საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის №გ-21-23/295 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2021 17:17
მიღების თარიღი ივნისი 03, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის №გ-21-23/295 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2021 წლის 27 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №გ-21-23/295 „ააიპ„თავისუფალი მედია სივრცესთვის“ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2017 წლის 17 იანვრის N28/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და ააიპ„თავისუფალი მედია სივრცის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX G ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. კომისიის 2021 წლის 27 მაისის №გ-21-23/295 გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური
შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების პირველ პუნქტში „ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ და „25 იანვრის N21/1“-ის ნაცვლად უნდა ეწეროს „ააიპ „თავისუფალი მედია სივრცესთვის“ და „17 იანვრის N28/1“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2021 წლის 27 მაისის №გ-21-23/295 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ააიპ „თავისუფალი მედია სივრცესთვის“ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2017 წლის 17 იანვრის N28/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX G ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე;“
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ააიპ „თავისუფალი მედია სივრცესთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების ააიპ„თავისუფალი მედია სივრცესთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
