წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 3 ივნისის №გ-21-15/319 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-21-19 / 333

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2021 16:27

მიღების თარიღი ივნისი 10, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 3 ივნისის №გ-21-15/319 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”არკომს” კომისიის 2021 წლის 3 ივნისის №გ-21-15/319 გადაწყვეტილებით მიენიჭა ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის  N582  უფლება  1000  (ერთი  ათასი)  სააბონენტო  ნომერზე (322888000-322888999) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის ქ. თბილისში.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირები ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად განაცხადს აკეთებენ ონლაინ აპლიკაციის (online.comcom.ge) მეშვეობით. მითითებულ პროგრამაში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო, შპს„არკომმა“ მოითხოვა ნუმერაციის რესურსი, რომელიც რეალურად დაკავებული იყო თუმცა პროგრამამ მისცა მისი მონიშვნის საშუალება. შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შევიდეს ცვლილება კომისიის 2021 წლის 3 ივნისის №გ-21-15/319 გადაწყვეტილებაში და კომპანიისთვის მინიჭებული ნუმერაციის რესურსი შეიცვალოს სხვა თავისუფალი ნუმერაციის რესურსით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2021 წლის 7 ივნისს კომისისას განცხადებით მიმართა შპს „არკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №(შ-21-7/2486,   07.06.2021) და მოითხოვა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N582 უფლებით მინიჭებული ნუმერაციის რესურსის შეცვლა ახალი ნუმერაციის რესურსით - 323888000-323888999.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში შეიტანოს ცვლილება ან დამატება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 3 ივნისის№გ-21-15/319 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცციით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 323888000-323888999, სულ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული   ელექტრონული   საკომუნიკაციო   ქსელებით   და   საშუალებებით   მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

4.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  გადაწყვეტილების  შპს  „არკომისთვის“  გაგზავნა  (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა   კოლეგიაში (მისამართი:    ქ.თბილისი,    დავით    აღმაშენებლის    ხეივანი    №64)  შპს„არკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე           წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები