წვდომის მენიუ

შპს,,კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 291

გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2021 15:49

მიღების თარიღი მაისი 20, 2021

შპს,,კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-836; 17.05.2021) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 26-ე მუხლის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-836; 17.05.2021) თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინმა“ (ს/კ 211380833)  2021 წლის 22 მარტს კომისიაში წარმოადგინა წერილი (Nშ-21-6/1371), რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიის მიერ დარღვეულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი და 26-ე მუხლი. კომპანიამ შეცვალა ბენეფიციარი მესაკუთრეები, კერძოდ, კომპანიის 49% წილის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, რაზეც კომისიას მიღებული აქვს არაერთი გადაწყვეტილება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ, ასევე უკანონოდ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისდა, შპს„კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელ კომპანიაში „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკური პირის ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი 51% წილი, კომპანია „Weco Investments and Finance S.A“-ს სასარგებლოდ. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს შპს „კავკასუს ონალინის“ მიერ კომისიაში 2021 წლის 22 მარტს Nშ-21-6/1371 წერილით წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 26-ე მუხლის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2021 წლის 20 მაისი, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-21-03/1396; 17.05.2021) ეცნობა შპს ,,კავკასუს ონლაინს“.

2021 წლის 19 მაისს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წერილობითი შუამდგომლობა (Nშ-21-6/2190; 19.05.2021) კომისიის სხდომის გადადების თაობაზე. წერილობით შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) კომპანია ,,Weco Investments and Finance S.A.”-ს ბოლო ბენეფიციარ მესაუთრესა და საქართველოს სახელმწიფოს შორის მიმდინარეობს დავა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილების შეძენის საკითხთან დაკავშირებით. შუამდგომლობის ავტორთა განმარტებით, მათი ინფორმაციით, აღნიშნული დავის ფარგლებში მხარეები აწარმოებენ მოლაპარაკებებს და იგეგმება შეხვედრა ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის წარმომადგენლებსა და საქართველოს მთავრობას შორის. იმისთვის, რომ კომისიამ სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გასათვალისწინებელია ამავე საქმეზე აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს, საქართველოს მთავრობასა და კომპანიის ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეს შორის მიმდინარე მოლაპარაკების შედეგები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორებს მიზანშეწონილიად მიაჩნიათ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრესა და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკების პროცესის დასრულებამდე გადაიდოს საკითხის განხილვა.

კომისიის 2021 წლის 20 მაისის სხდომას ესწრებოდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორი რევაზ კოპალაძე.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წერილობით შუამდგომლობასთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არაუგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. ამავე კოდექსის 232-ე მუხლის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა შეწყდეს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისთვის გასულია ამ კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ვადები. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის შეძენის საკითხთან დაკავშირებით ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვსა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში, ასევე,  მოლაპარაკების  წარუმატებლად  დასრულების  მომენტისთვის  (ასეთის შემთხვევაში), შესაძლებელია გასული იყოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვადები, რაც გახდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-836; 17.05.2021);

2. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2021 წლის 22 მარტის წერილი Nშ-21-6/1371 თანდართული ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწებული სერთიფიკატებით;

3. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2021 წლის 24 მარტის წერილი Nშ-21-6/1408, რომელსაც ერთვის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;

4. გზავნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოდან (Nშ-21-5/1381; 23.03.2021), რომელსაც ერთვის აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატი კომპანია ,,ნელგადო ლიმითედის“ მონაცემების შესახებ (22.09.2020) და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;

5. მონაცემები შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2019 წლის 25 ივნისიდან დღემდე პერიოდი) და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;

6. „შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის ,,ნელგადო ლიმითედის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილება;

7. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2019 წლის 20 მარტის Nშ-19-6/1143 წერილი თანდართული დოკუმენტაციით (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების   რეესტრიდან შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შესახებ; შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ მონაცემების შესახებ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატი);

8. კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილება ,,ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“;

9. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3523 წერილი;

10. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3892; 04.10.2019), რომელსაც ერთვის შპს

,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

11. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 15.10.2019), რომელსაც ერთვის შპს,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია;

12. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 16.10.2019), რომელსაც ერთვის შპს,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

13.  „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილება;

14. „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 გადაწყვეტილება;

15. „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 გადაწყვეტილება;

16. „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320  გადაწყვეტილება;

17. „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 გადაწყვეტილება;

18. „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილება;

19. ,,შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე“ კომისიის

2020 წლის პირველი ოქტომბრის Nგ-20-18 / 747 გადაწყვეტილება;

20.   შპს   ,,კავკასუს   ონლაინის“   წერილობითი   შუამდგომლობა   კომისიის   სხდომის გადადების თაობაზე (Nშ-21-6/2190; 19.05.2021);

21. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტება.

III. ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს ,,კავკასუს ონლაინი“ (ს/კ 211380833)  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;

2. პს „კავკასუს ონლაინი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის შესაბამისად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის მფლობელებია: უცხოური საწარმო International Online Networks LLC, 1502554 /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) წილის 63,8 პროცენტის მფლობელი   და ნელგადო ლიმითედი, 1565890/ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) წილის 36.2 პროცენტის მფლობელი; შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული კომპანიათა მონაცემების შესახებ სერთიფიკატებით დგინდება, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის 63,8 პროცენტის მფლობელის უცხოური საწარმო International Online Networks LLC-ის წილის 100 პროცენტის მფლობელია კომპანია ,,ნელგადო ლიმითედი“;

4. კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე. ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, შპს ,,კავკასუს ონლაინს“, როგორც საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;

5. შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის „ნელგადო ლიმითედის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის          შემთხვევაში,    თუ    მათი    შეძენის    შედეგად    შემძენი    პირის    ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, შპს „კავკასუს ონლაინმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე;

6. 2019 წლის 20 მარტს, კომისიის 2019 წლის 17 იანვრის N14/11 გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ კომისიას წერილობით (Nშ19-6/1143; 20.03.2019) აცნობა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორ კომპანიაში, შპს ,,ნელგადო ლიმითედში“ განხორციელდა ფიზიკურ პირ თემური კობახიძის კუთვნილი 19.5 % წილის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას მიერ შეძენა. შესაბამისად, ,,ნელგადო ლიმითედში“ აქციების 100 % წილის მფლობელი პარტნიორი და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ერთადერთი ბენეფიციარი მესაკუთრე გახდა ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია;

7. 2019 წლის 23 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-19-6/3523 23.08.2019), რომლის თანახმად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში 36,2 % წილის მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ნელგადო ლიმითედი“ (Nelgado Ltd) რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1565890. კომპანია ,,ნელგადო ლიმითედში“ წილების მფლობელი პარტნიორები   არიან:   ფიზიკური   პირი  ხვიჩა   მაქაცარია   -   საქართველოს   მოქალაქე, ,,ნელგადო ლიმითედში“ 32506 აქციის მფლობელი და კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 596511. კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორი არის კომპანია ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 379092. კომპანია ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”-ი კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ში წილებს ფლობს ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის (აზერბაიჯანის მოქალაქე) სასარგელოდ ტრასტის საფუძველზე. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში 63,8% წილის მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“ (International Online Network), რეგისტრირებული   ბრიტანეთის   ვირჯინიის  კუნძულებზე,   სარეგისტრაციო   ნომრით 1502554. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია, დაახლოებით 51 % წილის მფლობელი (32506 აქცია) და ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი, დაახლოებით 49% წილის მფლობელი (31230 აქცია);

8. შპს „კავკასუს ონლაინს“, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია შეძენის განხორციელებამდე კომისიაში არ წარმოუდგენია და შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია, რის გამოც კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის  Nგ-19-18/605  გადაწყვეტილებით  მას  მიეცა  წერილობითი  გაფრთხილება

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლისა და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის    პირდაპირ   და   არაპირდაპირ   100%-ის  მფლობელ   კომპანიაში,   „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის)  აღდგენის უზრუნველყოფა  და აღნიშნულის  დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.

9. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა. კერძოდ, კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87,2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 და 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა ჯარიმები, ხოლო 2020 წლის პირველი ოქტომბრის Nგ-20-18/747 გადაწყვეტილებით კომისიამ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის შესაბამისად დანიშნა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი კომისიის მიერ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით;

10. შპს „კავკასუს ონლაინმა“ 2021 წლის 22 მარტს კომისიაში წარმოადგინა წერილი (Nშ-21-6/1371), რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიამ შეცვალა ბენეფიციარი მესაკუთრეები, კერძოდ, კომპანიის 49% წილის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, ასევე უკანონოდ გასხვისდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის მფლობელ კომპანიაში „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკური პირის ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი 51% წილი, კომპანია „Weco Investments and Finance S.A“-ს სასარგებლოდ. შპს „კავკასუს ონლაინს“, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის გასხვისების განზრახვის შესახებ ინფორმაცია წილის გასხვისებამდე კომისიაში არ წარმოუდგენია და წილის სხვა პირის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია.

III. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად,    ელექტრონული    კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და   ლიცენზიის ან/და   ნებართვის მფლობელების  მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“  ქვეპუნქტის      თანახმად, კომისიის ერთ-ერთი   ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა   და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის       ერთ-ერთი       ძირითადი      ფუნქციაა მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების   კვლევისა      და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება     და    მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის     თანახმად,     კომისიის     ერთ-ერთი     ძირითადი    ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული     ამოცანებისა  და  ფუნქციების შესრულებასთან     დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის,   ფინანსურ- ეკონომიკური      დოკუმენტაცია,       მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების   დაცვის   დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე,   ასევე   მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად,               ავტორიზებული პირი   ვალდებულია   შეასრულოს   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ33“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების           სფეროში     ეფექტიანი     კონკურენციის     ხელშემწყობი     პირობების ჩამოყალიბება;

7.   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქ[ციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;

8. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  64-ე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, კომისია ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით, 2026 წლის 1 იანვრამდე შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება ამ კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის წილის ან აქციების ან/და აქტივების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეძენა ან იმ პირთა შერწყმა, რომელთაგან ერთი მაინც არის ამ პუნქტით განსაზღვრული პირი, ხოლო მეორე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული ოპერაცია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაცია;

9. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ       კომისიას       უნდა       ეცნობოს       შერწყმის    ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;

10.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული  (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

11. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   27-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის  მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება    შერწყმის ან  შეძენის   გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის  მნიშვნელოვნად   დარღვევის   შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან    ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური  განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა);

12. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   43-ე   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის, მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით   განსაზღვრული   მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ  პირთა   მიერ   ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობის,   მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და  ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 7000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად;

14. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული       წარმოების  დაწყების  საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით  დაკისრებული ვალდებულება  ან მინიჭებული უფლებამოსილება     - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისთვის, კერძოდ, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, ასევე, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის) გამოვლენა, რაც შეუძლებელია პარტნიორთა წილების ან აქციების მფლობელების (ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების ჩათვლით), ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების წილების/აქციების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის გარეშე. შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის „ნელგადო ლიმითედის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, შპს „კავკასუს ონლაინმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და  ასევე  წილის ან აქციების  გასხვისებით  შესაძლებელია  თუ  არა  ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდოგმარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითად ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად,     ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ 2021 წლის 22 მარტს კომისიაში წარმოადგინა წერილი (Nშ-21-6/1371), რომელსაც ერთვის აპოსტილით დამოწმებული 2021 წლის 4 მარტის სერთიფიკატი კომპანია ,,ნელგადო ლიმითედის“ შესახებ. აღნიშნული სერთიფიკატის მიხედვით, კომპანია ,,ნელგადო ლიმითედის“ წილის 100 პროცენტის მფლობელი გახდა კომპანია „Weco Investments and Finance S.A“, რომლის ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე, შპს ,,კავკასუს ონლაინის“  2021 წლის 22 მარტის წერილზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, არის ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან 2021 წლის 23 მარტს მიღებულ გზავნილზე თანდართული დოკუმენტის, კერძოდ, კომპანია ,,ნელგადი ლიმითედის“ შესახებ მონაცემების შესახებ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის მიხედვით, შპს    ,,კავკასუს    ონლაინის“    წილის    მფლობელი    კომპანია    ,,ნელგადო ლიმითედის“ წილის 100 პროცენტის მფლობელად კომპანია „Weco Investments and Finance S.A“ ფიქსირდება 2020 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგებლობითა და კომისიის თანხმობის გარეშე წილის                 გასხვისებით,   დარღვეულ   იქნა   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, 26-ე მუხლი და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილება, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირისთვის  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის    დაკისრების საფუძველია.

2019 წლის 17 ოქტომბრიდან 2020 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში შპს „კავკასუს ონლაინის“  მიმართ იდენტური სამართალდარღვევის ჩადენისთვის გამოყენებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ყველა სახე (მათ შორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა სამჯერ). აღნიშნულმა ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 და 2020 წლის   20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებების აღსრულება, ხოლო შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებას შეეძლო ზიანი მიაყენებინა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებისთვის, რის გამოც კომისიამ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ გამოიყენა კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების სპეციალური ღონისძიება, კერძოდ, 2020 წლის პირველ ოქტომბერს დანიშნა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.

კომისია ყურადღებას ამახვილებს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილობით შუამდგომლობაში  მითითებულ   ფაქტობრივ   გარემოებაზე,   რომლის   თანახმად,   შპს,,კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრესა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება შპს ,,კავკასუს ონლაინის“ გასხვისებული წილის საკითხზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მგავსი გადაცდომა.

კომისია აღნიშნავს,  რომ შპს  „კავკასუს   ონლაინის“   წილის   უკანონოდ   შემძენმა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) წინაშე დაადასტურა თავისი მზადყოფნა, რომ აწარმოოს მოლაპარაკები შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის უკანონოდ შეძენის გამო მიმდინარე დავის მოსაგვარებლად და ამ მიზნით მოითხოვა საერთაშორისო არბიტრაჟის სხდომის გადადება, რომელსაც დაეთანხმა მოპასუხე მხარე - საქართველოს სახელმწიფო  და შესაბამისად   შუამდგომლობა    დაკმაყოფილდა საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ. ამ მოცემულობაში კომისიას მიზანშეუწონლად მიაჩნია კომპანიისთვის სანქციის დაკისრება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია გადის ფინანსურ სანქციაზე (კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3%).

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინი“ ცნობილ უნდა იქნას სამართალდამღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. მოცემულ შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ იდენტური სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე კომპანიის მიმართ 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 და 2020 წლის   20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებების მიღებისას, კომისიამ დაადგინა, რომ კომპანიის წილის 49%-ის გასხვისების უკანონო ტრანზაქციის შედეგად უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, როგორც თავად საქართველოში ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, საქართველოში ინტერნეტ მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის, მომსახურების სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე, საქართველოს რეგიონალური კონკურენტუნარიანობისთვის, საქართველოში რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონტექსტში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილების დროს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომსახურების მიწოდების სტრატეგიამ შესაძლებელია განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც შეიძლება არსებითი, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი და მისსავე რეგულირების სფეროში დაქვემდებარებული კომპანიაა, რომელიც არის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე. შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც პირდაპირი მაგისტრალური ინფრასტრუქტურით აკავშირებს ჯერ საქართველოს, შემდეგ რეგიონის 2 ქვეყანას და სხვა ქვეყნებს ევროპასთან და რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე შეიცვალა კანონმდებლობის დარღვევით. შპს „კავკასუს ონლაინისგან“ გლობალური ინტერნეტის შესყიდვას საქართველოში ახორციელებენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და შემდგომ საცალო ინტერნეტს აწვდიან მომხმარებლებს, მათ შორის, სხვადასხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს და სახელმწიფო უწყებებს (ჯამში დაახლოებით 2.5  მილიონზე მეტი საცალო აბონენტი).

ამჯერად დადგინდა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ 49% წილის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, ასევე უკანონოდ გაასხვისა წილის 51 პროცენტი. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი 51 პროცენტი წილის უკანონო გასხვისების შედეგად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის 100 პროცენტის მფლობელი გახდა ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი, რაც კიდევ უფრო ზრდის მის უფლებამოსილებებს შპს„კავკასუს ონლაინში“ და შესაბამისად ზრდის რისკებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგიონული კონკურენტუნარიანობის შესუსტებისა.

შესაბამისად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ უნდა დაევალოს შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის    ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2021 წლის 20 აგვისტომდე.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 25-ე, 26-ე  და 27-ე  მუხლების, 45-ე მუხლის, 64-ე მუხლის 21-ე პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის,    95-ე,     98-ე    და  99-ე    მუხლების,    საქართველოს    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე, 38-ე და 232-ე მუხლების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს  ,,კავკასუს ონლაინი“ (ს/კ 211380833) ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის  N677/11 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. შპს ,,კავკასუს ონლაინი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3. დაევალოს შპს ,,კავკასუს ონლაინს“ შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ  და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2021 წლის 20 აგვისტომდე;

4.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შპს„კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:  ქ.  თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)    ამ გადაწყვეტილების შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები