წვდომის მენიუ

ა(ა)იპ-ს „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 361

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2021 15:13

მიღების თარიღი ივნისი 17, 2021

ა(ა)იპ-ს „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე 

I. საქმის აღწერა 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-1029,   14/06/2021)  საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის  მე-14  პუნქტის  შესაბამისად, კომისიაში  დაიწყო  მარტივი  ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე,  მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ  ბარათში  (N  21-10-1029,  14/06/2021) აღნიშნულია,  რომ დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლების ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს. კერძოდ, კანონის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს   აუდიტის   დასკვნა.   რადგანაც,   ა(ა)იპ-მ   „ჟურნალისტები   და   იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ აუდიტის დასკვნა კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა, მაუწყებელს 2021 წლის 20 მაისს გაეგზავნა წერილი (რეგისტრაციის N გ-21-04/1474) და ეთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოდგენა. 2021 წლის 27 მაისს კომისიაში შემოვიდა ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წერილი (რეგისტრაციი N შ-21-6/2338), სადაც მაუწყებლის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ რადგანაც მაუწყებლობის ავტორიზაციის მქონე იურიდიული პირი დაფუძნებულია არასამეწარმეო ფორმით და მაუწყებელს შემოსავალი არ აქვს, მასზე არ ვრცელდებოდა აუდიტის დასკვნის წარმოდგენის მოთხოვნა. 2021 წლის 31 მაისის წერილით, მაუწყებელს განემარტა წლიური ანგარიშის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები და ეცნობა, რომ აუდიტის დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ვრცელდება ყველა მოქმედ მაუწყებელზე, მიუხედავად საქმიანობის სამართლებრივი ფორმისა.

კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ-სთვის „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 17 ივნისს, 15:00 საათზე, რის შესახებაც ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

2021 წლის 17 ივნისს ა(ა)იპ-მ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული აუდიტის დასკვნა (17.06.2021 Nშ-21-62638).

2021 წლის 17 ივნისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ-ს „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი მ.დემეტრაძე, რომელმაც იშუამდგომლა კომისიის წინაშე მისი მარწმუნებლის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვინაიდან კომპანიის სანქცირების მიზანი დარღვევის აღმოფხვრა და სამომავლო პრევენციაა. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში, მართალია, ვადის დარღვევით, თუმცა დარღვევა აღმოფხვრილია.

II.  გამოკვლეული მტკიცებულებები

1.  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-1029,  08/06/2021);

2. კომისიის წერილები (N გ-21-04/1474, 20/05/2021, 31.05.2021 გ-21-04/1563 ) გაგზავნილი ა(ა)იპ-სთვის „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“;

3. ა(ა)იპ-ს  „ჟურნალისტები  და  იურისტები  დემოკრატიისა  და  ადამიანის უფლებებისთვის“ წერილი კომისიას (27.05.2021 Nშ-21-6/2338);

4. ა(ა)იპ-ს  „ჟურნალისტები  და  იურისტები  დემოკრატიისა  და  ადამიანის უფლებებისთვის“ წერილი კომისიას (17.06.2021 Nშ-21-62638) თანდართული აუდიტის დასკვნით;

5. მეწარმეთა  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული  პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ-ს „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ შესახებ მონაცემები.

III.        დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.   ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული     პირია. შესაბამისად, იგი ვალდებულია, შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და  გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.

2. ა(ა)იპ-მ   „ჟურნალისტები   და   იურისტები   დემოკრატიისა   და   ადამიანის უფლებებისთვის“ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლები ვალდებული არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ       ვებგვერდზე   განათავსონ   გასული   წლის   ანგარიში   საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. შესაბამისად, ა(ა)იპ-მ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა    და    ადამიანის    უფლებებისთვის“    აუდიტის    დასკვნა    კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა.

3. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის ა(ა)იპ-ს „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა  და  ადამიანის  უფლებებისთვის“  შესრულებული  აქვს „მაუწყებლობის   შესახებ“  საქართველოს   კანონის   70-ე   მუხლის   მე-3   პუნქტით განსაზღვრული ყველა ვალდებულება.

IV.   გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2.   ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ  მაუწყებლობის სფეროში მოქმედი  კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3.   „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  451 მუხლის  მე-10  პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტის   თანახმად,      ავტორიზებული     პირი     ვალდებულია  დაიცვას მაუწყებლობის სფეროში   მოქმედი  კანონმდებლობა,   მათ   შორის,   კომისიის დადგენილებები და    გადაწყვეტილებები;  მაუწყებლობის    სფეროში    მოქმედ კანონმდებლობაში      ცვლილებების   შეტანის   შემთხვევაში    უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში         საქართველოს       კანონმდებლობის,       სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

5.    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მაუწყებლის მიერ   საქართველოს   კანონმდებლობის   დარღვევის   ან კომისიის გადაწყვეტილების  შეუსრულებლობის,  აგრეთვე    ლიცენზიის/   ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის  ფაქტის  დადასტურების შემთხვევაში  კომისია უფლებამოსილია   მაუწყებელი    წერილობით   გააფრთხილოს.   კომისიის  მიერ მაუწყებლის   მიმართ  სანქციის   გამოყენების   მიზანი   უნდა   იყოს   დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის     აღმოფხვრისათვის  ან პრევენციისათვის  ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ-სთვის „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ ყოველი წლის 1 მაისამდე საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ გასული წლის აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ა(ა)იპ-ს „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიაში წარმოდგენილ იქნა   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რითაც კომპანიის მიერ სრულად იქნა აღმოფხვრილი დარღვევა, კომისია უფლებამოსილია, ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 71-ე მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. ა(ა)იპ-ს   „ჟურნალისტები   და   იურისტები   დემოკრატიისა   და   ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

2. ა(ა)იპ-ს   „ჟურნალისტები   და   იურისტები   დემოკრატიისა   და   ადამიანის უფლებებისთვის“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

3.   დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   (ო.   ვოტ) გადაწყვეტილების ა(ა)იპ-სთვის „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ დაუყოვნებლივ   გაგზავნა   და   კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    www.comcom გამოქვეყნება;

4.     დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.  ხუხუნაიშვილი) ა(ა)იპ-ს „ჟურნალისტები და  იურისტები  დემოკრატიისა და  ადამიანის უფლებებისთვის“ სამართალდამრღვევად ცნობისა      და      ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5.  გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   მისი    დამოწმებული    ასლის   ა(ა)იპ-სთვის „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

7.     კონტროლი  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-3  პუნქტისა)  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები