წვდომის მენიუ

შპს „ვექტორი ა.ს.“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 400

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2021 17:28

მიღების თარიღი ივლისი 01, 2021

 შპს „ვექტორი ა.ს.“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  (შემდგომში  „კომისია“)  კომისიის აპარატის   სამართლებრივი   დეპარტამენტის   სამსახურებრივი   ბარათის   (N21-10-1155 23.06.2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვექტორი ა.ს.ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-1155 23.06.2021) და თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, ირკვევა, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზებისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ შპს „ვექტორ ა.ს“-ის (ს/კ 454409970) მიერ 2021 წლის 26 აპრილს (ამონაწერი თან ერთვის) განხორციელდა დირექტორის ცვლილება, კერძოდ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა ერთ-ერთი დირექტორი რავშან ალიოგლი რაგიმოვი. ასევე 2021 წლის 1 აპრილს (ამონაწერი თან ერთვის) განხორციელდა დამფუძნებლის ცვლილება, კერძოდ რავშან ალიოგლი რაგიმოვის ნაცვლად 100%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა რუფატ აგალი აბასოვი. თანხმობა წილის გასხვისების თაობაზე კომპანიას მიღებული აქვს 2021 წლის 25 მარტს კომისიის Nგ-21-11/183 გადაწყვეტილებით. განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია კომპანიას კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.

შპს „ვექტორი ა.ს.ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის პირველ ივლისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის

მისაღებად, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98- ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2021 წლის პირველი ივლისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ვექტორი ა.ს.ის“ წარმომადგენელი, თუმცა მისთვის ცნობილი იყო სხდომის დღისა და დროის თაობაზე.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-1155 23.06.2021) თანდართული  მასალით;

2. მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ვექტორი ა.ს.“-ის  შესახებ.

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს „ვექტორი  ა.ს.“  წარმოადგენს    ელექტრონული    კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ  პირს.  შესაბამისად,  ვალდებულია  შეასრულოს   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა,  მათ   შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. 2021 წლის 1 აპრილს   განხორციელდა დამფუძნებლის ცვლილება, კერძოდ რავშან ალიოგლი რაგიმოვის ნაცვლად 100%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა რუფატ აგალი აბასოვი. 2021 წლის 26 აპრილს (ამონაწერი თან ერთვის) განხორციელდა დირექტორის ცვლილება, კერძოდ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა ერთ- ერთი დირექტორი რავშან ალიოგლი რაგიმოვი;

3. თანხმობა წილის გასხვისების თაობაზე კომპანიას  მიღებული აქვს 2021 წლის 25 მარტს კომისიის Nგ-21-11/183 გადაწყვეტილებით;

4. შპს „ვექტორი ა.ს.ის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ცვლილების თაობაზე კომისიაში ინფორმაცია არ წარმოუდგენია;

5. შპს „ვექტორი ა.ს.ის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების     შესახებ“   საქართველოს          კანონით   გათვალისწინებული პასუხისმგებლობის  არც  ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-11 მუხლის პირველი   პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული   კომუნიკაციების     სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის   მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი  დარღვევებისათვის  ამ  კანონით  განსაზღვრული  უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება,  შენარჩუნება  და  განვითარება,  ხოლო  გ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; 

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი  პუნქტის  შესაბამისად,  კომისია  აკონტროლებს  ავტორიზებულ  პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების   შესრულებას.    ამავე    კანონის    44-ე   მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის,    მათ    შორის,    კომისიის   დადგენილებებითა   და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად კი ავტორიზებულმა პირმა წარმომადგენლობაზე  უფლებამოსილი  პირის  ცვლილების  თაობაზე  კომისიას წერილობით უნდა აცნობოს ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები;

6.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების    სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების   დარღვევის   ან/და   ლიცენზიის   მფლობელის   მიერ   სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია  უფლებამოსილია  დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

7. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან  მინიჭებული უფლებამოსილება  -  გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვექტორი ა.ს.“-ს დამფუძნებლისა და დირექტორის ცვლილებების თაობაზე შპს „ვექტორი ა.ს.“-ს კომისიისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია, რითაც დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტები. ზემოაღნიშნული დარღვევები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ვექტორი ა.ს.“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე,

98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის    მე-13    და    მე-14  პუნქტების, ,,ელექტრონული    კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) გ) მ) ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „ვექტორი ა.ს.“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2. დაევალოს  კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას    (ო.    ვოტ)    წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ვექტორი ა.ს.“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე    (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ვექტორი  ა.ს.“-ისთვის  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის   დაკისრების  თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ვექტორი ა.ს“ -ისთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება   შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ვექტორი ა.ს.“-სთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  (გარდა  მე-3  პუნქტისა)  შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები