წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21- 10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-21-19 / 380

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2021 12:43

მიღების თარიღი ივლისი 01, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  ,,კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-10/274 გადაწყვეტილებით გამოცხადდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი.

კომისიის 2021 წლის 29 აპრილის Nგ-21-23/267 გადაწყვეტილებით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. 2021 წლის პირველ ივლისს კომისიის სხდომაზე ზეპირი მოსმენა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაიდო 2021 წლის 15 ივლისისთვის. გამოცხადებული კონკურსის  ჩატარების  წესითა  და  პირობებით  განსაზღვრული იყო მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრირების ალგორითმის  სახელმძღვანელო წესები სააბონენტო ნომრების პორტაბელობის დებულებაში შესატანი   ცვლილებების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მოქმედ დებულებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საჭიროა შეიცვალოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის   პირობები, რაც მოითხოვს შესაბამისი ცვლილების შეტანას კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატ ორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2021 წლის 20 მაისის №გ-21-10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის    მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებში   (გადაწყვეტილების დანართი №1) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) გადაწყვეტილების დანართ N1-ის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრირების ალგორითმის სახელმძღვანელო წესები:

ა) მიმღებმა ოპერატორმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, სადაც განსაზღვრული იქნება შემდეგი მონაცემები:

ა.ა) პორტირების  განაცხადის შეტანის თარიღი და საათი;

ა.ბ) პორტირების მსურველი პირის შესახებ ინფორმაცია: ფიზიკური პირის შემთხვევაში - ნომრის პორტირების მსურველი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია; იურიდიული პირის შემთხვევაში - ნომრის პორტირების მსურველი იურიდიული პირის სახელწოდება, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; საიდენტიფიკაციო კოდი და საკონტაქტო ინფორმაცია;

ა.გ)     სააბონენტო    ნომერი/ნომრები,   რომლის   პორტირებასაც   ითხოვს   პორტირების მსურველი პირი (შეყვანილი უნდა იყოს თითო-თითოდ ან ბლოკებად);

ა.დ) დონორი ოპერატორის სახელწოდება; ა.ე) მიმღები ოპერატორის სახელწოდება;

ა.ვ ) პორტირების განაცხადის მიმღები პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;

ა.ზ)  პორტირების მსურველი პირის მიერ მითითებული, პორტირების სასურველ დრო;

ბ) მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა უზრუნველყოფს ნომრის პორტირების განაცხადის შემუშავება, აკონტროლოს განაცხადში მითითებული სააბონენტო ნომრის პორტირებისათვის კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული

„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ გათვალისწინებული  ვადები, უარყოს ან დაამტკიცოს განაცხადი;

გ) მონაცემთა ბაზის სისტემამ განაცხადის უარყოფის შემთხვევაში უნდა შეატყობინოს მიმღებ ოპერატორს შესაბამისი მიზეზის და/ან შეცდომის შესახებ;

დ) მონაცემთა ბაზის სისტემამ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში უნდა მიანიჭოს მას

”ახალი განაცხადის” სტატუსი, აცნობოს მიმღებ ოპერატორს და გადაუგზავნოს დონორ ოპერატორს;

ე) მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა მიანიჭოს უნიკალური ნომერი ყოველ ახალ განაცხადს;

ვ) დონორმა ოპერატორმა, ნომრის პორტირების შესახებ განაცხადის მიღებისას, უნდა შეავსოს მისთვის განკუთვნილი შესაბამისი გრაფები, დაამტკიცოს ან უარყოს აბონენტის მიერ  წარდგენილი  დოკუმენტაციის  სისწორე  და  ამგვარის  არსებობის  შემთხვევაში, მიუთითოს პორტირებაზე    უარის    თქმის    კომისიის    2010    წლის    6    ივლისის    N3 დადგენილებით  დამტკიცებული  „სააბონენტო  ნომრების  პორტაბელურობის დებულებით“ განსაზღვრული საფუძვლები;

ზ) მონაცემთა ბაზის სისტემამ უნდა  შეინახოს დონორის მიერ შეყვანილი მონაცემები, მიანიჭოს განაცხადს  „განხილულის” სტატუსი და აცნობოს ამის შესახებ მიმღებ ოპერატორს;

თ) მიმღებმა ოპერატორმა „განხილული” განაცხადის გახსნისას უნდა დაინახოს დონორი ოპერატორის მიერ შეყვანილი ინფორმაცია და დაადასტუროს ან უარყოს   პორტირების პროცესი;

ი) ნომრის პორტირების პროცესის უარყოფის შემთხვევაში, მიმღებმა ოპერატორმა უნდა შეავსოს ნომრის პორტირების უარყოფის აქტი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის მონაცემებს:

ი.ა) ნომრის პორტირების უარყოფის დღე და საათი;

ი.ბ) ნომრის პორტირებაზე უარის თქმის მიზეზი;

ი.გ)  იმ  პირის სახელი,  გვარი  და  საკონტაქტო  ინფორმაცია,  ვინც  შეავსო  პორტირების უარყოფის აქტი;

კ) ნომრის პორტირებაზე თანხმობის შემთხვევაში:

კ.ა) მონაცემთა ბაზის სისტემამ განაცხადს უნდა მიანიჭოს „დამტკიცებულის” სტატუსი;

კ.ბ)  მონაცემთა  ბაზის  სისტემამ  დონორსა  და  მიმღებ  ოპერატორებს  (ისევე,  როგორც

მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ოპერატორს) უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება, სააბონენტო ნომრის პორტირების დღისა და საათის შესახებ;

კ.გ) დონორმა ოპერატორმა უნდა განახორციელოს სააბონენტო ნომრის დეაქტივაცია ბაზის სისტემის მიერ განსაზღვრულ დროს და გაუგზავნოს მონაცემთა ბაზის სისტემას შეტყობინება   სააბონენტო ნომრის დეაქტივაციის შესახებ;

კ.დ)   მიმღებმა   ოპერატორმა უნდა   განახორციელოს   სააბონენტო   ნომრის   აქტივაცია მონაცემთა ბაზის სისტემის მიერ განსაზღვრულ დროს და გაუგზავნოს მონაცემთა ბაზის სისტემას შეტყობინება სააბონენტო ნომრის  აქტივაციის შესახებ.

კ.ე) მონაცემთა ბაზის სისტემამ განაცხადს უნდა მიანიჭოს „გააქტიურებული” განაცხადის სტატუსი და უნდა შეიყვანოს ინფორმაცია პორტირებული სააბონენტო ნომრების შესახებ მონაცემთა ბაზის სისტემაში, რაც საკმარისი უნდა იყოს  იმისათვის, რომ  პორტირებული ნომრის  შესახებ  ინფორმაცია  ხელმისაწვდომი გახდეს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისათვის.“;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საჯაროობის უზრუნველყოფა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტისა და მისი ინგლისურენოვანი თარგმანის გამოქვეყნება. გადაწყვეტილების ოფიციალურ ტექსტსა და ინგლისურენოვან თარგმანს შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ოფიციალურ ტექსტს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-3 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძეს).

კახი ბექაური თავმჯდომარე 

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე

წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები