შპს „ბრენდისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2021 17:21
მიღების თარიღი ივლისი 01, 2021
შპს „ბრენდისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში -კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N21-10-1121, 21/06/2021) თანახმად, 2021 წლის 17 ივნისს რადიომონიტორინგის პროცესში, დაფიქსირებული იქნა კომპანიების რადიოკავშირის უკანონო ფუნქციონირება 155.500 მჰც და 406.775 მჰც სიხშირეებზე, რაც საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 144¹ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წარმოადგენს სამართალდარღვევას. საპელენგაციო სამუშაოების შედეგად დადგენილი იქნა აღნიშნული რადიოკავშირის გადამცემი სადგურების ადგილმდებარეობა, აგრეთვე მფლობელების ვინაობა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში 406.775 მჰც სიხშირეზე მუშაობდა შპს „ბრენდი“ (ს/კ 445502607, რეგისტრაციის მისამართი ქ. ბათუმი, ფ. ხალვაშის პირველი შესახვევი №4), კომპანიის დირექტორმა უარი განაცხადა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის №000341 ხელმოწერაზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ბრენდს“ მინიჭებული ქონდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2082 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 406.775 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით - 2019 წლის 16 მაისიდან 2020 წლის 16 მაისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
„შპს „ბრენდის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 18 ივნისის გ-20-12 / 508 გადაწყვეტილებით განუხილველად დარჩა შპს „ბრენდის“ განცხადება №შ-20-7/2530, 13.05.20 არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე, ვინაიდან კომპანიამ არ გადაიხადა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური.
შპს ,,ბრენდისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 24 ივნისს, 15:00 საათზე, რის შესახებ შეტყობინება (N გ-21-03/1826, 22/06/2021) გაეგზავნა შპს „ბრენდს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების გაცნობის უფლება.
კომისიის 2021 წლის 24 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ბრენდის“ დირექტორი ლ.თებიძე, რომელმაც განაცხადა, რომ კომისიის მონიტორინგის ჯგუფი ნამდვილად იმყოფებოდა მათ კომპანიაში შემოწმებაზე. მან ბოდიში მოიხადა შემოწმების დროს მომხდარი უხეშობისთვის და კომისიას თანამშრომლობა შესთავაზა. მან დაამატა, რომ 2020 წელში გაჩერებული იყო მუშაობა, ზოგჯერ თვეში ერთი დღე მუშაობდნენ, ზოგჯერ ერთ დღესაც არა. არც მანქანები ჰყავდათ და ის ერთი წელი საქმიანობის მხრივ, საერთოდ ჩავარდნილი იყო. ბოლო 2 თვეა დაიწყეს მუშაობა და 10-12 მანქანას ამუშავებენ, არის ძალიან ცოტა გამოძახებები. ლ.თებიძემ ასევე აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული სიხშირის მინიჭების მოთხოვნით უკვე მომართა კომისიას და სიხშირით სარგებლობის საფასურსაც გადაიხდის.
კომისიის 2021 წლის 24 ივნისის სხდომა გადაიდო და დაინიშნა პირველ ივლისს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე წარმომადგენელი სხდომაზევე გაფრთხილდა. კომისიის პირველი ივლისის სხდომას ლ. თებიძე არ დაესწრო.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 21-10-1121, 21/06/2021).
2.2021 წლის 17 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000341;
3. კომისიის 2019 წლის 16 მაისის N გ-19-7/195 გადაწყვეტილება შპს „ბრენდისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ;
4. შპს „ბრენდის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 18 ივნისის გ-20-12 / 508 გადაწყვეტილება;
5.კომისიის 2021 წლის 24 ივნისის სხდომაზე შპს „ბრენდის“ დირექტორის ლ.თებიძის მიერ მიცემული ახსნა- განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. 2021 წლის 17 ივნისს რადიომონიტორინგის პროცესში, დაფიქსირებულ იქნა კომპანიის რადიოკავშირის უკანონო ფუნქციონირება 406.775 მჰც სიხშირეზე (ზოლის სიგანე 25კჰც) სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, საპელენგაციო სამუშაოების შედეგად დადგენილი იქნა აღნიშნული რადიოკავშირის გადამცემი სადგურის ადგილმდებარეობა, აგრეთვე მფლობელის ვინაობა, კერძოდ: 406.775 მჰც სიხშირეზე მუშაობდა შპს „ბრენდი“ (ს/კ 445502607, რეგისტრაციის მისამართი ქ. ბათუმი, ფ. ხალვაშის პირველი შესახვევი №4). შესაბამისად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000341.
მტკიცებულება:
2021 წლის 17 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000341; კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი 21-10-1121,21/06/2021).
2. შპს ,,ბრენდის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის (მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა) განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში. 2021 წლის 17 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000341 შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენელი, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები ნ. კონდოლელი და გ. წიკლაური, ხოლო კომპანიის დირექტორმა ლევან თებიძემ უარი განაცხადა ხელმოწერაზე. ოქმში გაკეთებულია სათანადო ჩანაწერი.
მტკიცებულება: 2021 წლის 17 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000341.
3. შპს „ბრენდს“ მინიჭებული ქონდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2082 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 406.775 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით - 2019 წლის 16 მაისიდან 2020 წლის 16 მაისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
მტკიცებულება: კომისიის 2019 წლის 16 მაისის N გ-19-7/195 გადაწყვეტილება „შპს „ბრენდისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ“.
4. „შპს „ბრენდის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 18 ივნისის გ-20-12 / 508 გადაწყვეტილებით განუხილველად დარჩა შპს „ბრენდის“ განცხადება №შ-20-7/2530, 13.05.20 არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობის გამო.
მტკიცებულება: „შპს „ბრენდის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 18 ივნისის გ-20-12 / 508 გადაწყვეტილება.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. ხოლო, ამავე მუხლის მე- ნაწილის თანახმად, ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი ოქმისა. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441, 1443–1445 და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.
8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 17 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის № 000341 ოქმისა და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 21-10-1121, 21/06/2021) შესაბამისად, შპს „ბრენდი“ სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე სარგებლობდა რადიოსიხშირული სპექტრით. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ შპს „ბრენდის“ მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ასევე ადგილი არ აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, შპს „ბრენდს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, 228-ე, 239-ე, 240-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე და 273-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ბრენდს“ (ს/კ 445502607) დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
2. შპს „ბრენდმა“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300693251 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა.
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ბრენდისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ბრენდისთვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით მისი დამოწმებული ასლის შპს „ბრენდისთვის“ ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.გამჯაშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
