წვდომის მენიუ

სს „აი თი დი სი“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 580

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2021 17:28

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2021

სს „აი თი დი სი“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-1820, 05/10/2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „აი თი დი სი“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.

კომისიის    აპარატის    სამართლებრივი    დეპარტამენტის    სამსახურებრივი    ბარათის მიხედვით, რომ 2021 წლის 28 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა სს „აი თი დი სი“-ს (ს/კ404399664) წერილი (N21-6/4344), რომლიდანაც ირკვევა, რომ კომპანიაში მოხდა წილების გადანაწილება, კერძოდ, ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა“ (ს/კ 204426282) თავისი კუთვნილი 1,68%-იანი წილიდან 0,87% და შპს „ჯი-თი ჯი”-მ (ს/კ404567919) თავისი კუთვნილი 12,20% წილიდან 6.32% გაასხვისეს შპს „დიჯითალ ედს”-ის (ს/კ 404963955) (86,12%) სასარგებლოდ. აღნიშნული ტრანზაქციის შემდეგ წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი“- 0.81%, შპს „ჯი თი ჯი“-5.88% და შპს „დიჯითალ ედს” -93,31%. კომპანიას აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული. ამასთან, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზებისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ დამატებით გამოვლინდა, რომ სს „აი თი დი სი“-ს მიერ 2021 წლის 22 სექტემბერს (ამონაწერი თან ერთვის) განხორციელდა დირექტორის ცვლილება, კერძოდ, კომპანიის დირექტორად ირაკლი ფანჯიკიძის ნაცვლად განისაზღვრა დავით ჟღენტი. განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია. ყოველივე ზემოაღნიშნული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევას წარმოადგენს.

2021 წლის 12 ოქტომბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა სს „აი თი დი სი“-ს წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის N შ-21-6/4556) კომისიის სხდომის 2021 წლის არაუადრეს 21 ოქტომბრის ან უფრო მეტი ვადით გადადებასთან დაკავშირებით, კომპანიის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით იურისტების მომზადების გამო. შუამდგომლობის მიხედვით, წარმომადგენლის მიერ, მიმდინარე და შემდეგი კვირის განმავლობაში სხვა საქმეებზე, საარბიტრაჟო დავებზე და სასამართლოში განხორციელდება კომპანიის წარმომადგენლობა.

2021 წლის 15 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის    რეგულირების    დეპარტამენტის    სამსახურებრივი    ბარათი    (N    21-10-1892;15/10/2021), რომელშიც მითითებულია, რომ სს „აი თი დი სი“-ს წილების გასხვისება ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

სს „აი თი დი სი“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 15 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. შეტყობინებით, სს „აი თი დი სი“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი თ. შამუგია, რომელმაც განაცხადა, რომ 12 ოქტომბერს კომისიას მომართეს შუამდგომლობით, რომ ჩანიშნული სხდომის თარიღი გადადებულიყო გარკვეული გონივრული ვადით, რათა გაცნობოდნენ საქმეში წარმოდგენილ მასალას და გამოეკვლიათ გარემოებები, მოემზადებინათ პოზიციები კონკრეტულ საქმესთან და საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამ შუამდგომლობაზე აცხადებს უარს და მონაწილეობას იღებს დღევანდელ სხდომაში. თ. შამუგიამ განაცხადა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში საუბარია, რომ ავტორიზებული პირის ვალდებულებაა, კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია საქმიანობის და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე კანონით დადგენილ 7 სამუშაო დღის ვადაში. საქმეში წარმოდგენილია სს „აი თი დი სის” 2021 წლის 15 სექტემბრის და 28 სექტემბრის წერილები, სადაც ჩანს, სს „აი თი დი სის” 3 აქციონერის აქციებისა და წილების გადანაწილება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც მარწმუნებლისგან აქვს ინფორმაცია, რეალურად წილების და აქციების გასხვისებას ადგილი არ ჰქონია, არც მფლობელების ცვლილებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაიზარდა კომპანიის საწესდებო კაპიტალი, რის შედეგადაც მოხდა ახალი აქციების ემისია. კომპანიიდან წილები და აქციები არ გასულა, არც ახალი მფლობელი შემოსულა. მისმა მარწმუნებელმა კანონი ისე განმარტა, რომ რადგანაც წილების და აქციების გასხვისებას ადგილი არ ჰქონია, არ ჩათვალა რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია  მიეწოდებინა  კომისიისთვის  ან  მიეღო  წინასწარი  თანხმობა.  რაც  შეეხება კომპანიის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით კომისიაში ინფორმაციის 3 წარმოდგენას, ადასტურებს, რომ 2021 წლის 22 სექტემბერს ნამდვილად შეიცვალა კომპანიის  დირექტორი    და    ბატონი    ირაკლი    ფანჯიკიძის    ნაცვლად    კომპანიის დირექტორად დაინიშნა ბატონი დავით ჟღენტი. 2021 წლის 28 სექტემბერს სს „აი თი დი სი“-მ მიმართა კომისიას კონკრეტული განცხადებით, რომ აპირებდა myvideo.ge-ის მატერიალური და ქონებრივი აქტივების შეძენას. ეს მოხდა 22 სექტემბრიდან მე-6 კალენდარულ დღეს და მე-4 სამუშაო დღეს. წერილს დართული ჰქონდა სს „აი თი დი სის” განახლებული ამონაწერი, საიდანაც ჩანდა, რომ შეიცვალა კომპანიის დირექტორი და 28 სექტემბრისთვის კომპანიას სხვა დირექტორი ჰყავდა. განცხადების დასაწყისში ჩანს, რომ დირექტორად მითითებულია დავით ჟღენტი. მისმა მარწმუნებელმა ამ შემთხვევაშიც მიიჩნია, რომ ამის შესახებ დამატებით ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება აღარ ჰქონდა და კანონის მიზანი, რომ კომისიისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია დირექტორის ცვლილების შესახებ, ამით ამოიწურებოდა. მან თხოვნით მიმართა კომისიას, რომ ორივე საფუძველთან მიმართებით, გადაწყვეტილების გამოტანის დროს, გაეთვალისწინებინა ეს კონკრეტული გარემოებები და მათი მხრიდან კანონის განმარტება.

