საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 2 აპრილის № გ-20-7/376 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2021 12:21
მიღების თარიღი ივნისი 03, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 2 აპრილის № გ-20-7/376 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მოქალაქე ლუკა კერატიშვილმა კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-9/2134, 14.05.21 და შ-21-9/2170, 18.05.21) რადიომოყვარულის საცხოვრებელი მისამართის შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2020 წლის 2 აპრილის № 131/7გ-20-7/376 გადაწყვეტილების საფუძველზე რადიომოყვარულ ლუკა კერატიშვილის რადიოსადგური განთავსებულია შემდეგ მისამართზე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
CN - 070 |
ლუკა კერატიშვილი |
ქ. თბილისი, გლდანის მე-4 მკ/რ, კორპ. 96ა |
4L1LUK |
„C“ |
კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე ლუკა კერატიშვილის მომართვის საფუძველზე შესაძლებლად მიაჩნია კომისიის მიერ 2020 წლის 2 აპრილის № 131/7გ-20-7/376 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2020 წლის 2 აპრილის № 131/7გ-20-7/376 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ლუკა კერატიშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2020 წლის 2 აპრილიდან 2025 წლის 2 აპრილამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
CN - 070 |
ლუკა კერატიშვილი |
ქ. თბილისი, ვარკეთილი 3, 4 მ/რ, 407 კორპ., ბ. 108 |
4L1LUK |
„C“ |
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ლუკა კერატიშვილისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე ლუკა კერატიშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
