შპს „ჭადრაკი ტვ“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2021 17:29
მიღების თარიღი ივლისი 01, 2021
შპს „ჭადრაკი ტვ“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-1024, 08/06/2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჭადრაკი ტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N 21-10-1024, 08/06/2021) აღნიშნულია, რომ დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლების ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს. კერძოდ, კანონის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. ვინაიდან, შპს „ჭადრაკი ტვ“-მ აღნიშნული ანგარიში კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა, მაუწყებელს 2021 წლის 20 მაისს გაეგზავნა წერილი (რეგისტრაციის N გ-21-04/1452) და ეთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის
კომისიაში წარმოდგენა. 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, შპს „ჭადრაკი ტვ“-ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წლიური ანგარიში კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი, შესაბამისად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ჭადრაკი ტვ“-ის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჭადრაკი ტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 17 ივნისს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „ჭადრაკი ტვ“-ის ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიაში 2021 წლის 15 ივნისს წარმოდგენილ იქნა შპს „ჭადრაკი ტვ“-ის დირექტორის წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის შ-21-6/2589, 15.06.2021) რომლის მიხედვითაც, მიმდინარეობს შპს „ჭადრაკი ტვ“-ს აუდიტი, კომპანიას შემპირდნენ რომ 2 კვირაში ექნებათ დასკვნა, შესაბამისად, შუამდგომლობაში მოთხოვნილია ვადა თვის ბოლომდე, რა დროისთვისაც ყველა ანგარიში იქნება წარმოდგენილი კომისიაში. კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა შპს „ჭადრაკი ტვ“-ის შუამდგომლობა და სხდომა გადაიდო
2021 წლის 1 ივლისს 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „ჭადრაკი ტვ“-ის ეცნობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შპს „ჭადრაკი ტვ“-ის მიერ 2021 წლის 21 ივნისს კომისიაში სრულყოფილად იქნა წარმოდგენილი წერილობითი წლიური ანგარიში აუდიტის დასკვნასთან ერთად (კომისიაში რეგისტრაციის N შ-21-6/2668; 21.06.2021), რითაც კომპანიის მიერ სრულად იქნა აღმოფხვრილი დარღვევა.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-1024, 08/06/2021).
2. კომისიის წერილი (N გ-21-04/1452, 20/05/2021) გაგზავნილი შპს „ჭადრაკი ტვ“-ისათვის.
3. შპს „ჭადრაკი ტვ“-ის დირექტორის წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის შ-21-6/2589, 15.06.2021).
4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჭადრაკი ტვ“-ის შესახებ მონაცემები.
5. შპს „ჭადრაკი ტვ“-ისათვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 17 ივნისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
6. შპს „ჭადრაკი ტვ“-ისათვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 1 ივლისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ჭადრაკი ტვ“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია. შესაბამისად, იგი ვალდებულია, შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. შპს „ჭადრაკი ტვ“-იმ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლები ვალდებული არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. შესაბამისად, შპს „ჭადრაკი ტვ“-იმ აღნიშნული ანგარიში კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა.
3. შპს „ჭადრაკი ტვ“-ის მიერ 2021 წლის 21 ივნისს კომისიაში სრულყოფილად იქნა წარმოდგენილი წერილობითი წლიური ანგარიში აუდიტის დასკვნასთან ერთად (კომისიაში რეგისტრაციის N შ-21-6/2668; 21.06.2021), რითაც კომპანიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სრულად იქნა აღმოფხვრილი დარღვევა.
4. შპს „ჭადრაკი ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჭადრაკი ტვ“-ის მიერ ყოველი წლის 1 მაისამდე საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ გასული წლის ანგარიშის დასკვნასთან ერთად კომისიაში წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 451 მუხლის მე-10 პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტი, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ჭადრაკი ტვ“-ის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიაში წარმოდგენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რითაც კომპანიის მიერ სრულად იქნა აღმოფხვრილი დარღვევა, კომისია უფლებამოსილია, შპს „ჭადრაკი ტვ“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე და 71-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ჭადრაკი ტვ“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს „ჭადრაკი ტვ“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს
„ჭადრაკი ტვ“-ისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს
„ჭადრაკი ტვ“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჭადრაკი ტვ“- ისათვის ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