 II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21- 10-1820, 05/10/2021) თანდართული დოკუმენტაციით.

2. სს „აი თი დი სი“-ს 2021 წლის 28 სექტემბრის წერილი (შ-21-6/4344).

3. სს „აი თი დი სი“-ს 2020 წლის 15 სექტემბრის წერილი (შ-21-6/4770).

4. სს „აი თი დი სი“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

5. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ((N 21-10-1892; 15/10/2021) სამსახურებრივი ბარათი.

6. სს „აი თი დი სი“-ს წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის N შ-21-6/4556).

7. სს „აი თი დი სი“-ს წარმომადგენლის მიერ კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან სს „აი თი დი სი“-ს შესახებ მონაცემები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.   სს   „აი   თი   დი   სი“   წარმოადგენს   ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში ავტორიზებულ  პირს.  შესაბამისად,  სს „აი თი დი სი“ როგორც  ავტორიზებული  პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2. 2021 წლის 28 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა სს „აი თი დი სი“-ს (ს/კ 404399664) წერილი    (N21-6/4344),    რომლიდანაც    ირკვევა,    რომ    კომპანიაში    მოხდა    წილების გადანაწილება, კერძოდ, ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა“ თავისი კუთვნილი 1,68%-იანი წილიდან 0,87% და შპს „ჯი-თი ჯი”-მ თავისი კუთვნილი 12,20% წილიდან 6.32% გაასხვისეს შპს „დიჯითალ ედს”-ის (86,12%) სასარგებლოდ. აღნიშნული ტრანზაქციის    შემდეგ    წილები    გადანაწილდა    შემდეგნაირად: ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი“- 0.81%, შპს „ჯი თი ჯი“-5.88% და შპს „დიჯითალ ედს“-93,31%.

3. სს „აი თი დი სი”-ს კომისიისათვის არ მოუმართავს წილის გასხვისების თაობაზე კომისიის წინასწარი თანხმობის მისაღებად და განხორციელებული ცვლილების თაობაზე არ უცნობებია კომისიისათვის, ამასთან, კომპანიამ 2021 წლის 22 სექტემბერს განახორციელა დირექტორის ცვლილება, კერძოდ, კომპანიის დირექტორად ირაკლი ფანჯიკიძის ნაცვლად განისაზღვრა დავით ჟღენტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევას წარმოადგენს.

4. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-1892; 15/10/2021) მიხედვით, სს „აი თი დი სი”-ს წილების გასხვისება ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად        ელექტრონულ    საკომუნიკაციო    ბაზარზე    არსებულ    კონკურენტულ გარემოსთან. სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის     აუცილებელი     გარემოებები,     რომლის     თანახმადაც,  საჭირო   იქნება „ელექტრონული    კომუნიკაციების    შესახებ“  საქართველოს  კანონის  27-ე    მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

5. სს „აი თი დი სი”-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონით  გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების    შესრულებას.   ამავე   კანონის   44-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში 5 საქართველოს  კანონმდებლობის,    მათ    შორის,    კომისიის    დადგენილებებითა    და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის    ან    აქციების    შეძენის    შემთხვევაში,    თუ    შემძენი    პირის    ან ურთიერთდამოკიდებულ     (აფილირებულ)  პირთა მიერ  ერთობლივად      ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის     განზრახვის    შესახებ    კომისიას    უნდა    ეცნობოს    შერწყმის    ან    შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა    შერწყმაზე    ან    შეძენაზე    ან    ბაზრის    შესაბამის    სეგმენტზე    არსებულ კონკურენციაზე  შესაძლო გავლენის     მოხდენის     დადგენის  მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან 4 შეძენაში მონაწილე  ყოველი  ავტორიზებული პირისა  და   მასთან ურთიერთდამოკიდებული  (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან 6 აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა).

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი  პუნქტის     თანახმად,     ავტორიზებული     პირის     მიერ     ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა   და    გადაწყვეტილებებით    განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და ვალდებულებების     დარღვევის   ან/და   ლიცენზიის   მფლობელის   მიერ   სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

12. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ამასთან, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. ასევე, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

მოცემულ შემთხვევაში, წილების ოდენობები შეიცვალა თავად აქციონერებში, კერძოდ, ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა“ (ს/კ 204426282) თავისი კუთვნილი 1,68%-იანი წილიდან 0,87% და შპს „ჯი-თი ჯი”-მ (ს/კ 404567919) თავისი კუთვნილი 12,20% წილიდან 6.32% გაასხვისეს შპს „დიჯითალ ედს”-ის (ს/კ404963955) (86,12%) სასარგებლოდ. აღნიშნული ტრანზაქციის შემდეგ წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი“- 0.81%, შპს „ჯი თი ჯი“- 5.88% და შპს „დიჯითალ ედს“-93,31%. კომპანიას აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებამდე   კომისიისაგან    უნდა    მიეღო    წინასწარი    თანხმობა,    მოცემულ შემთხვევაში კი კომპანიას კომისიისგან წინასწარი 7 თანხმობა არ ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, სს „აი თი დი სი”-ს მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, წილის გასხვისებით და 7 სამუშაო დღის ვადაში კომისიისთვის შეუტყობინებლობით დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. ზემოაღნიშნული დარღვევები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე.

ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის  ზიანის  მიყენების  უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების   დეპარტამენტის   შესწავლით   (სამსახურებრივი   ბარათი   N   21-10-1892; 15/10/2021), ირკვევა, რომ სს „აი თი დი სი”-ს წილების გასხვისება ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

კომპანიამ 2021 წლის 22 სექტემბერს განახორციელა დირექტორის ცვლილება, კერძოდ, კომპანიის დირექტორად ირაკლი ფანჯიკიძის ნაცვლად განისაზღვრა დავით ჟღენტი. განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია. კომისია აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში კომპანიის დირექტორის ცვლილების შესახებ ინფორმაციის კანონით განსაზღვრულ ვადაში კომისიისათვის შეუტყობინებლობითა და ცვლილების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში სათანადო დოკუმენტების კომისიაში წარმოუდგენლობით, დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტები, რომლის მიხედვითაც, ავტორიზებული პირის ვალდებულებაა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების შემთხვევაში კომისიას წერილობით ეცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარედგინოს სათანადო დოკუმენტები.

ამასთან, კომისია ასევე განმარტავს, რომ სს „აი თი დი სი“-მ კომისიას 2021 წლის 28 სექტემბერს მომართა განცხადებით, რომ აპირებს ბიზნესის, არამატერიალური და მატერიალური    ქონებრივი   აქტივების   გადაცემას   შპს   „პრემიუმ   ვებ   სოლუშენის“ სასარგებლოდ.   განცხადებაში     მითითებულია,     რომ     კომპანია     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, კომისიას უგზავნის დოკუმენტაციას, სს „აი თი დი სი“-ს ამონაწერს, სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენის“ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, სს „აი თი დი სი“ -ს აქციონერის შპს „დიჯითალ ედს“ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „დიჯითალ ედს“-ის 100% წილის მფლობელის პასპორტს და ა.შ. განცხადებას კი ხელს აწერს კომპანიის დირექტორი დავით ჟღენტი. კომისია განმარტავს, ის ფაქტი, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს დირექტორი არ გულისხმობს კომისიის ინფორმირებას დირექტორის ცვლილების თაობაზე. რაც შეეხება ამონაწერს, აღნიშნული წარმოდგენილ იქნა შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენის“ სასარგებლოდ წილების გასხვისებისათვის თანხმობის მისაღებად, როგორც ერთ-ერთი დოკუმენტაცია.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დირექტორის შესახებ მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. დოკუმენტაცია, რომელიც სხვა საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა კომპანიის მიერ და რომელსაც ხელს აწერს დირექტორი ვერ ჩაითვლება კომისიის ინფორმირებად დირექტორის ცვლილების თაობაზე. კომისიის ინფორმირება გულისხმობს, კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ სს „აი თი დი სი“-ს მიერ 2021 წლის 22 განხორციელდა დირექტორის ცვლილება, კერძოდ, კომპანიის დირექტორად ირაკლი ფანჯიკიძის ნაცვლად განისაზღვრა დავით ჟღენტი და შესაბამისი დოკუმენტების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ახალი ამონაწერის წარმოდგენას, რაც მოცემულ შემთხვევაში კომპანიის მიერ არ განხორციელებულა.

გამომდინარე იქიდან, რომ სს „აი თი დი სი”-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 9 საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტები, 25-ე, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. სს „აი თი დი სი”-ს (ს/კ 404399664) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ" ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. გამჯაშვილი) წინამდებარე გადაწყვეტილების სს „აი თი დი სი”-სათვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) სს „აი თი დი სი”-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს „აი თი დი სი”-სათვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) სს „აი თი დი სი”-სათვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   კონტროლი   (გარდა   მე-2   და   მე-3   პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები