წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21- 10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-21-19 / 352

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2021 16:30

მიღების თარიღი ივნისი 17, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-10/274 გადაწყვეტილებით გამოცხადდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი.

კომისიის 2021 წლის 29 აპრილის Nგ-21-23/267 გადაწყვეტილებით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „სააბონენტო   ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით, რომლის   განხილვა კომისიაში გრძელდება, ხოლო ზეპირი მოსმენა გაიმართება 2021 წლის პირველ ივლისს. ამ გარემოების გათვალისწინებით, აუცილებელია შეიცვალოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესითა და პირობებით განსაზღვრული ვადები (მათ შორის, საკონკურსო განაცხადის მიღების, საკონკურსო საბჭოს პირველი სხდომის გამართვის, პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის შექმნისა და სხვა ვადები), რაც მოითხოვს შესაბამისი ცვლილების შეტანას კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატ ორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2021 წლის 20 მაისის №გ-21-10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის    მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებში   (გადაწყვეტილების დანართი №1) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა)    გადაწყვეტილების    დანართ    N1-ის    პირველი    პუნქტი    ჩამოყალიბდეს    შემდეგი რედაქციით:

,,1. კონკურსის ჩატარების ვადები

1.  კონკურსი ცხადდება 2021 წლის 20 მაისიდან;

2.   კონკურსში   მონაწილეობის   მსურველი   პირის   საკონკურსო   განაცხადის   მიღება განხორციელდეს 2021 წლის 5 ივლისის 10 საათიდან 2021 წლის 19 ივლისის 18:00 საათამდე;

3. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით საკონკურსო განაცხადების მიღება განხორციელდეს    შემდეგ    მისამართზე:   ქ.თბილისი,  0144,    ქეთევან    წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქუჩა 50/18;

4.   კონკურსში   მონაწილეობის   მსურველი   პირის   საკონკურსო   განაცხადის   მიღება უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ (ო.ვოტ);

5. საკონკურსო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართოს 2021 წლის 20 ივლისს, 15:00 საათზე;

6. საკონკურსო საბჭოს უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს საბჭოს პირველი სხდომიდან 10 სამუშაო დღე - 2021 წლის 3 აგვისტოს 18:00 საათამდე;“;

ბ) გადაწყვეტილების დანართ N1-ის 3.2 პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საქართველოში მოქმედი ბანკის მიერ გაცემული გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტია 100,000 (ასი ათას) ლარზე, ან მისი ეკვივალენტის (საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღისთვის არსებული ოფიციალური კურსის მიხედვით) ოდენობით უცხოურ    ვალუტაში,    რომელიც    ძალაში    იქნება    წარმოდგენიდან    2021    წლის    30 სექტემბრამდე;“;

გ) გადაწყვეტილების დანართ N1-ის 8.8 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მონაცემთა ბაზის სისტემის ტესტირება განახორციელოს 2022 წლის  21 თებერვლიდან 2022 წლის 21 მარტამდე;“;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საჯაროობის უზრუნველყოფა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტისა და მისი ინგლისურენოვანი თარგმანის გამოქვეყნება. გადაწყვეტილების ოფიციალურ  ტექსტსა  და  ინგლისურენოვან თარგმანს  შორის  არსებული  შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ოფიციალურ ტექსტს;

4. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-3 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძეს).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები