წვდომის მენიუ

მაუწყებლისთვის - ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 438

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2021 17:52

მიღების თარიღი ივლისი 15, 2021 17:52

მაუწყებლისთვის - ა(ა)იპ „ჟურნალისტები  და იურისტები  დემოკრატიისა  და ადამიანის უფლებებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-1238, 05/07/2021) თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება მაუწყებლის - ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „ისმო-ს“ საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა  და  ადამიანის  უფლებებისათვის“  სამაუწყებლო  ბადის  შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17-18 ივნისს მაუწყებლის ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმები „ხარება და გოგია”, „მთვარის მოტაცება“ და „იესო ნაზარეველი“. მონიტორინგის შედეგად ასევე გამოირკვა, რომ მხატვრული ფილმი „იესო ნაზარეველი“ ეთერში განთავსდა არასახელმწიფო ენაზე, სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე.

2021 წლის 22 ივნისის წერილით კომისიამ მიმართა ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და მოსთხოვა 3 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ასევე, პოზიციის წარმოდგენა მხატვრული ფილმის არასახელმწიფო ენაზე განთავსებასთან დაკავშირებით. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის   ამავე   სამსახურებრივი   ბარათის მიხედვით,   მაუწყებლისგან   -  ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ კომისიის მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიერ მოხდა შესაბამისი უფლებების გარეშე აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ეთერში განთავსება    და სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე ფილმების არასახელმწიფო ენაზე განთავსება.

ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის   დაკისრების   თაობაზე   საკითხის  განხილვა დაინიშნა 2021 წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა მაუწყებელს - ა(ა)იპ   „ჟურნალისტები   და   იურისტები   დემოკრატიისა   და   ადამიანის უფლებებისათვის“. ამავე შეტყობინებით, მაუწყებელს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული               კოდექსის     98-ე  და 99-ე  მუხლებით     გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიაში 2021 წლის 13 ივლისს  მაუწყებლისგან - ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ შემოვიდა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის    Nშ21-6/2984,    13.07.2021),    რომელშიც    აღნიშნულია, რომ კომისიის 22.06.2021წ Nგ-21-04/1832 წერილი კომპანიამ მიიღო (ჩაბარდათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) 2021 წლის 9 ივლისს, პარასკევს. უფრო ადრე კომპანიას წერილი არ მიუღია. კომისიის  მიერ  განსაზღვრულ  ვადებში  (სამი  სამუშაო  დღე)  მითითებული  წერილის პასუხად კომპანია განმარტავს, რომ 2021 წლის 17 – 18 ივნისის პერიოდში ააიპ - თან „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ არსებული ტელეკომპანია PKTV - ის ეთერში მხატვრული ფილმების („ხარება და გოგია“, „მთვარის მოტაცება“, „იესო ნაზარეველი“) გაშვებისას არ შელახულა ავტორთა უფლებები. ააიპ - თან „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ არსებული ტელეკომპანია PKTV - ის ეთერში 2021 წლის 17 - 18 ივნისს განთავსებული მხატვრული ფილმები - „ხარება და გოგია“ და „მთვარის მოტაცება“ - არ იმყოფებიან არც საქართველოს კინოაკადემიის, არც საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და არც კინოსტუდია "ქართული ფილმის" მფლობელობაში.

ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ21-6/2984, 13.07.2021) ასევე აღნიშნულია, რომ კინოფილმის "ხარება და გოგია" მფლობელს, ბატონ ნიკოლოზ შენგელაიას (როგორც PKTV- ის მაყურებელს), არანაირი პრეტენზია არა აქვს აღნიშნული ფილმის PKTV - ის ეთერში გაშვების გამო. მეტიც, ბატონ ნ. შენგელაიასგან აქვთ სიტყვიერი თანხმობა იმის თაობაზე, რომ ის არ არის მის მფლობელობაში არსებული ფილმების გაშვების წინააღმდეგი. რაც შეეხება    ამ    ფაქტის    წერილობით    დოკუმენტირებას,    აღნიშნულს    ხელი    შეუშალა კორონავირუსის პანდემიამ. ფილმთან "მთვარის მოტაცება" დაკავშირებით კი წერილში განმარტებულია,  რომ  მისი  რეჟისორი,  ბ-ნი  თამაზ  მელიავა  გარდაცვლილია,  ხოლო მემკვიდრის  შესახებ  ინფორმაცია  უცნობია.  სამაგიეროდ,  სიტყვიერი  შეთანხმება  აქვთ მიღწეული ნაწარმოების ავტორის (მწერალი კონსტანტინე გამსახურდია) პირველი რიგის მემკვიდრის (აწ გარდაცვლილი ზვიად გამსახურდია) ოჯახთან, რომლის წევრებსაც ასევე არა  აქვთ  რაიმე  პრეტენზია  ზემოაღნიშნულ  ჩვენებასთან  დაკავშირებით.  ქალბატონმა მანანა  არჩვაძე  -  გამსახურდიამ  ტელევიზიაში  ინტერვიუს  დროს  საჯაროდ  განაცხადა თანხმობა PKTV - ის ეთერში კინოფილმის "მთვარის მოტაცება" ჩვენებასთან დაკავშირებით (იხ: ქალბატონ მანანა არჩვაძე - გამსახურდიასთან სამნაწილიანი ინტერვიუს ლინკები: https://www.youtube.com/watch?v=k23gmZtsdH4&t=1079s;https://www.youtube.com/watch?v= vemnlz9193g;  https://www.youtube.com/watch?v=8wHoUgZQf3s&t=742s ). ხოლო, რაც შეეხება კინოფილმის "იესო ნაზარეველი" არასახელმწიფო ენაზე დუბლირების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით     წერილში     განმარტებულია,     რომ     კომპანიას     აქვს     ქართულად დუბლირებული ზემოაღნიშნული ფილმი, თუმცა, ქონიათ ასევე არასახელმწიფო ენაზე დუბლირებული  ვერსიაც,  რაც  აღარ  ახსოვდათ.  კომპანიას  შეეშალა  და  შემთხვევით გაუშვეს  მეორე  (არასახელმწიფო  ენაზე  დუბლირებული)  ვერსია.  მსგავსი  რამ  აქამდე არასდროს მომხდარა მათ ტელეეთერში და ახლა მაქსიმალური ყურადღებით ეცდებიან აღარ განმეორდეს ასეთი ლაფსუსი.

 (ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წერილში  (კომისიაში რეგისტრაციის    Nშ21-6/2984,    13.07.2021)    აღნიშნულია,    რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ცნობილია, რომ სხვა ტელემაუწყებლობების მსგავსად, მათი ტელევიზიაცაც სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს ფილმების ეთერში გაშვებას და მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია აუდიო-ვიზუალური პროდუქციის უკანონოდ, მფლობელის ნებართვის გარეშე გაშვება ტელესივრცეში. ტელეკომპანია PKTV ცდილობდა და მუდმივად ცდილობს, არ დაარღვიოს მაუწყებლობის კანონმდებლობა და კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. წერილში არნიშნულია, რომ შეიძლება ზოგჯერ შეცდომა გაეპაროთ (გარწმუნებთ, არა განზრახ დაშვებული), თუმცა, აქვთ იმის იმედი, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იხელმძღვანელებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიერ დამკვიდრებული ღირსების მაღალი სტანდარტით და არ მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია PKTV - სთვის რაიმე სახის სანქციების დაკისრების საფუძველი არსებობს. ასევე იმედოვნებენ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაითვალისწინებს კომპანიის მიერ წერილში მითითებულ გარემოებებს.

კომისიის 2021 წლის 15 ივლისის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი, მ.დემეტრაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ PKTV-მ მიიღო კომისიის შეტყობინება 2021 წლის 9 ივლისს, რომელსაც თან ახლდა გარკვეული დოკუმენტაცია, რომელთა შორის იყო 2021 წლის 22 ივნისით დათარიღებული წერილი და 2021 წლის 5 ივლისით დათარიღებული სამსახურებრივი ბარათი. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის 22 ივნისის წერილი, რომლითაც 3 დღის ვადა იყო განსაზღვრული ფილმების მართლზმომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის  და  ფილმ „იესო ნაზარეველის“ არასახელმწიფო ენაზე, დუბლირების გარეშე გაშვებასთან დაკავშირებით პოზიციის წარმოსადგენად, მიიღეს მხოლოდ 2021 წლის 9 ივლისს. წერილი დანართად ახლდა სხდომაზე დასწრების შეტყობინებას. ამ 3 დღის ვადაში ატვირთული ჰქონდათ წერილობითი პასუხი, რასაც კანცელარიაც დაადასტურებს. მ.დემეტრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ფილმ „ხარება და გოგიას“ რეჟისორის მემკვიდრე არის ნიკუშა შენგელაია, რომლისგანაც ნამდვილად აქვთ მოპოვებული სიტყვიერი თანხმობა. მას ესაუბრა კომპანიის იურისტი, ასევე, ტელეკომპანია PKTV-ს დამფუძნებელი და მიიღო თანხმობა. მისი სიტყვები იყო, რომ ტელეკომპანიას ამ ფილმის გაშვების შემთხვევაში, მისგან არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და არ ექნებოდა პრეტენზია. ბატონ ნიკუშა შენგელაიასთან ფიზიკური შეხვედრა ვერ მოხერხდა კოვიდ-პანდემიის გამო, რათა გაეფორმებინათ წერილობითი თანხმობა. ხოლო, ფილმ „მთვარის მოტაცებასთან“ დაკავშირებით გადაცემაში მიწვეული ჰყავდათ ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდია (გადაცემის ლინკები თან ახლავს წერის), ანუ ამ ნაწარმოების ავტორის მემკვიდრე, რომელმაც ასევე საჯაროდ თანხმობა განაცხადა ამ ფილმის ჩვენებაზე. ასევე, ფილმ „იესო ნაზარეველის“ სახელმწიფო     ენაზე     დუბლირების     გარეშე     ჩვენებასთან     დაკავშირებით

მ.დემეტრაძემ განმარტა, რომ გაეპარათ შეცდომა და ფილმი გავიდა სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე.   მაუწყებელს ნამდვილად გააჩნია იგივე ფილმი ქართულ ენაზე დუბლირებული, მაგრამ ტექნიკურმა თანამშრომელმა დაუშვა შეცდომა.

II. კომისიის  მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1.     კომისიის   აპარატის   აუდიო-ვიზუალური   მედია   მომსახურების   რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი     ბარათი     (N21-10-1238,     05/07/2021)     და თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

2.     კომისიის წერილი (N გ-21-04/1832, 22/06/2021) და მისი მაუწყებლისთვის - ა(ა)იპ „ჟურნალისტები  და  იურისტები  დემოკრატიისა  და  ადამიანის  უფლებებისათვის“ გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

3.     მაუწყებლის - ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ21-6/2984, 13.07.2021);

4.     მაუწყებლის - ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის”   შესახებ   მონაცემები   კომისიის   უწყებრივი   რეესტრიდან   და მეწარმეთა და    არასამეწარმეო    (არაკომერციულ)    იურიდიულ    პირთა    საჯარო რეესტრიდან;

5.  მაუწყებლის - ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენლის მ.დემეტრაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2021 წლის 15 ივლისის სხდომაზე.

III. კომისიის  მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.   მაუწყებელი - ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” წარმოადგენს მაუწყებლობის    სფეროში     ავტორიზებულ     პირს (მაუწყებლობის  სახე    -    ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის    სახეობა    -    კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა  -   სპეციალიზებული   ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი - 16/02/2016). შესაბამისად, ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის   კომისიის   დადგენილებებითა   და   გადაწყვეტილებებით   განსაზღვრული მოთხოვნები.

 

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის    მიერ   განხორციელდა   ა(ა)იპ   „ჟურნალისტები   და   იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2021 წლის 17-18 ივნისს მაუწყებლის ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმები „ხარება და გოგია”, „მთვარის მოტაცება“ და „იესო ნაზარეველი“, საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე. ამასთან, მხატვრული ფილმი „იესო ნაზარეველი“ მაუწყებლის ეთერში განთავსდა არასახელმწიფო  ენაზე სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე.

3.   მაუწყებლის - ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” მიმართ    ბოლო    ერთი    წლის    განმავლობაში    იგივე/მსგავსი დარღვევებისათვის  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;

4. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის  განსაკუთრებული,    ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

6. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, საავტორო უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ნაწარმოების შექმნის შესახებ ხელშეკრულება და სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებში ნაწარმოების გამოყენების სალიცენზიო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირადაც;

7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ   შემთხვევისა,   როდესაც   გადაცემა   ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;

8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

9.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის         შესაბამისად,   კომისიის   ფუნქციასა   და   ვალდებულებას   წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

10.  ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობი  სფეროში კომისიის  ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

11.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი;

13. „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების     პირველი     მუხლის  „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისის შემთხვევისა.

14. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე  მუხლის  პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად,  მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

15. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების   შეუსრულებლობის,   აგრეთვე   ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების   დარღვევის   შემთხვევაში   კომისია  ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს  გონივრულ  ვადას  დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად;

კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 17-18 ივნისს მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში მხატვრული ფილმების „ხარება და გოგია”, „მთვარის მოტაცება“ და „იესო ნაზარეველი“ მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე განთავსბით და ასევე, ფილმ „იესო ნაზარეველის“ მაუწყებლის ეთერში    არასახელმწიფო  ენაზე, სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე განთავსებით მაუწყებლის - ა(ა)იპ„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” მიერ   დარღვეულია რიგი საკანონმდებლო მოთხოვნები. კომისია განმარტავს, რომ კომისიის  2021  წლის  22  ივნისის  წერილით  (N  გ-21-04/1832,  22/06/2021),  რომელიც მხარესთან  გაგზავნილია    2021  წლის  22  ივნისს, 14:50  საათზე  შემდეგ  ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: zaqariarochikashvili@mail.ru; info@pktv.ge,კომპანიას ეთხოვა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, თუმცა წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომეტისათვის კომპანიის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამის ნებართვები/ხელშეკრულებები. კომისია დამატებით განმარტავს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. ხოლო, კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატრული ფილმი განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლის - ა(ა)იპ„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” მიერ მხატვრული ფილმების „ხარება და გოგია”, „მთვარის მოტაცება“ და „იესო ნაზარეველი“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებით დარღვეულია ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის   მე-11bis      მუხლი,   ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი. ამასთან მხატვრული ფილმის „იესო ნაზარეველის“ მაუწყებლის ეთერში არასახელმწიფო ენაზე, სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე განთავსებით, კომპანიის მხრიდან დარღვეული იქნა „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაუწყებელს ბოლო ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე ანალოგიური/მსგავსი დარღვევებისთვის, მაუწყებელს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების   დაცვის   შესახებ“   ბერნის   კონვენციის   მე-11bis     მუხლის,   „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების „ბ“ ქვეპუნქტის, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“, „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტების,

511 მუხლის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მაუწყებელს - ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიეცეს წერილობითი  გაფრთხილება  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 511 მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით დამტკიცებული „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით   განთავსების   წესის“   პირველი   პუნქტის   „ა“   ქვეპუნქტის   დარღვევის გამო.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“  ჩაბარების დღიდან.

4. დაევალოს კომისიის  აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) მაუწყებლისთვის - ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

5. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ.თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის”  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე დაევალოს    კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები