წვდომის მენიუ

შპს „ტვ საფერავისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 392

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2021 17:35

მიღების თარიღი ივლისი 01, 2021

შპს „ტვ საფერავისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  (შემდგომში  „კომისია“)  აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-1027,   08/06/2021)  საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის  მე-14  პუნქტის  შესაბამისად, კომისიაში  დაიწყო  მარტივი  ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ საფერავისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო.

კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების    რეგულირების  დეპარტამენტის  სამსახურებრივ  ბარათში  (N  21-10-1027,  08/06/2021) აღნიშნულია,  რომ დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის

70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლების ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს. კერძოდ, კანონის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. ვინაიდან, შპს „ტვ საფერავმა“ აღნიშნული ანგარიში კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა, მაუწყებელს 2021 წლის 20 მაისს გაეგზავნა წერილი (რეგისტრაციის N გ-21-04/1453) და ეთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის კომისიაში   წარმოდგენა.   5   სამუშაო   დღის   გასვლის   შემდეგ,   შპს   „ტვ   საფერავს“

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წლიური ანგარიში კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი, შესაბამისად,

კომისიის     აპარატის     აუდიო-ვიზუალური     მედია     მომსახურების     რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტვ საფერავის“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტვ საფერავისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 17 ივნისს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „ტვ საფერავს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2021 წლის 17 ივნისის სხდომას ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი ა. კოსტაროვი, რომელმაც აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, ვინაიდან კომპანიის ბუღალტერმა მიაწოდა მას ინფორმაცია, რომ ყოველწლიური აუდიტის დასკვნის მომზადება არ არის აუცილებელი ტელეკომპანიისთვის. მას შემდეგ, რაც მიიღეს კომისიის შეტყობინება, დაიწყეს აუდიტორის მოძიება და ამჟამად გაფორმებულია შეთანხმება შპს

„ტვ საფერავის“ აუდიტის მომზადების თაობაზე. შესაბამისად, ელოდებიან აუდიტის დასკვნას. როგორც აუდიტორულმა კომპანიამ მათ განუმარტა, დასკვნას მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოამზადებენ, თუმცა დღეისათვის მათ ეს დასკვნა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას მიეცა დრო და საკითხის განხილვა გადაიდო 2021 წლის 1 ივლისს,

15 საათზე. 2021 წლის 1 ივლისს, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროსთვის შპს

„ტვ საფერავის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-1027,  08/06/2021).

2.   კომისიის წერილი (N გ-21-04/1453, 20/05/2021) გაგზავნილი შპს „ტვ საფერავისათვის“.

3.   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტვ საფერავის“ შესახებ მონაცემები.

4.   შპს „ტვ საფერავისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 17 ივნისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

III.  დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს „ტვ საფერავი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია. შესაბამისად, იგი ვალდებულია, შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის,     კომისიის   დადგენილებებითა   და   გადაწყვეტილებებით   განსაზღვრული მოთხოვნები.

2.   შპს „ტვ საფერავმა“ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლები ვალდებული არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ  ვებგვერდზე   განათავსონ   გასული   წლის   ანგარიში   საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. შესაბამისად, შპს „ტვ საფერავმა“ აღნიშნული ანგარიში კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა.

3.   2021 წლის 1 ივლისს, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროსთვის შპს „ტვ საფერავის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა.

4. შპს „ტვ საფერავის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია,                  საქართველოს    საერთაშორისო    ხელშეკრულებები,    საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა    საკანონმდებლო    და    კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

3.   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   451 მუხლის   მე-10   პუნქტის   „ა“ ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის       სფეროში       მოქმედ       კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

4.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

5.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მაუწყებლის   მიერ    საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის

გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტვ საფერავის“ მიერ ყოველი წლის 1 მაისამდე საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ გასული წლის ანგარიშის კომისიაში წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“   ქვეპუნქტი, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტვ საფერავის“ მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, შპს „ტვ საფერავს“ უნდა დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,      70-ე      და      71-ე      მუხლების,       საქართველოს      ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „ტვ საფერავს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

2.   შპს „ტვ საფერავს“ დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

3.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ტვ საფერავისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „ტვ საფერავისათვის“  ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების   თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი  დამოწმებული  ასლის შპს „ტვ საფერავისათვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს    კომისიის აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური თავმჯდომარე 

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები