წვდომის მენიუ

ი.მ. „თემურ დიასამიძე -ეკონომ ტაქსი ბათუმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 389

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2021 17:00

მიღების თარიღი ივლისი 01, 2021

ი.მ. „თემურ დიასამიძე -ეკონომ ტაქსი ბათუმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში -კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N21-10-1121, 21/06/2021) თანახმად, 2021  წლის 17 ივნისს რადიომონიტორინგის პროცესში, დაფიქსირებული იქნა კომპანიების რადიოკავშირის უკანონო ფუნქციონირება 155.500 მჰც და 406.775 მჰც სიხშირეებზე, რაც საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა  კოდექსის  144¹  მუხლის  პირველი  ნაწილის  მიხედვით წარმოადგენს სამართალდარღვევას. საპელენგაციო სამუშაოების შედეგად დადგენილი იქნა აღნიშნული რადიოკავშირის გადამცემი სადგურების ადგილმდებარეობა, აგრეთვე მფლობელების ვინაობა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში 155.500 მჰც სიხშირეზე მუშაობდა ი.მ. „თემურ დიასამიძე-ეკონომ ტაქსი ბათუმი“ (ს/კ 61009007469, რეგისტრაციის მისამართი,  ხელვაჩაურის  რ/ნ  სოფ.  ქვედა  სალიბაური  მე-5  ქუჩა  №5;  შედგენილია „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000340).

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ი.მ. „თემურ დიასამიძე-ეკონომ ტაქსი ბათუმს“ მინიჭებული ქონდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება №F2186 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 155.500 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით - 2019 წლის 14 ნოემბრიდან 2020 წლის 14 ნოემბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

ი.მ.  „თემურ  დიასამიძე-ეკონომ  ტაქსი  ბათუმისთვის“   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 24 ივნისს, 15:00 საათზე, რის შესახებ შეტყობინება (N გ-21-03/1825, 22/06/2021) გაეგზავნა     ი.მ. „თემურ დიასამიძე-ეკონომ ტაქსი ბათუმს“ და განემარტა     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების გაცნობის უფლება.

კომისიის 2021 წლის 24 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა ი.მ. „თემურ დიასამიძე-ეკონომ ტაქსი ბათუმის“ დირექტორი თემურ დიასამიძე, რომელმაც მისი მხრიდან ტექნიკური ხარვეზის გამო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტება ვერ მისცე. შესაბამისად, კომისიის

2021 წლის 24 ივნისის სხდომა გადაიდო და დაინიშნა პირველ ივლისს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე წარმომადგენელი სხდომაზევე გაფრთხილდა.

კომისიის 2021 წლის პირველი ივლისის სხდომაზე გამოცხადდა თემურ დიასამიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ წერილი ვერ გამოაგზავნა დროულად სიხშირით სარგებლობის ნებართვის მინიჭების მოთხოვნით, რისთვისაც იხდის ბოდიშს. მან კომისიას განუმარტა, რომ პანდემიის გამო საქმიანობა შეჩერებული ქონდათ და რამდენიმე დღით ჩართეს სიხშირე შემოწმების მიზნით, თუ რამდენი რაცია იმუშავებდა. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ქონდათ ჩართული, ხოლო შემდგომ უკვე კომისიის მიერ განხორციელდა შემოწმება. თემურ დიასამიძემ აღიარა სამართალდარღვევა და ითხოვა კომისია შემოიფარგლოს გაფრთხილებით. ასევე თემურ დიასამიძემ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული სიხშირით სარგებლობის უფლების მინიჭების მოთხოვნის წერილი გამზადებული აქვს და გამოაგზავნის კომისიაში.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 21-10-1121, 21/06/2021).

2.   2021 წლის 17 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000340;

3.   კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის N გ-19-7/644 გადაწყვეტილება ინდ. მეწარმე „თემურ დიასამიძე-ეკონომ         ტაქსი    ბათუმისთვის“    არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის დამხმარე    ტექნოლოგიური      დანიშნულებით      რადიოსიხშირული      სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ“;

4.  კომისიის სხდომაზე ი/მ „თემურ დიასამიძე-ეკონომ ტაქსი ბათუმის“ დირექტორის თ.დიასამიძის მიერ მიცემული ახსნა- განმარტება.

 III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 1.   2021 წლის 17 ივნისს რადიომონიტორინგის პროცესში, დაფიქსირებულ იქნა კომპანიის რადიოკავშირის უკანონო ფუნქციონირება 155.500 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) სარგებლობის უფლების  მინიჭების  გარეშე, საპელენგაციო სამუშაოების შედეგად დადგენილი იქნა       აღნიშნული    რადიოკავშირის  გადამცემი   სადგურის ადგილმდებარეობა, აგრეთვე მფლობელის ვინაობა, კერძოდ: 155.500 მჰც სიხშირეზე მუშაობდა   ი.მ.    „თემურ    დიასამიძე-ეკონომ    ტაქსი    ბათუმი“    (ს/კ    61009007469, რეგისტრაციის მისამართი, ხელვაჩაურის რ/ნ სოფ. ქვედა სალიბაური მე-5 ქუჩა №5). შესაბამისად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000340.

 მტკიცებულება: 2021 წლის 17 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000340; კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი 21-10-1121, 21/06/2021).

 2.    ი.მ. „თემურ დიასამიძე-ეკონომ  ტაქსი  ბათუმის“  მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441   მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის  საკითხის  (მინიჭების  გარეშე რადიოსიხშირული   სპექტრით  სარგებლობა) განხილვა   შედის კომისიის უფლებამოსილების    სფეროში.     2021     წლის     17 ივნისის     ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000340  შედგენილია საქართველოს   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული    კომისიის    საქმიანობის    მარეგულირებელი    წესების“    37-ე    მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენელი, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები ნ. კონდოლელი და გ. წიკლაური, ასევე, სამართალდამრღვევი ი.მ. „თემურ დიასამიძე- ეკონომ ტაქსი ბათუმის“ დირექტორი თ.დიასამიძე, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში განმარტავს, რომ პანდემიიდან გამომდინარე ლიცენზიის ვადის გასვლამდე გათიშა სადგურები, ვინაიდან არ ქონდა მუშაობა. აღნიშნული სადგურები ჩართეს სატესტოდ, ტურისტული სეზონის დაწყების წინ. აპირებენ წერილის შემოტანას უახლოეს პერიოდში.

მტკიცებულება: 2021  წლის  17  ივნისის  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმი №000340.ი.მ. „თემურ დიასამიძე-ეკონომ ტაქსი ბათუმს“ მინიჭებული ქონდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება №F2186 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 155.500 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით - 2019 წლის 14 ნოემბრიდან 2020 წლის 14     ნოემბრამდე,     ოპერატიული     რადიოკავშირისთვის,     არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

მტკიცებულება:  კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის N გ-19-7/644 გადაწყვეტილება   „ინდ. მეწარმე   „თემურ     დიასამიძე-ეკონომ     ტაქსი     ბათუმისთვის“  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის     დამხმარე    ტექნოლოგიური    დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ“.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით     ან/და     ნუმერაციის     რესურსით     სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441   მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის პირველი           ნაწილის    თანახმად,    ადმინისტრაციული    სამართალდარღვევის    ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი  ნომერი    ან    გადასახადის    გადამხდელის  საიდენტიფიკაციო    ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის    ჩადენის    ადგილი,    დრო    და    არსი;

ნორმატიული აქტი,  რომელიც  ითვალისწინებს       პასუხისმგებლობას  ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და    სამართალდამრღვევი,    გარდა    საქართველოს    შინაგან    საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი  ოქმისა.   ოქმს   შეიძლება   ხელი   მოაწერონ   აგრეთვე   მოწმეებმა   და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში.

4.   საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441, 1443–1445 და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ   ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    ოქმებს    ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად,  ამ     კოდექსის 141-ე,  42-ე,  1441  და   1443–1445   მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და          ადმინისტრაციული    სახდელების    დადების    უფლება    აქვს    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად,  ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის   საქმის   განსახილველად მომზადებისას   ორგანო    (თანამდებობის    პირი)    წყვეტს    შემდეგ    საკითხებს:  1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.

7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად,  ორგანო  (თანამდებობის   პირი)  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული  აქტით     დაწესებულ     ფარგლებში,     რომელიც     ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  შესახებ  სხვა  აქტების   ზუსტი შესაბამისობით.  სახდელის  დადებისას  მხედველობაში     მიიღება     ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 17 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის № 000340 ოქმისა და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის N 21-10-1121, 21/06/2021) შესაბამისად, ი.მ. „თემურ დიასამიძე- ეკონომ ტაქსი ბათუმი“ სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე სარგებლობდა რადიოსიხშირული სპექტრით. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ ი.მ. „თემურ დიასამიძე-ეკონომ ტაქსი ბათუმის“ მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, რისთვისაც გათვალისწინებულია  ჯარიმა  -  5000  ლარის  ოდენობით.  იმ  გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე,  ასევე, ადგილი არ აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ი.მ. „თემურ დიასამიძე-ეკონომ ტაქსი ბათუმს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 V. სარეზოლუციო ნაწილი

 ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის, 1441   მუხლის პირველი ნაწილის,  228-ე, 239-ე, 240-ე 260-ე,  262-ე, 264-ე და 273-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 1.   ი.მ. „თემურ დიასამიძე-ეკონომ ტაქსი ბათუმს“ (ს/კ 61009007469) დაეკისროს ჯარიმა

5000 ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

2. ი.მ. „თემურ დიასამიძე-ეკონომ ტაქსი ბათუმმა“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300733251 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა.

3.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ი.მ. „თემურ დიასამიძე- ეკონომ           ტაქსი   ბათუმისთვის“   გაგზავნა   და  კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).

4.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ი.მ. „თემურ დიასამიძე- ეკონომ ტაქსი ბათუმისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  №64)  საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსით დადგენილი წესით მისი დამოწმებული  ასლის   ი.მ. „თემურ დიასამიძე-ეკონომ ტაქსი ბათუმისთვის“ ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

6.   გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.გამჯაშვილი).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე 

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები