წვდომის მენიუ

შპს „მრ.ფაბლიშერისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 399

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2021 10:28

მიღების თარიღი ივლისი 01, 2021

შპს „მრ.ფაბლიშერისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  (შემდგომში  „კომისია“)  აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-1030,   08/06/2021)  საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის  მე-14  პუნქტის  შესაბამისად, კომისიაში  დაიწყო  მარტივი  ადმინისტრაციული წარმოება შპს „მრ.ფაბლიშერისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივ  ბარათში  (N  21-10-1030,  08/06/2021) აღნიშნულია,  რომ დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლების ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს. კერძოდ, კანონის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. რადგანაც, შპს „მრ.ფაბლიშერმა“ აღნიშნული ანგარიში კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა, მაუწყებელს 2021 წლის 20 მაისს გაეგზავნა წერილი (რეგისტრაციის N გ-21-04/1443) და ეთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. რადგანაც, 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, შპს „მრ.ფაბლიშერს“  „მაუწყებლობის  შესახებ“ კანონის  70-ე  მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წლიური ანგარიში კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „მრ.ფაბლიშერის“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მრ.ფაბლიშერისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 17 ივნისს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „მრ.ფაბლიშერს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

2021 წლის 17 ივნისს კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „მრ.ფაბლიშერის“ წარმომადგენელი, საკითხის განხილვა გადაიდო 2021 წლის პირველი ივლისის სხდომისთვის.

2021    წლის    პირველ    ივლისს    კომისიას    წერილობით  (შ-21-7/2843)   მომართა    შპს „მრ.ფაბლიშერის“ დირექტორმა მეჰდი მასუმმა და მოითხოვა ავტორიზაციის შეჩერება.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

  1.   კომისიის  აპარატის  აუდიო-ვიზუალური  მედია  მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-1030,  08/06/2021).

2.   კომისიის  წერილი (Nგ-21-04/1443, 20/05/2021) გაგზავნილი შპს„მრ.ფაბლიშერისთვის“.

3.   მეწარმეთა  და არასამეწარმეო     (არაკომერციული) იურიდიული  პირების რეესტრიდან  და  კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრიდან  შპს

„მრ.ფაბლიშერის“ შესახებ მონაცემები.

4.   შპს „მრ.ფაბლიშერის“ წერილი (01.07.2021 Nშ-21-7/2843) კომისიას ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.

III.  დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს „მრ.ფაბლიშერი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული    პირია. შესაბამისად, იგი ვალდებულია, შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და   გადაწყვეტილებებით  განსაზღვრული მოთხოვნები;

2.   შპს „მრ.ფაბლიშერმა“ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლები ვალდებული არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე   განათავსონ   გასული   წლის   ანგარიში   საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა  შესრულებისა  და  დაფინანსების  წყაროების  შესახებ.  ანგარიშს  უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. შესაბამისად, შპს „მრ.ფაბლიშერმა“ აღნიშნული ანგარიში კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა;

3.   2021 წლის პირველ ივლისს შპს „მრ.ფაბლიშერმა“ მოითხოვა ავტორიზაციის შეჩერება, იმ მიზეზით რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო   კომპანია ვერ ახდენდა ოპერირებას;

4.   კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების 1.9. ფორმაში (რეგულირების ყოველწლიური საფასურის  გაანგარიშებები) „მრ.ფაბლიშერი“ 2020  წლის იანვრიდან    დღემდე აფიქსირებს ნულოვან შემოსავალს;

5. შპს „მრ.ფაბლიშერის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის  „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2.   ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის  მიერ     მაუწყებლობის  სფეროში  მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3.   „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  451 მუხლის  მე-10  პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტის  თანახმად,      ავტორიზებული     პირი     ვალდებულია     დაიცვას მაუწყებლობის    სფეროში   მოქმედი   კანონმდებლობა,   მათ   შორის,   კომისიის დადგენილებები  და    გადაწყვეტილებები;    მაუწყებლობის    სფეროში    მოქმედ კანონმდებლობაში  ცვლილებების შეტანის შემთხვევაში      უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს       კანონმდებლობის,       სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

5.     „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მაუწყებლის   მიერ   საქართველოს   კანონმდებლობის   დარღვევის   ან   კომისიის გადაწყვეტილების   შეუსრულებლობის,   აგრეთვე    ლიცენზიის/   ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი.    დარღვევის      ფაქტის       დადასტურების      შემთხვევაში      კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მრ.ფაბლიშერის“ მიერ ყოველი წლის 1 მაისამდე საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ გასული წლის ანგარიშის კომისიაში წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“   ქვეპუნქტი, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.  გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მრ.ფაბლიშერის“ მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 71-ე მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  შპს „მრ.ფაბლიშერს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

2.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას   (ო.  ვოტ) გადაწყვეტილების   შპს „მრ.ფაბლიშერისთვის“   დაუყოვნებლივ    გაგზავნა    და    კომისიის    ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom ) გამოქვეყნება;

3.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს

„მრ.ფაბლიშერისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

4.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მრ.ფაბლიშერისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.მახარაძე).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები