წვდომის მენიუ

შპს „ლოკალნეტისთვის“ (ს/კ 438734540) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 576

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2021 17:11

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2021

შპს    „ლოკალნეტისთვის“ (ს/კ 438734540) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-1755, 27/09/2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ლოკალნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის  გამო.

კომისიის    აპარატის    სამართლებრივი    დეპარტამენტის    სამსახურებრივი    ბარათის მიხედვით, შპს „ლოკალნეტმა“ 2021 წლის 30 ივლისს განახორციელა დირექტორის და დამფუძნებლის ცვლილება, კერძოდ, გოგიტა კორძაძე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან და ასევე თავისი კუთვნილი 50%-იანი წილი სრულად დათმო ალექსანდრე მიქაძის სასარგებლოდ. თანხმობა წილის გასხვისების თაობაზე კომპანიას მიღებული აქვს კომისიის 2021 წლის 24 ივნისის Nგ-21-11/394 გადაწყვეტილებით. განხორციელებული ცვლილებების შესახებ შპს „ლოკალნეტმა“ არ აცნობა კომისიას.

კომისიის 2021 წლის 24 ივნისის Nგ-21-11/394 გადაწყვეტილებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, შპს „ლოკალნეტი“ წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, ვალდებული იყო აღნიშნულის თაობაზე კომისიისათვის ეცნობებინა შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით ავტორიზებული პირის ვალდებულებაა, თუმცა ცვლილების განხორციელების შემდგომ აღნიშნულის შესახებ არ ეცნობა კომისიას.

ამასთან, ამავე სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, შპს „ლოკალნეტის“ მიერ 2021 წლის 30 ივლისს  განხორციელდა  კომპანიის  დირექტორის  ცვლილება,  რის  შესახებაც  ასევე  არ მომხდარა შეტყობინება კომისიისათვის, რაც ასევე წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის დარღვევას, რომელის მიხედვითაც, ავტორიზებული პირის ვალდებულებაა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელის და გვარის შეცვლის შემთხვევაში წერილობით ეცნობოს ამის შესახებ კომისიას და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარედგინოს სათანადო დოკუმენტები.

შპს „ლოკალნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა     შეტყობინებით.      შეტყობინებით,      შპს      „ლოკალნეტი“      მოწვეულ      იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომა გადაიდო 2021 წლის 15 ოქტომბრისთვის, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით. კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ლოკალნეტის“ წარმომადგენელი, ასევე კომპანიას არ წარმოუდგენია წერილობითი  შუამდგომლობა     სხდომის     გადადების     თაობაზე.     აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყო შპს „ლოკალნეტის“ მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი შპს „ლოკალნეტის“  დაუსწრებლად.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-1755, 27/09/2021) თანდართული მასალით.

2.   შპს „ლოკალნეტისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

3.   შპს   „ლოკალნეტისათვის“   გაგზავნილი   შეტყობინება   კომისიის   2021   წლის   15 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

4.   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ლოკალნეტის“ შესახებ მონაცემები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ლოკალნეტი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი. შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.

2. შპს „ლოკალნეტმა“ 2021 წლის 30 ივლისს განახორციელა დირექტორის და დამფუძნებლის ცვლილება, კერძოდ, გოგიტა კორძაძე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან და ასევე თავისი კუთვნილი 50%-იანი წილი სრულად დათმო ალექსანდრე  მიქაძის  სასარგებლოდ.  განხორციელებული  ცვლილებების  შესახებ  შპს „ლოკალნეტმა“ არ აცნობა კომისიას.

3. თანხმობა წილის გასხვისების თაობაზე კომპანიას მიღებული აქვს კომისიის 2021 წლის 24 ივნისის Nგ-21-11/394 გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით,    წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ლოკალნეტი“ ვალდებული იყო აღნიშნულის თაობაზე კომისიისათვის ეცნობებინა შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით ავტორიზებული პირის ვალდებულებაა, თუმცა ცვლილების განხორციელების შემდგომ აღნიშნულის შესახებ არ ეცნობა კომისიას.

4. შპს „ლოკალნეტის“ მიერ 2021 წლის 30 ივლისს განხორციელდა კომპანიის დირექტორის ცვლილება, რის შესახებაც ასევე არ მომხდარა შეტყობინება კომისიისათვის, რაც ასევე წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის დარღვევას, რომელის მიხედვითაც, ავტორიზებული პირის ვალდებულებაა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელის და გვარის შეცვლის შემთხვევაში წერილობით აცნობოს ამის შესახებ კომისიას და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარედგინოს სათანადო დოკუმენტები.

5. შპს „ლოკალნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონით  გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი  პუნქტის    შესაბამისად,    ავტორიზებულ    პირთა    მიერ    ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში   საქართველოს   კანონმდებლობის,   მათ   შორის,   კომისიის დადგენილებებითა    და    გადაწყვეტილებებით    განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია   ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს   იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის        განზრახვის    შესახებ    კომისიას    უნდა    ეცნობოს    შერწყმის    ან    შეძენის განხორციელებამდე.  ამავე    მუხლის    მე-2    პუნქტის    მიხედვით    კი    შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის    შესაბამისად,    ავტორიზებული    პირის    მიერ    ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა    და    გადაწყვეტილებებით    განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ლოკალნეტმა“ 2021 წლის 30 ივლისს განახორციელა დირექტორის და დამფუძნებლის ცვლილება, კერძოდ, გოგიტა კორძაძე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან და ასევე თავისი კუთვნილი 50%-იანი წილი სრულად დათმო ალექსანდრე მიქაძის სასაგებლოდ, ვალდებული იყო აღნიშნულის თაობაზე კომისიისათვის ეცნობებინა შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით ავტორიზებული პირის ვალდებულებაა, თუმცა ცვლილების განხორციელების შემდგომ აღნიშნულის შესახებ არ ეცნობა კომისიას. ასევე კომისიის 2021 წლის 24 ივნისის Nგ-21-11/394 გადაწყვეტილებითაც, რომლითაც კომპანიას მიენიჭა თანხმობა წილის გასხვისების თაობაზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, გათვალისწინებული იყო ვალდებულება, რომ წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ლოკალნეტი“ ვალდებული იყო აღნიშნულის თაობაზე კომისიისათვის ეცნობებინა შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, კომპანიის მიერ ასევე დარღვეულია მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

ამასთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში კომპანიის დირექტორის ცვლილების შესახებ ინფორმაციის კანონით განსაზღვრულ ვადაში კომისიისათვის შეუტყობინებლობითა და ცვლილების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში სათანადო დოკუმენტების კომისიაში წარმოუდგენლობით, დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტები, რომლის მიხედვითაც, ავტორიზებული პირის ვალდებულებაა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების შემთხვევაში კომისიას წერილობით ეცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარედგინოს სათანადო დოკუმენტები.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები წარმოადგენს კანონისმიერი ვალდებულებების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ლოკალნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე,    99-ე მუხლების და VII თავის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ლოკალნეტს“ (ს/კ 438734540) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. გამჯაშვილი) წინამდებარე გადაწყვეტილების  შპს   „ლოკალნეტისათვის“   გაგზავნა   და   კომისიის   ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ.  კაველიძე)  შპს „ლოკალნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ლოკალნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  №64)   შპს   „ლოკალნეტისათვის“   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე

წევრი

ვახტანგ აბაშიძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები