”, “Vip premiera”, “Матч премиера”, “Интер+”, “TV 5”, “CTC”, “Кухня”, “ID”, ”Иллюзион+”, “Футбол 3”, “Vip megahit”, “Кинохит”, “Animal planet”, “THT”, „სილქუნივერსალი“, „Киносемья“, “Show”, “Футбол 2”, “GDS”, “ЧЕ”, “Disney”, “Канал +”, „Comedy“, “Nat Geo Wild”, „Кинопремиера“, “C1”, „ერთსულოვნება“.
შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 20 მაისს, რის შესახებ შპს „TV ERA“-ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N გ-21-03/1341, 13/05/2021) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „TV ERA“-ს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2021 წლის 20 მაისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „TV ERA“-ს წარმომადგენელი ნ. ვაშაყმაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მე-3 წელია მუშაობს ამ კომპანიაში. პარტნიორებს შორის მიმდინარეობდა დავა, ჯერ სამოქალაქო წესით და მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პარტნიორმა სამართლებრივ შედეგს ვერ მიაღწია, სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. უკვე მეხუთე წელია კომპანიის მთელი მასალები არის საგამოძიებო ორგანოში. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საქმის დასრულებამდე არ აბრუნებენ დოკუმენტაციას. კომპანიის ძველი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ არხზე უვადო ხელშეკრულებებია გაფორმებული, მაგრამ მათი წარმოდგენა აღნიშნული მიზეზის გამო ვერ ხერხდება. მისი აზრით, შეუძლებელია ქართულ მაუწყებლებთან ხელშეკრულება რომ არ იყოს დადებული. მან დაამატა, რომ კომპანია ამ დროისთვის არის გაურკვეველ სიტუაციაში.
II. შესწავლილი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-745, 26/04/2021) თანდართული დოკუმენტებით;
2. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2021 წლის 6 აპრილის შემოწმების აქტი N28, შემოწმების პროცესის აუდიო- ვიდეო ჩანაწერი (CD) და შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი, სააბონენტო ქვითარი;
3. კომისიის შეტყობინება (N გ-21-03/1341, 13/05/2021) შპს „TV ERA“-ს 2021 წლის 20 მაისის სხდომაზე მოწვევის შესახებ;
4. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს “TV ERA-ს” თაობაზე;
5. შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლის ნ. ვაშაყმაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2021 წლის 20 მაისის სხდომაზე;
6. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „TV ERA”-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს„TV ERA“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 26.02.2010);
2. 2021 წლის 6 აპრილს, 12:40 საათზე, ქ. ბათუმში, მისამართზე: მემედ აბაშიძის 57, ბ28, შპს „TV ERA“-ს აბონენტთან (ხ.ქათამაძე), კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „TV ERA“-ს მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N28. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე - ხ. ქათამაძეს;
3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „TV ERA“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას:„მთავარი არხი“, „კავკასია“, „ტვ 25“, „მაესტრო“, „აჭარა“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „RU TV“, “THT
4”, “Россия 1”, „НТВ“, “TV 1000”, “Индийское кино”, “TB 3”, “Viasat History”, “Наше новое кино”,„Домашний“, “TV 1000 action”, “Бетселлер”, “Пятница”, “ORT”, “Матч”, “RTVi”, “Карусель”, “Футбол1”, “Боец”, “DTX”, “Vip premiera”, “Матч премиера”, “Интер+”, “TV 5”, “CTC”, “Евроновости”, “Шансон”, “Мир”, “Кухня”, “ID”, ”Иллюзион+”, “Сарафан”, “Футбол 3”, “Vip megahit”, “Рен ТВ”, “Кинохит”, “Animal planet”, “THT”, „სლქუნივერსალი“, „Киносемья“, “Show”, “Футбол 2”, “GDS”, “Дом Кино“, „Россия К”, “ЧЕ”, “Disney”, “Канал +”, “Comedy”, “Nat Geo Wild”, „Охота и рыбалка“, „Кинопремиера“, „ფორმულა“, „ენკი ბენკი“, „სამეფო არხი“, „ობიექტივი“, “C1”, „ერთსულოვნება“.
4. შემოწმების სისწორე დასტურდება 2021 წლის 6 აპრილის N28 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერით - 1 (CD);
5. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „TV ERA“-ს კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „TV ERA“-ს ჩაბარდა 17.01.2013.) ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;ბ)შუამავლობის/დისტრიბუციის/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
6. შპს ,,TV ERA“-ს გადაწყვეტილების მიღების დღეს კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების: „მაესტრო“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „RU TV“, “THT 4”, “Россия 1”, „НТВ“, “TV 1000”, “Индийское кино”, “TB 3”, “Viasat History”, „Домашний“, “TV 1000 action”, “Бетселлер”, “Пятница”, “Матч”, “Футбол 1”, “Боец”, “DTX”, “Vip premiera”, “Матч премиера”, “Интер+”, “TV 5”, “CTC”, “Кухня”, “ID”, ”Иллюзион+”, “Футбол 3”, “Vip megahit”, “Кинохит”, “Animal planet”, “THT”,„სლქუნივერსალი“, „Киносемья“, “Show”, “Футбол 2”, “GDS”, “ЧЕ”, “Disney”, “Канал +”, „Comedy“, “Nat Geo Wild”, „Кинопремиера“, “C1”, „ერთსულოვნება“-ს საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
7. შპს „TV ERA“ -ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიონ ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები,სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს.
5. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის- სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
10. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოსკანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
14. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან
1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
კომისია აღნიშნავ, რომ შპს „TV ERA”-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მიხედვით, მათი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საქმის დასრულებამდე საგამოძიებო ორგანო კომპანიას არ უბრუნებს დოკუმენტაციას. თუმცა, კომისიაში არ არის წარმოდგენილი ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ცნობილია, რომ მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების/დამატების შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას კომპანიას გააჩნია შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე. შესაბამისად, კომპანიის მიერ წლების წინ გაფორმებული ხელშეკრულებები (ასეთის არსებობის შემთვევაში) უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი კომისიაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღების დღისთვის კომისიაში არ არის წარმოდგენილი წინამდებარე გადაწყვეტილების დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მე-6 პუნქტში მითითებული სამაუწყებლო არხების მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სატელევიზიო არხების: „მაესტრო“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „RU TV“, “THT 4”, “Россия 1”, „НТВ“, “TV 1000”, “Индийское кино”, “TB 3”, “Viasat History”, „Домашний“, “TV 1000 action”, “Бетселлер”, “Пятница”, “Матч”, “Футбол 1”, “Боец”, “DTX”, “Vip premiera”, “Матч премиера”, “Интер+”, “TV 5”, “CTC”, “Кухня”, “ID”, ”Иллюзион+”, “Футбол 3”, “Vip megahit”, “Кинохит”, “Animal planet”, “THT”, „სლქუნივერსალი“, „Киносемья“, “Show”, “Футбол 2”, “GDS”, “ЧЕ”, “Disney”, “Канал +”, „Comedy“, “Nat Geo Wild”, „Кинопремиера“, “C1”, „ერთსულოვნება“-ის შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „TV ERA“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, ის კანონის შესაბამისად წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „TV ERA“-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე იმ სატელევიზიო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი, რომლებზეც გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არ წარმოუდგენია უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: „მაესტრო“, „იმედი“, „რუსთავი2“, „RU TV“, “THT 4”, “Россия 1”, „НТВ“, “TV 1000”, “Индийское кино”, “TB 3”, “Viasat History”,„Домашний“, “TV 1000 action”, “Бетселлер”, “Пятница”, “Матч”, “Футбол 1”, “Боец”, “DTX”, “Vip premiera”, “Матч премиера”, “Интер+”, “TV 5”, “CTC”, “Кухня”, “ID”, ”Иллюзион+”, “Футбол 3”, “Vip megahit”, “Кинохит”, “Animal planet”, “THT”, „სლქუნივერსალი“, „Киносемья“, “Show”, “Футбол 2”, “GDS”, “ЧЕ”, “Disney”, “Канал +”, „Comedy“, “Nat Geo Wild”, „Кинопремиера“, “C1”, „ერთსულოვნება“.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „TV ERA“-ს მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „TV ERA“-ამ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების:„მაესტრო“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „RU TV“, “THT 4”, “Россия 1”, „НТВ“, “TV 1000”, “Индийское кино”, “TB 3”, “Viasat History”, „Домашний“, “TV 1000 action”, “Бетселлер”, “Пятница”, “Матч”, “Футбол 1”, “Боец”, “DTX”, “Vip premiera”, “Матч премиера”, “Интер+”, “TV 5”, “CTC”, “Кухня”, “ID”, ”Иллюзион+”, “Футбол 3”, “Vip megahit”, “Кинохит”, “Animal planet”, “THT”, „სლქუნივერსალი“, „Киносемья“, “Show”, “Футбол 2”, “GDS”, “ЧЕ”, “Disney”, “Канал +”, „Comedy“, “Nat Geo Wild”, „Кинопремиера“, “C1”, „ერთსულოვნება“-ის არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „TV ERA”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „TV ERA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „TV ERA”-სთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „TV ERA”-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიდუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
