წვდომის მენიუ

შპს „ეკვანტს ჯორჯიას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 680

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2021 12:45

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2021

შპს „ეკვანტს ჯორჯიას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I.  საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიის  (შემდგომში  „კომისია“) ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (07/12/2021; N21- 10-2197) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ეკვანტს ჯორჯიას“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით   გათვალისწინებული   ვალდებულებების   შეუსრულებლობის საკითხის განხილვის თაობაზე.

აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2021 წლის 30 ნოემბერს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კომისიას წერილობით (N16/141519) აცნობა, რომ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების გარკვეულ ნაწილს, მათ შორის შპს „ეკვანტ ჯორჯიას“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის არ წარუდგენია ფინანსური ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (წარდგენილი (ატვირთულ) დოკუმენტაციაში წარმოდგენილი არაა ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 2020 წელზე). კერძოდ, აღნიშნული წერილის მიხედვით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.“ ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სამსახური ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) და აუდიტორული დასკვნები, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებებისა, გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. პირს უფლება აქვს, სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგება. სამსახური უზრუნველყოფს სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებების ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა.“ ასევე, ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/ საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.”

აღნიშნულიდან  გამომდინარე,  კომისიის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (07/12/2021; N21-10-2197) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ეკვანტ ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. შპს „ეკვანტ ჯორჯიას“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 16 დეკემბერს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-21-03/3450, 09/12/2021) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე კომისიის შეტყობინებით (Nგ-21-03/3456, 09/12/2021) ასევე მოწვეულ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.

ასევე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურიდან შემოსული წერილის (N16/146756 13/12/2021) თანახმად, ირკვევა, რომ შპს „ეკვანტ ჯორჯია“ (ს/კ 204445706 მიერ ანგარიშგებაში არსებული ხარვეზი არ არის გასწორებული - ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 2020 წელზე არ არის წარმოდგენილი ანგარიშგებაში.

კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ეკვანტ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ნ.ლაფაჩი, რომელმაც განაცხადა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო შპს „ეკვანტ   ჯორჯიას“ მიერ უხარვეზო ანგარიშგება არ იყო ატვირთული  ბუღალტრული

აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პორტალზე. შესაბამმისად, შპს „ეკვანტ ჯორჯიას“ 2020 წლის მონაცემები დახარვეზდა. ნ.ლაფაჩმა დასძინა, რომ ანგარიშგება დღეისათვის გამოსწორებულია და ატვირთულია.

ი.კობახიძემ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლმა დაადასტურა, რომ 2021 წლის 16 დეკემბერს, 14:43 საათზე გამოეგზავნათ  შპს        „ეკვანტ         ჯორჯიას“ ანგარიშგება,      შევსებულია  ხარვეზი, გადაამოწმებინა   სამსახურის   ფინანსისტებს,   რომლებმაც   გაასაჯაროეს შპს    „ეკვანტ ჯორჯიას“ ანგარიშგება უხარვეზო სტატუსით.

II. კომისიის  მიერ შესწავლილი მტკიცებულებები;

1.   კომისიის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის  მოხსენებითი  ბარათი (07/12/2021; N21-10-2197);

2. ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურის  მიერ   კომისიაში   გამოგზავნილი   წერილი   (30/11/2021;   N16/141519) თანდართული დოკუმენტაციით. 

3. მეწარმეთა    და   არასამეწარმეო    (არაკომერციული)    იურიდიული    პირების რეესტრიდანდა კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ეკვანტ ჯორჯიას“ შესახებ მონაცემები.

4.   შპს  „ეკვანტ  ჯორჯიასთვის“  გაგზავნილი  შეტყობინება  (Nგ-21-03/3450,  09/12/2021) კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

5. ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურისათვის გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-21-03/3456, 09/12/2021) კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

6. ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურის წერილი (N16/146756 13/12/2021);

7.   შპს  „ეკვანტ  ჯორჯიას“  წარმომადგენლის  ნ.ლაფაჩის  მიერ  კომისიის  2021  წლის  16 დეკემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

8. ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის ი.კობახიძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე.

III. კომისიის  მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ეკვანტ ჯორჯია“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ   კომისიისთვის   მოწოდებული   ინფორმაციის   შესაბამისად, შპს „ეკვანტ ჯორჯია“ მიეკუთვნება მესამე ზომითი კატეგორიის საწარმოს („ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მესამე კატეგორიის საწარმოს).

3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ეკვანტ ჯორჯია“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება     (მათ     შორის,     კონსოლიდირებული     ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით           გათვალისწინებულ      შემთხვევებში      აუდიტორული      დასკვნა      ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,   წარუდგინონ   ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგების   და   აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS)“.

5. შპს „ეკვანტ ჯორჯიას“ მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი ანგარიში არ იყო წარდგენილი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, წარდგენილი  (ატვირთულ)   დოკუმენტაციაში   წარმოდგენილი   არ   იყო   ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 2020 წელზე; წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის შპს „ეკვანტ ჯორჯიას“ მიერ ანგარიშგება გადაგზავნილია ზედამხედველობის სამსახურში და გასაჯაროებულია ანგარიშგების პორტალზე.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.     „ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგების  და  აუდიტის  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

2.     „ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგების  და  აუდიტის  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს.

3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).

4.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის23-ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ  კანონისა  და  მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

 5.     „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26- ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   თანახმად,   ამ   კანონის   მე-3   მუხლის   მე-8      პუნქტით    გათვალისწინებული     ბუღალტრული     აღრიცხვისა     და    ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის  მე-2  და  მე-4  პუნქტებისა  და  მე-16  მუხლის  მე-11  პუნქტის  მოთხოვნების შეუსრულებლობა  ან/და   აუდიტორული  შემოწმების  ჩატარებისათვის  თავის  არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას:  ა)  მეოთხე  კატეგორიის  საწარმოსი  –  500  ლარის ოდენობით;   ბ)   მესამე  კატეგორიის  საწარმოსი  –  1  000  ლარის  ოდენობით;  გ)  მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის  ოდენობით;  დ)  პირველი  კატეგორიის  საწარმოსი და  სდპ-ისა  –  10  000  ლარის ოდენობით.   ხოლო    მეორე    პუნქტის    თანახმად,    ამ მუხლის      პირველი      პუნქტით   გათვალისწინებული    სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა  შესაძლებელია  ფულადი ჯარიმის  ნაცვლად  წერილობითი  გაფრთხილება გამოიყენოს.    სამსახურის    წერილობითი   გაფრთხილების    შეუსრულებლობის    ან/და პასუხისმგებლობის     დაკისრებიდან     1     თვის    ვადაში     შესაბამისი     მოთხოვნის შეუსრულებლობის    შემთხვევაში    სუბიექტს    უორმაგდება   დაკისრებული   ჯარიმის ოდენობა.

6.      „ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგების  და  აუდიტის  შესახებ“  საქართველოს კანონის   27-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   თანახმად,   სამართალდარღვევის   საქმის წარმოების   დაწყების   საფუძველია  ამ          კანონით          გათვალისწინებული სამართალდარღვევის  გამოვლენა.  ამ შემთხვევაში უფლებამოსილი  პირი აღნიშნული საქმის   განხილვის     შედეგებზე    დაყრდნობით    გამოსცემს    ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტს, ამავე   მუხლის   მე-3  პუნქტის  თანახმად,   ამ კანონის   23-ე   მუხლის   მე-2   პუნქტით გათვალისწინებული       სამართალდარღვევის გამოვლენისას    ინდივიდუალურ   ადმინისტრაციულ-სამართლებრივ   აქტს   გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან     გამომდინარე,      შპს     „ეკვანტ     ჯორჯიას“     მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2020 წლის ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის  ზედამხედველობის     სამსახურში  კანონით  დადგენილი  სტანდარტის დაუცველად წარდგენით დარღვეულია „ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგებისა და აუდიტის   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად  სანქცირების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების   მიღების   მომენტისთვის, შპს  „ეკვანტ ჯორჯიას“  შესრულებული  აქვს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ვალდებულებები, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შპს „ეკვანტ ჯორჯია“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისგან.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე  ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ეკვანტ ჯორჯია“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად    „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

2.   შპს „ეკვანტ ჯორჯია“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ეკვანტ ჯორჯიასთვის“ და    ბუღალტრული    აღრიცხვის,    ანგარიშგებისა    და    აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ეკვანტ ჯორჯიას“                          სამართალდამრღვევად ცნობისა  და  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ეკვანტ ჯორჯიასთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ეკვანტ ჯორჯიასთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები